https://sputnik-georgia.com/20230621/fao-sasursato-daxmareba-25-qveyanas-swirdeba-278784523.html
FAO-ს მოსაზრება: სასურსათო დახმარება 25 ქვეყანას სჭირდება
FAO-ს მოსაზრება: სასურსათო დახმარება 25 ქვეყანას სჭირდება
ვადიმ პავლოვი 21.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-21T13:44+0400
2023-06-21T13:44+0400
2023-06-21T18:19+0400
ანალიტიკა
მოსაზრება
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/15/278768477_0:164:3057:1884_1920x0_80_0_0_1270f14ac37ae061f38be732199fe896.jpg
ვადიმ პავლოვიმსოფლიოში ყველას გამოსაკვებად საკმარისი სურსათი არსებობს, მაგრამ ექსპორტის შემზღუდავი ზომების, ქვეყნებს შორის უთანასწორობის, სამხედრო კონფლიქტებისა და ეკონომიკური ხელმისაწვდომობის პრობლემების გამო მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი არასრულფასოვნად იკვებება.20 ივნისს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი ვერშინინმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 18 ივლისი „მარცვლეულის გარიგების“ დასრულების დრო იქნება.მიზეზი — შეთანხმებების იმ ნაწილის შეუსრულებლობაა, რომელიც რუსეთიდან მსოფლიო ბაზრებზე სასოფლო-სამეურნეო საქონლისა და სასუქების მიწოდებაზე დასავლური პირდაპირი და არაპირდაპირი შეზღუდვების მოხსნას ეხება.„მარცვლეულის შეთანხმებასთან“ და გლობალურ სასურსათო კრიზისთან დაკავშირებით გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) პოზიციაზე FAO-ს რუსეთთან ურთიერთობის განყოფილების დირექტორმა ოლეგ კობიაკოვმა სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე ისაუბრა.სურსათი ყველასთვის არ არისკობიაკოვის თქმით, FAO არ არის „მარცვლეულის გარიგების“ ინიციატორი, ოპერატორი ან მონაწილე, მაგრამ მონაწილეობა მიიღო მის შემუშავებაში თავისი მონაცემებისა და სტატისტიკის მიწოდებით.„ბუნებრივია, როგორც სასურსათო უსაფრთხოების ორგანიზაცია, რომელიც პასუხისმგებელია შიმშილის აღმოფხვრაზე, ჩვენ დაინტერესებული ვართ, უზრუნველვყოთ სურსათის ექსპორტის ყველა ბაზრის შეუფერხებლად მუშაობა, დარღვევების გარეშე, ხელოვნური დაბრკოლებების გარეშე“, — თქვა მან.ამიტომ, მისი თქმით, ორგანიზაცია მიესალმა ამ მექანიზმის მოქმედების გაგრძელებას, თუმცა, მან არა მხოლოდ უნდა დაუშვას უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი მათი პორტებიდან, არამედ ხელი უნდა შეუწყოს რუსული პროდუქციისა და სასუქების ექსპორტისთვის დაბრკოლებების მოხსნასაც.მისი თქმით, 2021 წლის სტატისტიკით, მსოფლიოში 828 მილიონი ადამიანი შიმშილობდა.ამის პარალელურად, მისი თქმით, დღეს მსოფლიო ყველას გამოსაკვებად საკმარის სურსათს აწარმოებს, მაგრამ საკვების ფიზიკური და ეკონომიკური ხელმისაწვდომობა ხელს უშლის ამ მიზანს.„ფიზიკური ხელმისაწვდომობა ფერხდება შეიარაღებული კონფლიქტების, სტიქიური უბედურებების, ექსპორტის შემზღუდავი ზომების გამო. ეკონომიკური ინკლუზია — ეს არის უთანასწორობის საკითხი ქვეყნების შიგნით და ქვეყნებს შორის. ეს ისეთი პრობლემებია, როგორებიცაა დანაკარგები და გაფუჭება, რადგან ზოგიერთ ქვეყანაში წარმოებული და მოყვანილი საკვების 1/3-მდე სასურსათო ჯაჭვის სხვადასხვა ეტაპზე იკარგება“, — ამბობს ოლეგ კობიაკოვი.მისი აზრით, დანაკარგებისა და გაფუჭების დონის განახევრება რომ მოხერხებულიყო, შიმშილისა და სასურსათო უსაფრთხოების პრობლემა გლობალური მასშტაბით ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდებოდა.მისივე თქმით, ბოლო 10 თვის განმავლობაში (აპრილის გამოკლებით, როდესაც უმნიშვნელო ზრდა შეიმჩნეოდა) სასურსათო ფასების ინდექსის თანმიმდევრული კლება ფიქსირდება.