https://sputnik-georgia.com/20230621/adaminebi-banans-arasworad-wamen-278779956.html
უმრავლესობა ბანანს არასწორად მიირთმევს: რას გვირჩევენ მეცნიერები
უმრავლესობა ბანანს არასწორად მიირთმევს: რას გვირჩევენ მეცნიერები
Sputnik საქართველო
თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. ბევრი ადამიანი, როცა ბანანს მიირთმევს, კანთან ერთად ძაფის მსგავს ბოჭკოებსაც აშორებს მას, მაგრამ მეცნიერები გვირჩევენ, არ ვიჩქაროთ... 21.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-21T13:57+0400
2023-06-21T13:57+0400
2023-08-17T10:48+0400
სასარგებლო რჩევები
მსოფლიო მეცნიერული კვლევები
ექიმის რჩევები
ჯანსაღი კვება
ბანანი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/15/278779711_0:55:3080:1788_1920x0_80_0_0_393018660b5096c3b7a6d7cb345e5d90.jpg
თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. ბევრი ადამიანი, როცა ბანანს მიირთმევს, კანთან ერთად ძაფის მსგავს ბოჭკოებსაც აშორებს მას, მაგრამ მეცნიერები გვირჩევენ, არ ვიჩქაროთ ამ უცნაური ძაფების მოშორება, წერს IFL Science.სწავლულთა განმარტებით, ეს ბოჭკოები, რომლებიც მეცნიერებაში ფლოემის კონების სახელითაა ცნობილი, ძალიან სასარგებლოა და საოცარი კვებითი თვისებები აქვს.აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, ერთი საშუალო ბანანი სულ რაღაც 100 კალორიას შეიცავს. ნაყოფი მდიდარია ისეთი სასარგებლო ნივთიერებებით, როგორიცაა უჯრედისი, კალიუმი, ვიტამინი B6, ვიტამინი C, მაგნიუმი, მანგანუმი და სხვადასხვა ანტიოქსიდანტები.ფლოემის კონები — ეს ბანანის შიდა წყალმომარაგების სისტემაა, რომლის მეშვეობითაც ხდება შაქრისა და ფოტოსინთეზის სხვა პროდუქტების მიწოდება. ეს მილები უნდა იყოს საკმარისად ძლიერი, რათა თავისი მნიშვნელოვანი სამუშაო შეასრულოს. ამიტომ ფლოემის კონები უფრო მაგარია, ვიდრე ბანანის რბილობი.როგორც BerkleyRD-ის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ნიკოლას გილიტი განმარტავს, მართალია, ფლოემის კონებზე სპეციალური კვლევა არ ჩატარებულა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ეს ბოჭკოები სასარგებლო ფერმენტების გადასატანადაა განკუთვნილი, მას ნამდვილად აქვს ბანანის რბილობისგან განსხვავებული შემადგენლობა.როგორც IFL Science წერს, იგივე ითქმის ბანანის კანზეც. მიუხედავად იმისა, რომ ის მაგარია და თანაც მწარე, იჭმება კიდეც და სასარგებლოცაა, ვინაიდან ადამიანისთვის აუცილებელი რამდენიმე საკვანძო ელემენტითაა მდიდარი.ექსპერტები გვირჩევენ, ბანანის კანი ორიოდე დღით წყალში ჩავდოთ, რათა სასარგებლო ნივთიერებებმა წყალში გააღწიოს. ამ გზით შეგიძლიათ საუკეთესო ხსნარი მიიღოთ ოთახის ყვავილების მოსარწყავად.წყარო: IFL Science
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/15/278779711_107:0:2838:2048_1920x0_80_0_0_9cc7551628a6d56e5440f85b7e094534.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , მსოფლიო მეცნიერული კვლევები, ექიმის რჩევები, ჯანსაღი კვება, ბანანი
სასარგებლო რჩევები , მსოფლიო მეცნიერული კვლევები, ექიმის რჩევები, ჯანსაღი კვება, ბანანი
თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. ბევრი ადამიანი, როცა ბანანს მიირთმევს, კანთან ერთად ძაფის მსგავს ბოჭკოებსაც აშორებს მას, მაგრამ მეცნიერები გვირჩევენ, არ ვიჩქაროთ ამ უცნაური ძაფების მოშორება, წერს IFL Science.
სწავლულთა განმარტებით, ეს ბოჭკოები, რომლებიც მეცნიერებაში ფლოემის კონების სახელითაა ცნობილი, ძალიან სასარგებლოა და საოცარი კვებითი თვისებები აქვს.
აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, ერთი საშუალო ბანანი სულ რაღაც 100 კალორიას შეიცავს. ნაყოფი მდიდარია ისეთი სასარგებლო ნივთიერებებით, როგორიცაა უჯრედისი, კალიუმი, ვიტამინი B6, ვიტამინი C, მაგნიუმი, მანგანუმი და სხვადასხვა ანტიოქსიდანტები.
ფლოემის კონები — ეს ბანანის შიდა წყალმომარაგების სისტემაა, რომლის მეშვეობითაც ხდება შაქრისა და ფოტოსინთეზის სხვა პროდუქტების მიწოდება. ეს მილები უნდა იყოს საკმარისად ძლიერი, რათა თავისი მნიშვნელოვანი სამუშაო შეასრულოს. ამიტომ ფლოემის კონები უფრო მაგარია, ვიდრე ბანანის რბილობი.
როგორც BerkleyRD-ის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ნიკოლას გილიტი განმარტავს, მართალია, ფლოემის კონებზე სპეციალური კვლევა არ ჩატარებულა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ეს ბოჭკოები სასარგებლო ფერმენტების გადასატანადაა განკუთვნილი, მას ნამდვილად აქვს ბანანის რბილობისგან განსხვავებული შემადგენლობა.
„სავარაუდოდ, ისინი შეიცავს ბოჭკოს უფრო მრავალფეროვან ტიპებსა და სტრუქტურულ კომპონენტებს, რომლებიც მათი ფუნქციონირებისთვისაა აუცილებელი. ამის გამო, [ფლოემის კონებს], დიდი ალბათობით, განსხვავებული კვებითი პროფილი ექნება ადამიანებისთვის“, — აღნიშნა გილიტმა.
როგორც IFL Science წერს, იგივე ითქმის ბანანის კანზეც. მიუხედავად იმისა, რომ ის მაგარია და თანაც მწარე, იჭმება კიდეც და სასარგებლოცაა, ვინაიდან ადამიანისთვის აუცილებელი რამდენიმე საკვანძო ელემენტითაა მდიდარი.
ექსპერტები გვირჩევენ, ბანანის კანი ორიოდე დღით წყალში ჩავდოთ, რათა სასარგებლო ნივთიერებებმა წყალში გააღწიოს. ამ გზით შეგიძლიათ საუკეთესო ხსნარი მიიღოთ ოთახის ყვავილების მოსარწყავად.