https://sputnik-georgia.com/20230621/poloneli-oficeri-ukrainelebis-sesaxeb-278832780.html
პოლონელმა ოფიცერმა უკრაინელთა სწავლება შეაფასა
პოლონელმა ოფიცერმა უკრაინელთა სწავლება შეაფასა
Sputnik საქართველო
თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ზალით გაწვეული უკრაინელები არ იჩენენ გულმოდგინებას პოლონეთში მიმდინარე წვრთნებში და არ... 21.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-21T17:28+0400
2023-06-21T17:28+0400
2023-07-20T15:52+0400
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
უკრაინა
პოლონეთი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/15/278824547_0:321:3070:2048_1920x0_80_0_0_74b6606d0b097515b90d6b12d6610d1d.jpg
თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ზალით გაწვეული უკრაინელები არ იჩენენ გულმოდგინებას პოლონეთში მიმდინარე წვრთნებში და არ უფრთხილედებიან სამხედრო ტექნიკას, განაცხადა თავის YouTube-არხზე პოლონეთის არმიის თადარიგის ოფიცერმა პეტრ პაველკამ.როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში ჯარისკაცების წვრთნით ბევრი პოლონური ქვედანაყოფია დაკავებული, ამიტომაც ჩანს, სახელდობრ ვინ ჩადის მოსამზადებლად.„ეს ის ბიჭები არ არიან, რომლებმაც ხელი ასწიეს და თქვეს: „დიახ, მე მინდა ომში წასვლა“., — ამბობს პაველკა.მისი თქმით, „ძალით გაწვეულის“ უკრაინელების ქცევებიდან ჩანს, რომ მათთვის სულერთია, სად აღმოჩნდებიან სწავლების შემდეგ.როგორც პაველკა ვარაუდობს, ინცდენტთაგან ზოგი, რომლების უკრაინელი ჯარისკაცების სწავლების პერიოდში მოხდა, მაგალითად, როგორიც იყო ორი Leopard 2A4-ის შეჯახება, შესაძლოა შემთხვევით არ მომხდარა.მისი აზრით, უკრაინელების ნაწილს სამხედრო სამსახურისთვის უვარგისად უნდოდა თავის მოჩვენება და ასე მიიყენეს ზიანი, რათა უკრაინაში არ დაბრუნებულიყვნენ ბრძოლებში მონაწილეობის მისაღებად.მანამდე პაველკამ განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა, რომლებიც პოლონეთში ტანკ Leopard 2-ის მართვას სწავლობდნენ, ორი ტანკი ერთმანეთს შეაჯახეს და ერთ-ერთ მათგანს კოშკურა მოატეხეს. ამასთან მან დაზიანებული ტანკის ფოტოც გამოაქვეყნა.გუშინ გერმანულმა გაზეთმა Der Spiegel-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინელი ტანკისტები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ბრძოლაში გერმანული ტექნიკით არ ჩაებნენ. ტაბლოიდის მონაცემებით, ევროპაში საწვრთნელად ჩასული სამხედროები ტანკებს განზრახ აზიანებენ და ზოგჯერ სპეციალურად შეჰყავთ ტალახში, რათა ისინი ღრმად ჩაეფლნენ მასში და ოპერატიულად ევაკუაცია არ მოხერხდეს. თუმცა, გამორიცხული არ არის, გერმანული პრესა ღიად ცრუობდეს გერმანული ტანკების რეპუტაციის გადასარჩენად. Leopard 2-ის განადგურების პირველი კადრების შემდეგ, მისი მწარმოებლის, Rheinmetal-ის აქციები მკვეთრად დაეცა. მალევე დასავლურ პრესაში გამოჩნდა პუბლიკაციები უკრაინელი მებრძოლების არასაკმარისი კვალიფიკაციის შესახებ. Der Spiegel-ის ახალი სტატია გერმანული ტექნიკის ჩავარდნას რეალურ ბრზოლებში ასევე უკრანელებს მიაწერს.