დღეს კი მსოფლიო თანამეგობრობის წინაშე დგას ამოცანა, გადაუდებელი სასურსათო დახმარება გაუწიოს იმ ქვეყნებს, რომლებიც სურსათის დროებით ან მუდმივ დეფიციტს განიცდიან.„ეს აუცილებელია იმისათვის, რომ მათ „გაძლონ“ მომავალ მოსავალამდე. ახლა ასეთი 25 ქვეყანაა მსოფლიოში“, — განმარტა კობიაკოვმა.ყველაფერი „მარცვლეულის გარიგების" შესახებCOVID-19-ის პანდემიის შედეგად სურსათის მიწოდების ჯაჭვები და სადისტრიბუციო არხები მთელ მსოფლიოში შეფერხდა, საწვავისა და ენერგორესურსების ღირებულება გაიზარდა, საკვების ფასებმა ყველაზე ძლიერი ზრდა დააფიქსირა ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში, ხოლო გვალვამ და წყალდიდობამ საკვანძო ნათესები გაანადგურა ამერიკასა და ევროპაში.ამ ყველაფერმა მსოფლიოში სასურსათო კრიზისის გაჩენა გამოიწვია.უკრაინის ტერიტორიაზე სპეცოპერაციის დაწყების შემდეგ წარმოიშვა პრობლემები სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მიწოდებასთან დაკავშირებით მსოფლიო ბაზრებზე რუსეთიდან და უკრაინიდან, რომლებიც ტრადიციულად წამყვან პოზიციას იკავებენ ამ პროდუქციის კატეგორიების ექსპორტში. შედეგად — მარცვლეულსა და სასუქებზე ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა.სასურსათო კრიზისთან დაკავშირებული სიტუაციის გაუარესების თავიდან ასაცილებლად მსოფლიო ლიდერებმა „სასურსათო საკითხის“ დარეგულირებაზე მუშაობა დაიწყეს. დასავლეთი ამ პრობლემის რაც შეიძლება მალე გადაჭრას მოითხოვს და სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს უღარიბესი ქვეყნების მომავალთან დაკავშირებით, მიუთითებს რა აფრიკაში მასიური შიმშილობის საფრთხეზე.მოლაპარაკებებში შუამავლის როლი გაერომ და თურქეთმა იკისრეს, რომლებთანაც 2022 წლის 22 ივლისს ერთდროულად დაიდო ორი შეთანხმება, რომელიც აყალიბებდა მარცვლეულის შეთანხმების პაკეტურ ხასიათს: „ინიციატივა მარცვლეულისა და საკვების უსაფრთხო ტრანსპორტირებისთვის უკრაინის პორტებიდან“ და „ურთიერთგაგების მემორანდუმი რუსეთსა და გაეროს სამდივნოს შორის რუსეთის კვების პროდუქტებისა და სასუქების მსოფლიო ბაზრებზე გატანაში ხელშეწყობის შესახებ“.თურქეთთან და გაეროსთან პირველ დოკუმენტს ცალ-ცალკე მოაწერეს ხელი რუსეთმა და უკრაინამ, ხოლო მეორეს, როგორც დასახელებიდან ირკვევა, ექსკლუზიურად რუსეთის ფედერაციამ და გაერომ მოაწერეს ხელი.პირველი შეთანხმება ითვალისწინებს უსაფრთხო საზღვაო დერეფნის ორგანიზებას უკრაინიდან სასოფლო-სამეურნეო საქონლის ტრანსპორტირებისთვის. მის ფარგლებში მარცვლეული ექსპორტზე გადის უკრაინის სამი პორტიდან — ოდესიდან, ჩორნომორსკიდან და იუჟნიდან.თუმცა, უკრაინულმა მარცვლეულმა პრაქტიკულად ვერ მიაღწია გაჭირვებულ ქვეყნებს. 20 ივნისის მდგომარეობით, „მარცვლეულის გარიგების“ დაწყებიდან უკრაინის პორტებიდან 32,1 მილიონი ტონა მარცვლეული იქნა ექსპორტირებული. მათგან აფრიკის ღარიბ ქვეყნებზე — ჯიბუტიზე, სომალიზე, სუდანზე, ლიბიასა და ეთიოპიაზე მხოლოდ 976,9 ათასი ტონა მოვიდა, ანუ შავი ზღვის ინიციატივის ფარგლებში მარცვლეულის მთლიანი ექსპორტის 3%-ზე ოდნავ მეტი.ასეთ მონაცემებს გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისი ავრცელებს.ყველაზე დიდი მყიდველები არიან: ჩინეთი (7,7 მლნ ტონა), ესპანეთი (5,9 მლნ ტონა), თურქეთი (3,2 მლნ ტონა), იტალია (2,1 მლნ ტონა) და ნიდერლანდი (1,8 მლნ ტონა).