https://sputnik-georgia.com/20230621/rzlis-mkvlelobis-mcdelobistvis-mamakacs-17-wlit-patimroba-miesaja-278825111.html
რძლის მკვლელობის მცდელობისთვის მამაკაცს 17 წლით პატიმრობა მიესაჯა
რძლის მკვლელობის მცდელობისთვის მამაკაცს 17 წლით პატიმრობა მიესაჯა
Sputnik საქართველო
პროკურატურა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სასჯელის ნაწილში სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. 21.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-21T20:10+0400
2023-06-21T20:10+0400
2023-06-21T23:10+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
ქუთაისი
საქართველოს პროკურატურა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/19/250706280_0:132:2500:1538_1920x0_80_0_0_3188e667e27875f32c3535b099cc75ea.jpg
თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მამაკაცი, რომელმაც რძალი დაჭრა, დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობის, ძალადობისა და მუქარის მუხლებით დამნაშავედ ცნო და 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.როგორც პროკურატურა იუწყება, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის სექტემბერში ბრალდებული ქუთაისში სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა რძალს და მის მიმართ ძალადობა განახორციელა. ასევე ბრალდებულმა 2022 წლის 18 ოქტომბერს დაზარალებულის მკვლელობა სცადა, რა დროსაც დანით დაზიანებები მიაყენა მას.სასამართლომ მამაკაცს, რომელმაც თავისი რძალი დაჭრა, პატიმრობა შეუფარდა >>სამართალდამცველებმა მამაკაცი იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება ოჯახის წევრის მიმართ გენდერის ნიშნით და განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის მცდელობის, ოჯახის წევრის მიმართ ძალადობისა და მუქარის მუხლებით წარედგინა.პროკურატურა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სასჯელის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.წყარო - პროკურატურა
საქართველო
ქუთაისი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/19/250706280_138:0:2363:1669_1920x0_80_0_0_e22ee38d8be197ecf5321f9eb67cafd6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, ქუთაისი , საქართველოს პროკურატურა
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, ქუთაისი , საქართველოს პროკურატურა
რძლის მკვლელობის მცდელობისთვის მამაკაცს 17 წლით პატიმრობა მიესაჯა
20:10 21.06.2023 (განახლებულია: 23:10 21.06.2023) პროკურატურა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სასჯელის ნაწილში სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მამაკაცი, რომელმაც რძალი დაჭრა, დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობის, ძალადობისა და მუქარის მუხლებით დამნაშავედ ცნო და 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც პროკურატურა იუწყება, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის სექტემბერში ბრალდებული ქუთაისში სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა რძალს და მის მიმართ ძალადობა განახორციელა. ასევე ბრალდებულმა 2022 წლის 18 ოქტომბერს დაზარალებულის მკვლელობა სცადა, რა დროსაც დანით დაზიანებები მიაყენა მას.
სამართალდამცველებმა მამაკაცი იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება ოჯახის წევრის მიმართ გენდერის ნიშნით და განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის მცდელობის, ოჯახის წევრის მიმართ ძალადობისა და მუქარის მუხლებით წარედგინა.
პროკურატურა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სასჯელის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.