უკრაინა
პოლონეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/15/278824547_318:0:3049:2048_1920x0_80_0_0_734f7e7933d796d4af261c676e932022.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა , პოლონეთი , მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა , პოლონეთი , მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ზალით გაწვეული უკრაინელები არ იჩენენ გულმოდგინებას პოლონეთში მიმდინარე წვრთნებში და არ უფრთხილედებიან სამხედრო ტექნიკას, განაცხადა თავის YouTube-არხზე პოლონეთის არმიის თადარიგის ოფიცერმა პეტრ პაველკამ.
როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში ჯარისკაცების წვრთნით ბევრი პოლონური ქვედანაყოფია დაკავებული, ამიტომაც ჩანს, სახელდობრ ვინ ჩადის მოსამზადებლად.
„ეს ის ბიჭები არ არიან, რომლებმაც ხელი ასწიეს და თქვეს: „დიახ, მე მინდა ომში წასვლა“., — ამბობს პაველკა.
მისი თქმით, „ძალით გაწვეულის“ უკრაინელების ქცევებიდან ჩანს, რომ მათთვის სულერთია, სად აღმოჩნდებიან სწავლების შემდეგ.
„და ეს ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რატომ არ ზრუნავენ ტექნიკაზე, რომელსაც იყენებენ. ზოგჯერ ტექნიკა ზიანდება, იმიტომ რომ მათთვის უბრალოდ სულერთია“, — აცხადებს ოფიცერი და იქვე დასძენს, რომ ეს პოლონელი სამხედროების უკმაყოფილებას იწვევს.
როგორც პაველკა ვარაუდობს, ინცდენტთაგან ზოგი, რომლების უკრაინელი ჯარისკაცების სწავლების პერიოდში მოხდა, მაგალითად, როგორიც იყო ორი Leopard 2A4-ის შეჯახება, შესაძლოა შემთხვევით არ მომხდარა.
მისი აზრით, უკრაინელების ნაწილს სამხედრო სამსახურისთვის უვარგისად უნდოდა თავის მოჩვენება და ასე მიიყენეს ზიანი, რათა უკრაინაში არ დაბრუნებულიყვნენ ბრძოლებში მონაწილეობის მისაღებად.
მანამდე პაველკამ განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა, რომლებიც პოლონეთში ტანკ Leopard 2-ის მართვას სწავლობდნენ, ორი ტანკი ერთმანეთს შეაჯახეს და ერთ-ერთ მათგანს კოშკურა მოატეხეს. ამასთან მან დაზიანებული ტანკის ფოტოც გამოაქვეყნა.
გუშინ გერმანულმა გაზეთმა Der Spiegel-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინელი ტანკისტები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ბრძოლაში გერმანული ტექნიკით არ ჩაებნენ. ტაბლოიდის მონაცემებით, ევროპაში საწვრთნელად ჩასული სამხედროები ტანკებს განზრახ აზიანებენ და ზოგჯერ სპეციალურად შეჰყავთ ტალახში, რათა ისინი ღრმად ჩაეფლნენ მასში და ოპერატიულად ევაკუაცია არ მოხერხდეს.
თუმცა, გამორიცხული არ არის, გერმანული პრესა ღიად ცრუობდეს გერმანული ტანკების რეპუტაციის გადასარჩენად. Leopard 2-ის განადგურების პირველი კადრების შემდეგ, მისი მწარმოებლის, Rheinmetal-ის აქციები მკვეთრად დაეცა. მალევე დასავლურ პრესაში გამოჩნდა პუბლიკაციები უკრაინელი მებრძოლების არასაკმარისი კვალიფიკაციის შესახებ. Der Spiegel-ის ახალი სტატია გერმანული ტექნიკის ჩავარდნას რეალურ ბრზოლებში ასევე უკრანელებს მიაწერს.