https://sputnik-georgia.com/20230621/------278821925.html
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელი დატოვა
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელი დატოვა
Sputnik საქართველო
მარეგულირებელი მიიჩნევს, რომ მიუხედავად პოზიტიური ტენდენციებისა, ინფლაციური რისკები კვლავ მაღალია. 21.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-21T18:50+0400
2023-06-21T18:50+0400
2023-06-21T22:56+0400
საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24816/46/248164689_0:110:3000:1798_1920x0_80_0_0_0bf5177fdad73c38dccf3fa72e055b55.jpg
თბილისი, 21 ივნისი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10,5%-ის დონეზე დარჩა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.საქართველოს ეროვნული ბანკი დიდი ხანი მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ატარებდა და 2022 წლის მარტიდან რეფინანსირების განაკვეთს 11%-ზე ინარჩუნებდა.მონეტარული პოლიტიკის შერბილების გადაწყვეტილების მიღებისას ეროვნული ბანკის კომიტეტმა ინფლაციის შემცირების ტენდენციები და პროგნოზები გაითვალისწინა.მონეტარული პოლიტიკის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილების მიღებისას ეროვნული ბანკის კომიტეტი ითვალისწინებს არსებულ ინფლაციურ ზეწოლას და ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლიდან გრძელვადიან გადახრას.„სხვა თანაბარ პირობებში მოსალოდნელია, რომ ინფლაცია მომდევნო თვეებში მიზნობრივი დონის ქვემოთ შენარჩუნდება, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში 3%-იანი მაჩვენებლის ირგვლივ დასტაბილურდება. მაღალი ინფლაციის ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ მოკლე ვადით მიზნობრივ დონეზე მეტად შემცირებული ინფლაცია გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების დამატებით ნორმალიზებას შეუწყობს ხელს, რაც, თავის მხრივ, ფასების სტაბილურობის წინაპირობაა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წინა სხდომაზე, ინფლაციური ტენდენციებისა და პროგნოზის გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლა დაიწყო, რაც პოლიტიკის განაკვეთის მხოლოდ ზომიერი ბიჯებით შემცირებას გულისხმობს. წინა სხდომაზე პოლიტიკის განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით შემცირდა. შესაბამისად, ზემოთ აღწერილი რისკების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად შენარჩუნდა, აღნიშნავს მარეგულირებელი.რეფინანსირების განაკვეთი – პროცენტის ოდენობაა წლიური გაანგარიშებით, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები ეროვნულ ბანკს მათთვის გამოყოფილი კრედიტებისთვის უხდიან. რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად არის მიჩნეული.2019 წელს რეფინანსირების განაკვეთი სექტემბრიდან დეკემბრამდე 6,5%-დან 9%-მდე გაიზარდა, 2020 წლის აგვისტოში მან 8%-მდე დაიწია. ხოლო 2021 წლის მარტში ისევ ზრდა დაიწყო.მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2023 წლის 2 აგვისტოს ჩატარდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24816/46/248164689_228:0:2772:1908_1920x0_80_0_0_29297fedd5285b4b3f87f34dda012be2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელი დატოვა
18:50 21.06.2023 (განახლებულია: 22:56 21.06.2023) მარეგულირებელი მიიჩნევს, რომ მიუხედავად პოზიტიური ტენდენციებისა, ინფლაციური რისკები კვლავ მაღალია.
თბილისი, 21 ივნისი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10,5%-ის დონეზე დარჩა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს ეროვნული ბანკი დიდი ხანი მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ატარებდა და 2022 წლის მარტიდან რეფინანსირების განაკვეთს 11%-ზე ინარჩუნებდა.
მონეტარული პოლიტიკის შერბილების გადაწყვეტილების მიღებისას ეროვნული ბანკის კომიტეტმა ინფლაციის შემცირების ტენდენციები და პროგნოზები გაითვალისწინა.
საქართველოში ინფლაციას შემცირების ტენდენცია აქვს, მიმდინარე წლის მაისში მთლიანი ინფლაცია 1,5 პროცენტამდე, ხოლო საბაზო ინფლაცია 3,9 პროცენტამდე შემცირდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
მონეტარული პოლიტიკის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილების მიღებისას ეროვნული ბანკის კომიტეტი ითვალისწინებს არსებულ ინფლაციურ ზეწოლას და ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლიდან გრძელვადიან გადახრას.
„სხვა თანაბარ პირობებში მოსალოდნელია, რომ ინფლაცია მომდევნო თვეებში მიზნობრივი დონის ქვემოთ შენარჩუნდება, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში 3%-იანი მაჩვენებლის ირგვლივ დასტაბილურდება. მაღალი ინფლაციის ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ მოკლე ვადით მიზნობრივ დონეზე მეტად შემცირებული ინფლაცია გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების დამატებით ნორმალიზებას შეუწყობს ხელს, რაც, თავის მხრივ, ფასების სტაბილურობის წინაპირობაა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წინა სხდომაზე, ინფლაციური ტენდენციებისა და პროგნოზის გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლა დაიწყო, რაც პოლიტიკის განაკვეთის მხოლოდ ზომიერი ბიჯებით შემცირებას გულისხმობს. წინა სხდომაზე პოლიტიკის განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით შემცირდა. შესაბამისად, ზემოთ აღწერილი რისკების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად შენარჩუნდა, აღნიშნავს მარეგულირებელი.
რეფინანსირების განაკვეთი – პროცენტის ოდენობაა წლიური გაანგარიშებით, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები ეროვნულ ბანკს მათთვის გამოყოფილი კრედიტებისთვის უხდიან. რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად არის მიჩნეული.
2019 წელს რეფინანსირების განაკვეთი სექტემბრიდან დეკემბრამდე 6,5%-დან 9%-მდე გაიზარდა, 2020 წლის აგვისტოში მან 8%-მდე დაიწია. ხოლო 2021 წლის მარტში ისევ ზრდა დაიწყო.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2023 წლის 2 აგვისტოს ჩატარდება.