მეორე შეთანხმება ითვალისწინებს გაეროს დახმარებას რუსული სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა და სასუქების (მათი წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის ჩათვლით) მსოფლიო ბაზრებზე ექსპორტში, რაც დასავლეთის უპრეცედენტო ზეწოლის გამო არაერთი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. თუ მათი სანქციები დე იურე არ ზღუდავს რუსულ სურსათის ექსპორტს, დე ფაქტო ისინი კვლავ ბლოკავენ მას რიგი ფინანსური შეზღუდვებითა და პირდაპირი აკრძალვებით (ევროპის პორტებში გასვლა, რუსი ოპერატორებისთვის გემების დაქირავება, დაზღვევა, გადახდები და ა.შ.).პაკეტური შეთანხმების მეორე ნაწილის შეუსრულებლობასთან დაკავშირებით, რომელიც ცნობილია როგორც „მარცვლეულის გარიგება“, რუსეთმა არაერთხელ გააფრთხილა ამ ინიციატივიდან მისი გამოსვლის შესაძლებლობის შესახებ.ამასთან, როგორც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სანკტ-პეტერბურგში აფრიკის დელეგაციასთან შეხვედრისას განაცხადა, რუსული მარცვლეული და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები, ისევე, როგორც სასუქები, „შავი კონტინენტის“ გაჭირვებულ ქვეყნებს მარცვლეულის გარიგების ბედის მიუხედავად მიეწოდება.როგორც ჟურნალისტებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე გრუშკომ განუცხადა, იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვი "მარცვლეულის გარიგებიდან" გავა, რუსეთისა და გაეროს მემორანდუმი მსოფლიო ბაზრებზე რუსული სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა და სასუქების ექსპორტის ხელშეწყობის შესახებ მაინც განაგრძობს მუშაობას.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/15/278768477_164:0:2893:2047_1920x0_80_0_0_22622d3d5f1d7f115131ac0adabc7e4b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ანალიტიკა, მოსაზრება, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
ანალიტიკა, მოსაზრება, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
მსოფლიოში ყველას გამოსაკვებად საკმარისი სურსათი არსებობს, მაგრამ ექსპორტის შემზღუდავი ზომების, ქვეყნებს შორის უთანასწორობის, სამხედრო კონფლიქტებისა და ეკონომიკური ხელმისაწვდომობის პრობლემების გამო მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი არასრულფასოვნად იკვებება.
20 ივნისს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი ვერშინინმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 18 ივლისი „მარცვლეულის გარიგების“ დასრულების დრო იქნება.
მიზეზი — შეთანხმებების იმ ნაწილის შეუსრულებლობაა, რომელიც რუსეთიდან მსოფლიო ბაზრებზე სასოფლო-სამეურნეო საქონლისა და სასუქების მიწოდებაზე დასავლური პირდაპირი და არაპირდაპირი შეზღუდვების მოხსნას ეხება.
„მარცვლეულის შეთანხმებასთან“ და გლობალურ სასურსათო კრიზისთან დაკავშირებით გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) პოზიციაზე FAO-ს რუსეთთან ურთიერთობის განყოფილების დირექტორმა ოლეგ კობიაკოვმა სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე ისაუბრა.
სურსათი ყველასთვის არ არის
კობიაკოვის თქმით, FAO არ არის „მარცვლეულის გარიგების“ ინიციატორი, ოპერატორი ან მონაწილე, მაგრამ მონაწილეობა მიიღო მის შემუშავებაში თავისი მონაცემებისა და სტატისტიკის მიწოდებით.
„ბუნებრივია, როგორც სასურსათო უსაფრთხოების ორგანიზაცია, რომელიც პასუხისმგებელია შიმშილის აღმოფხვრაზე, ჩვენ დაინტერესებული ვართ, უზრუნველვყოთ სურსათის ექსპორტის ყველა ბაზრის შეუფერხებლად მუშაობა, დარღვევების გარეშე, ხელოვნური დაბრკოლებების გარეშე“, — თქვა მან.
ამიტომ, მისი თქმით, ორგანიზაცია მიესალმა ამ მექანიზმის მოქმედების გაგრძელებას, თუმცა, მან არა მხოლოდ უნდა დაუშვას უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი მათი პორტებიდან, არამედ ხელი უნდა შეუწყოს რუსული პროდუქციისა და სასუქების ექსპორტისთვის დაბრკოლებების მოხსნასაც.
