საქართველოში იწყება ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ფეხბურთში - მატჩების განრიგი

© photo: Sputnik / Murad Orujovფეხბურთი
ფეხბურთი - Sputnik საქართველო, 1920, 21.06.2023
გამოწერა
თამაშები საქართველოს სამ ქალაქში – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება.
თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. წლის ყველაზე მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენა საქართველოსთვის – ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ფეხბურთში 21 ივნისს იწყება. მატჩები ერთდროულად ჩატარდება საქართველოსა და რუმინეთის რამდენიმე ქალაქში.
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა (U21) ევროპის ჩემპიონატისთვის მზადება 10 ივნისს დაიწყო, 21 ივნისს კი ტურნირის ჯგუფურ ეტაპს პორტუგალიის წინააღმდეგ მატჩით გახსნის.
ჯგუფი A: საქართველო, პორტუგალია, ბელგია, ნიდერლანდი
ჯგუფი B: რუმინეთი, ესპანეთი, უკრაინა, ხორვატია
ჯგუფი C: ჩეხეთი, ინგლისი, გერმანია, ისრაელი
ჯგუფი D: ნორვეგია, შვეიცარია, საფრანგეთი, იტალია.
ჯგუფური ეტაპის შეხვედრების განრიგი:
21 ივნისი, ოთხშაბათი
საქართველო - პორტუგალია. „დინამო არენა", 20:00
ბელგია - ნიდერლანდი. მესხის სახელობის სტადიონი, 20:00
რუმინეთი - ესპანეთი. რუმინეთი, 22:45
უკრაინა - ხორვატია. რუმინეთი, 20:00.
22 ივნისი, ხუთშაბათი
ჩეხეთი - ინგლისი. ბათუმი, 20:00
გერმანია - ისრაელი. ქუთაისი, 20:00
ნორვეგია - შვეიცარია. რუმინეთი, 20:00
საფრანგეთი - იტალია. რუმინეთი, 22:45.
24 ივნისი, შაბათი
საქართველო - ბელგია. „დინამო არენა", 20:00
პორტუგალია - ნიდერლანდი. მესხის სახელობის სტადიონი, 20:00
რუმინეთი - უკრაინა. რუმინეთი, 20:00
ესპანეთი - ხორვატია. რუმინეთი, 22:45
25 ივნისი, კვირა
ჩეხეთი - გერმანია. ბათუმი, 20:00
ინგლისი - ისრაელი. ქუთაისი, 20:00
ნორვეგია - საფრანგეთი. რუმინეთი, 22:45
შვეიცარია - იტალია. რუმინეთი, 20:00.
27 ივნისი, სამშაბათი
ნიდერლანდი - საქართველო. „დინამო არენა", 20:00
პორტუგალია - ბელგია. მესხის სახელობის სტადიონი, 20:00
ესპანეთი - უკრაინა. რუმინეთი, 22:45
ხორვატია - რუმინეთი. რუმინეთი, 22:45.
28 ივნისი, ოთხშაბათი
ისრაელი - ჩეხეთი. ქუთაისი, 20:00
ინგლისი - გერმანია. ბათუმი, 20:00
იტალია - ნორვეგია. რუმინეთი, 22:45
შვეიცარია - საფრანგეთი. რუმინეთი, 22:45.
ევროპის 21 წლამდელთა ახალგაზრდული ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით გაიმართება. მატჩები საქართველოს სამ ქალაქში – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ჩატარდება. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩს 8 ივლისს „ბათუმი არენა" უმასპინძლებს.
ყველა ახალი ამბავი
0