https://sputnik-georgia.com/20230621/miliarderis-ojaxi-zarlebis-zizas-ezebs-278776617.html
მილიარდერი ძაღლების ძიძას ეძებს: პირობები - მკაცრი, ხელფასი - წარმოუდგენლად მაღალი
მილიარდერი ძაღლების ძიძას ეძებს: პირობები - მკაცრი, ხელფასი - წარმოუდგენლად მაღალი
Sputnik საქართველო
თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. მილიარდერის ოჯახი ეძებს ძაღლების ძიძას და მზად არის ამისთვის აქამდე გაუგონარი თანხა — 100 ათასი გირვანქა სტერლინგი გადაიხადოს ორი... 21.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-21T11:58+0400
2023-06-21T11:58+0400
2023-07-20T15:52+0400
მსოფლიო დღეს
დიდი ბრიტანეთი
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/15/278776431_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_3d368ceaeab6122cb374733d45025e25.jpg
თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. მილიარდერის ოჯახი ეძებს ძაღლების ძიძას და მზად არის ამისთვის აქამდე გაუგონარი თანხა — 100 ათასი გირვანქა სტერლინგი გადაიხადოს ორი დიდი ზომის ძაღლის „განსაკუთრებული მოვლისთვის“, იუწყება The Sun.გავრცელებული ინფორმაციით, ამ შესაშურ სამუშაოზე მოწყობის მსურველთა განაცხადები „მდინარესავით მოედინება“. თუმცა ოჯახის განცხადებაში მკაფიოდაა ნათქვამი, რომ ისინი ეძებენ „განსაკუთრებულ და ძალიან გამოცდილ“ მუშაკს, რომელიც მათ ძაღლებზე „უპრეცედენტოდ იზრუნებს“.როგორც ირკვევა, ძაღლების ძიძა ოჯახთან და თავის „აღსაზრდელებთან“ ერთად იცხოვრებს ლონდონის ელიტურ რაიონ ნაიტსბრიჯში მდებარე სახლში და მათთან ერთად უფასოდ იმოგზაურებს მთელ მსოფლიოში.კანდიდატის მოვალეობებში ასევე შედის სხვა ძაღლებთან თამაშების ორგანიზება, ვეტერინართან ვიზიტების კონტროლი, სამედიცინო შემოწმებებისა და აცრების დროული ჩატარება, დეტალური სამედიცინო ჩანაწერების გაკეთება, უსაფრთხოების უზრუნველყოფა.ამასთან კანდიდატი კარგად უნდა ერკვეოდეს ძაღლების კვებაში და მათთვის ნებისმიერი წამლის მიცემა-შეყვანის წესებში, უნდა შეეძლოს დაავადებისა თუ სტრესის პირველივე ნიშნების ამოცნობა.სამუშაო დღე არანორმირებული იქნება — საღამოების, უქმეებისა და დღესასწაულების ჩათვლით.მილიარდერის ოჯახი ძაღლების ძიძას სააგენტო Fairfax and Kensington-ის მეშვეობით ეძებს. როგორც მისი წარმომადგენელი ჯორჯ რალფ-დანი ამბობს, სააგენტოს ამ დროისათვის 400-მდე განაცხადი აქვს მიღებული, მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო პირობები საკმაოდ მკაცრია.მისი თქმით, კანდიდატს ნამდვილად მოუწევს არა მარტო წონის დაკლება, არამედ პირადი ცხოვრების უკანა პლანზე გადაწევა, ვინაიდან პირველ ადგილზე ძაღლების კეთილდღეობა უნდა დააყენოს. თუმცა დამსაქმებელი ამაში უზარმაზარ თანხას გადაუხდის.ამასთან ის არ ამჟღავნებს დეტალურ ინფორმაციას არც ძაღლების ჯიშზე და არც მილიარდერის ოჯახზე, თუმცა ამბობს, რომ ძიძას ივლისის ბოლომდე შეარჩევენ. წყარო: The Sun
დიდი ბრიტანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/15/278776431_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_952a4bc152f1d1d72c5f5553fc7e4909.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
დიდი ბრიტანეთი , ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
დიდი ბრიტანეთი , ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. მილიარდერის ოჯახი ეძებს ძაღლების ძიძას და მზად არის ამისთვის აქამდე გაუგონარი თანხა — 100 ათასი გირვანქა სტერლინგი გადაიხადოს ორი დიდი ზომის ძაღლის „განსაკუთრებული მოვლისთვის“, იუწყება The Sun.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ შესაშურ სამუშაოზე მოწყობის მსურველთა განაცხადები „მდინარესავით მოედინება“. თუმცა ოჯახის განცხადებაში მკაფიოდაა ნათქვამი, რომ ისინი ეძებენ „განსაკუთრებულ და ძალიან გამოცდილ“ მუშაკს, რომელიც მათ ძაღლებზე „უპრეცედენტოდ იზრუნებს“.
როგორც ირკვევა, ძაღლების ძიძა ოჯახთან და თავის „აღსაზრდელებთან“ ერთად იცხოვრებს ლონდონის ელიტურ რაიონ ნაიტსბრიჯში მდებარე სახლში და მათთან ერთად უფასოდ იმოგზაურებს მთელ მსოფლიოში.
კანდიდატის მოვალეობებში ასევე შედის სხვა ძაღლებთან თამაშების ორგანიზება, ვეტერინართან ვიზიტების კონტროლი, სამედიცინო შემოწმებებისა და აცრების დროული ჩატარება, დეტალური სამედიცინო ჩანაწერების გაკეთება, უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
ამასთან კანდიდატი კარგად უნდა ერკვეოდეს ძაღლების კვებაში და მათთვის ნებისმიერი წამლის მიცემა-შეყვანის წესებში, უნდა შეეძლოს დაავადებისა თუ სტრესის პირველივე ნიშნების ამოცნობა.
სამუშაო დღე არანორმირებული იქნება — საღამოების, უქმეებისა და დღესასწაულების ჩათვლით.
მილიარდერის ოჯახი ძაღლების ძიძას სააგენტო Fairfax and Kensington-ის მეშვეობით ეძებს. როგორც მისი წარმომადგენელი ჯორჯ რალფ-დანი ამბობს, სააგენტოს ამ დროისათვის 400-მდე განაცხადი აქვს მიღებული, მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო პირობები საკმაოდ მკაცრია.
მისი თქმით, კანდიდატს ნამდვილად მოუწევს არა მარტო წონის დაკლება, არამედ პირადი ცხოვრების უკანა პლანზე გადაწევა, ვინაიდან პირველ ადგილზე ძაღლების კეთილდღეობა უნდა დააყენოს. თუმცა დამსაქმებელი ამაში უზარმაზარ თანხას გადაუხდის.
„იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვეტერინარი ხართ, ასეთ ფულს ძნელად იშოვით. [ოჯახი] წელიწადში ექვს დღეს მოგცემთ დასასვენებლად, მაგრამ თუ ხვალ ისინი მონაკოში წასვლას გადაწყვეტენ, მათთან და ძაღლებთან ერთად უნდა გაფრინდეთ კერძო თვითმფრინავით“, — ამბობს რალფ-დანი.
ამასთან ის არ ამჟღავნებს დეტალურ ინფორმაციას არც ძაღლების ჯიშზე და არც მილიარდერის ოჯახზე, თუმცა ამბობს, რომ ძიძას ივლისის ბოლომდე შეარჩევენ.