მისი თქმით, 2021 წლის სტატისტიკით, მსოფლიოში 828 მილიონი ადამიანი შიმშილობდა.
„კიდევ 1 მილიარდი [ადამიანი] არასრულფასოვანი კვების სხვა ფორმებით იტანჯებოდა — დაწყებული ვიტამინებისა და მიკროელემენტების ნაკლებობით და დამთავრებული ჭარბი ჭამით. კიდევ 1 მილიარდი [ადამიანი] ეკონომიკურად ვერ ახერხებს ჯანსაღად, სრულფასოვნად კვებას. ანუ დედამიწაზე 8 ადამიანიდან 3 არასრულფასოვნად იკვებება. ასეთია ზოგადი მდგომარეობა“, — განაცხადა კობიაკოვმა.
ამის პარალელურად, მისი თქმით, დღეს მსოფლიო ყველას გამოსაკვებად საკმარის სურსათს აწარმოებს, მაგრამ საკვების ფიზიკური და ეკონომიკური ხელმისაწვდომობა ხელს უშლის ამ მიზანს.
„ფიზიკური ხელმისაწვდომობა ფერხდება შეიარაღებული კონფლიქტების, სტიქიური უბედურებების, ექსპორტის შემზღუდავი ზომების გამო. ეკონომიკური ინკლუზია — ეს არის უთანასწორობის საკითხი ქვეყნების შიგნით და ქვეყნებს შორის. ეს ისეთი პრობლემებია, როგორებიცაა დანაკარგები და გაფუჭება, რადგან ზოგიერთ ქვეყანაში წარმოებული და მოყვანილი საკვების 1/3-მდე სასურსათო ჯაჭვის სხვადასხვა ეტაპზე იკარგება“, — ამბობს ოლეგ კობიაკოვი.
მისი აზრით, დანაკარგებისა და გაფუჭების დონის განახევრება რომ მოხერხებულიყო, შიმშილისა და სასურსათო უსაფრთხოების პრობლემა გლობალური მასშტაბით ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდებოდა.
მისივე თქმით, ბოლო 10 თვის განმავლობაში (აპრილის გამოკლებით, როდესაც უმნიშვნელო ზრდა შეიმჩნეოდა) სასურსათო ფასების ინდექსის თანმიმდევრული კლება ფიქსირდება.
დღეს კი მსოფლიო თანამეგობრობის წინაშე დგას ამოცანა, გადაუდებელი სასურსათო დახმარება გაუწიოს იმ ქვეყნებს, რომლებიც სურსათის დროებით ან მუდმივ დეფიციტს განიცდიან.
„ეს აუცილებელია იმისათვის, რომ მათ „გაძლონ“ მომავალ მოსავალამდე. ახლა ასეთი 25 ქვეყანაა მსოფლიოში“, — განმარტა კობიაკოვმა.
ყველაფერი „მარცვლეულის გარიგების" შესახებ
COVID-19-ის პანდემიის შედეგად სურსათის მიწოდების ჯაჭვები და სადისტრიბუციო არხები მთელ მსოფლიოში შეფერხდა, საწვავისა და ენერგორესურსების ღირებულება გაიზარდა, საკვების ფასებმა ყველაზე ძლიერი ზრდა დააფიქსირა ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში, ხოლო გვალვამ და წყალდიდობამ საკვანძო ნათესები გაანადგურა ამერიკასა და ევროპაში.
ამ ყველაფერმა მსოფლიოში სასურსათო კრიზისის გაჩენა გამოიწვია.
უკრაინის ტერიტორიაზე სპეცოპერაციის დაწყების შემდეგ წარმოიშვა პრობლემები სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მიწოდებასთან დაკავშირებით მსოფლიო ბაზრებზე რუსეთიდან და უკრაინიდან, რომლებიც ტრადიციულად წამყვან პოზიციას იკავებენ ამ პროდუქციის კატეგორიების ექსპორტში. შედეგად — მარცვლეულსა და სასუქებზე ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა.
სასურსათო კრიზისთან დაკავშირებული სიტუაციის გაუარესების თავიდან ასაცილებლად მსოფლიო ლიდერებმა „სასურსათო საკითხის“ დარეგულირებაზე მუშაობა დაიწყეს. დასავლეთი ამ პრობლემის რაც შეიძლება მალე გადაჭრას მოითხოვს და სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს უღარიბესი ქვეყნების მომავალთან დაკავშირებით, მიუთითებს რა აფრიკაში მასიური შიმშილობის საფრთხეზე.
