რიკოთზე მუშის ცხედარი იპოვეს

© Ministry of Regional Development and Infrastructure of Georgiaავტობანის მშენებლობა რიკოთზე
ავტობანის მშენებლობა რიკოთზე - Sputnik საქართველო, 1920, 21.06.2023
გამოწერა
52 წლის მამაკაცის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. რიკოთის უღელტეხილზე, მდინარე ძირულაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს, მაშველები მუშას სამშაბათიდან ეძებდნენ, იუწყება „მთავარი არხი“.
52 წლის რამაზ ბარბაქაძე ავტობანის უბისას მონაკვეთზე მშენებარე ხიდიდან გადავარდა. თვითმხილველების ცნობით, მამაკაცი მდინარეში ჩავარდა და ის დინებამ გაიტაცა. სამძებრო სამუშაოების შედეგად ის ცოტა ხნის წინ შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, სოფელ შროშის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახეს.
გარდაცვლილი ხიდის მშენებლობაზე მუშაობდა. ერთ-ერთი ვერსიით, არ იყო დაცული უსაფრთხოების ზომები, კონსტრუქციას არ ჰქონდა დამჭერი მექანიზმი, რის გამოც მამაკაცი ხიდიდან გადავარდნის შემდეგ ჯერ მიწაზე დაეცა, შემდეგ კი წყალში ჩავარდა.
ტელეკომპანიის ცნობით, ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
ყველა ახალი ამბავი
0