მოლაპარაკებებში შუამავლის როლი გაერომ და თურქეთმა იკისრეს, რომლებთანაც 2022 წლის 22 ივლისს ერთდროულად დაიდო ორი შეთანხმება, რომელიც აყალიბებდა მარცვლეულის შეთანხმების პაკეტურ ხასიათს: „ინიციატივა მარცვლეულისა და საკვების უსაფრთხო ტრანსპორტირებისთვის უკრაინის პორტებიდან“ და „ურთიერთგაგების მემორანდუმი რუსეთსა და გაეროს სამდივნოს შორის რუსეთის კვების პროდუქტებისა და სასუქების მსოფლიო ბაზრებზე გატანაში ხელშეწყობის შესახებ“.
თურქეთთან და გაეროსთან პირველ დოკუმენტს ცალ-ცალკე მოაწერეს ხელი რუსეთმა და უკრაინამ, ხოლო მეორეს, როგორც დასახელებიდან ირკვევა, ექსკლუზიურად რუსეთის ფედერაციამ და გაერომ მოაწერეს ხელი.
პირველი შეთანხმება ითვალისწინებს უსაფრთხო საზღვაო დერეფნის ორგანიზებას უკრაინიდან სასოფლო-სამეურნეო საქონლის ტრანსპორტირებისთვის. მის ფარგლებში მარცვლეული ექსპორტზე გადის უკრაინის სამი პორტიდან — ოდესიდან, ჩორნომორსკიდან და იუჟნიდან.
თუმცა, უკრაინულმა მარცვლეულმა პრაქტიკულად ვერ მიაღწია გაჭირვებულ ქვეყნებს. 20 ივნისის მდგომარეობით, „მარცვლეულის გარიგების“ დაწყებიდან უკრაინის პორტებიდან 32,1 მილიონი ტონა მარცვლეული იქნა ექსპორტირებული. მათგან აფრიკის ღარიბ ქვეყნებზე — ჯიბუტიზე, სომალიზე, სუდანზე, ლიბიასა და ეთიოპიაზე მხოლოდ 976,9 ათასი ტონა მოვიდა, ანუ შავი ზღვის ინიციატივის ფარგლებში მარცვლეულის მთლიანი ექსპორტის 3%-ზე ოდნავ მეტი.
ასეთ მონაცემებს გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისი ავრცელებს.
ყველაზე დიდი მყიდველები არიან: ჩინეთი (7,7 მლნ ტონა), ესპანეთი (5,9 მლნ ტონა), თურქეთი (3,2 მლნ ტონა), იტალია (2,1 მლნ ტონა) და ნიდერლანდი (1,8 მლნ ტონა).
მეორე შეთანხმება ითვალისწინებს გაეროს დახმარებას რუსული სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა და სასუქების (მათი წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის ჩათვლით) მსოფლიო ბაზრებზე ექსპორტში, რაც დასავლეთის უპრეცედენტო ზეწოლის გამო არაერთი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. თუ მათი სანქციები დე იურე არ ზღუდავს რუსულ სურსათის ექსპორტს, დე ფაქტო ისინი კვლავ ბლოკავენ მას რიგი ფინანსური შეზღუდვებითა და პირდაპირი აკრძალვებით (ევროპის პორტებში გასვლა, რუსი ოპერატორებისთვის გემების დაქირავება, დაზღვევა, გადახდები და ა.შ.).
პაკეტური შეთანხმების მეორე ნაწილის შეუსრულებლობასთან დაკავშირებით, რომელიც ცნობილია როგორც „მარცვლეულის გარიგება“, რუსეთმა არაერთხელ გააფრთხილა ამ ინიციატივიდან მისი გამოსვლის შესაძლებლობის შესახებ.
ამასთან, როგორც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სანკტ-პეტერბურგში აფრიკის დელეგაციასთან შეხვედრისას განაცხადა, რუსული მარცვლეული და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები, ისევე, როგორც სასუქები, „შავი კონტინენტის“ გაჭირვებულ ქვეყნებს მარცვლეულის გარიგების ბედის მიუხედავად მიეწოდება.
როგორც ჟურნალისტებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე გრუშკომ განუცხადა, იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვი "მარცვლეულის გარიგებიდან" გავა, რუსეთისა და გაეროს მემორანდუმი მსოფლიო ბაზრებზე რუსული სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა და სასუქების ექსპორტის ხელშეწყობის შესახებ მაინც განაგრძობს მუშაობას.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე