https://sputnik-georgia.com/20230620/vaso-dumbaze-qartveli-avanturisti-278749455.html
ავანტიურისტი და თაღლითი პატრიოტი, ანუ ამბავი გურული აზნაურისა
ავანტიურისტი და თაღლითი პატრიოტი, ანუ ამბავი გურული აზნაურისა
Sputnik საქართველო
ადამიანს, რომელზეც ქვემოთ გიამბობთ, ქართველ ოსტაპ ბენდერადაც იხსენებდნენ, თუმცა ვასილ დუმბაძე ისეთ დიდ საქმეებს „აიმასქნებდა“, „კომბინატორს“ რომ არც... 20.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-20T16:31+0400
2023-06-20T16:31+0400
2023-06-20T21:30+0400
საქართველოს ისტორიიდან
საინტერესო ფაქტები საქართველოსა და ქართველებზე
წასაკითხი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/14/278749276_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_3368455887669712a21fecc67cbc0c5f.jpg
გერონტი ქიქოძის მოგონებებზე დაყრდნობით, არსებობს მოსაზრება, რომ ვასილ დუმბაძე მიხეილ ჯავახიშვილის ცნობილი პერსონაჟის კვაჭი კვაჭანტირაძის პროტოტიპია. გურული მღვდლის შვილმა იმდენს მიაღწია, რომ მილიარდერ მორგანის ფინანსისტი და ყველაზე მდიდარი ქართველი გახდა მაშინდელ სამყაროში.ვასო დუმბაძე 1881 წელს დაიბადა ოზურგეთის მაზრის სოფელ შემოქმედში. მამამის დავითს, მის გარდა, 9 ქალიშვილი და კიდევ ერთი ვაჟი ჰყავდა. დავითის უფროსი ძმა, გენერალ-მაიორი ივანე დუმბაძე იმპერატორ ნიკოლოზ მეორის დიდი ნდობით სარგებლობდა და მისი ამალის წევრი იყო. იალტის თავადაც კი იყო დანიშნული და უსაზღვრო ძალაუფლებით სარგებლობდა ყირიმში, რომელსაც „დუმბაზიას“ უწოდებდნენ. ბუნებრივია, ახალგაზრდა ვასოს კარიერის მოწყობაში ბიძა ძალიან დაეხმარა.გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ვასო გერმანიაში გაემგზავრა და მაშინვე მოექცა ყურადღების ცენტრში. 1906 წელს ლაიფციგის უნივერსიტეტი დაამთავრა საინჟინრო განხრით. მერე იქვე ორი დისერტაცია დაიცვა და ორივემ დიდი აღფრთოვანება გამოიწვია.ვასომ ამერიკელებისთვის დნეპრის ჭორომების ექსპლუატაციის გრანდიოზული გეგმაც შეადგინა და პეტროგრადის საკანალიზაციო გეგმაც იდეალურად დაამუშავა. მეცნიერებას რომ გაჰყოლოდა, იქაც დიდ წარმატებებს მიაღწევდა, მაგრამ კომერციას მიჰყო ხელი და ნიჭიერი ფინანსისტის სახელიც მოიპოვა.გავლენიანი ბიძისა და მეფისნაცვალ ილარიონ ვორონცოვ-დაშკოვის წყალობით ვასო დუმბაძე პეტერბურგის უმაღლესი წრეების წევრი გახდა და მალე ძალიან პოპულარულიც შეიქნა გარეგნული მომხიბლაობისა და ადამიანებთან ურთიერთობის უნიკალური უნარის მეშვეობით. ყველაფერ ამას ემატებოდა მისი ავანტიურისტული ბუნება და ევროპული ენების — გერმანულის, ინგლისურისა და ფრანგულის ცოდნა.და დაიწყო არნახული მასშტაბის საქმეების ტრიალი. ვასო დაუახლოვდა მილიარდერ მორგანს და მისი დახმარებით რუსეთ-ამერიკის ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებელი გახდა. გარდა ამისა, საიდუმლო დიპლომატიურ საქმიანობაშიც ჩაერთო და ყველაზე მსხვილი სამხედრო დაკვეთებიც ჩაიგდო ხელში.სწორედ იმ პერიოდში გაიცნო სამხედრო მინისტრ სუხომლინოვის ცოლის ბიძაშვილი, ინჟინერი და საქმოსანი ნიკოლაი გოშკევიჩი, შემდეგ კი მინისტრის ახალგაზრდა ცოლიც. 1914 წელს ვასომ გამოაქვეყნა სუხომლინოვის აპოლოგეტური ბიოგრაფია, რის შემდეგაც თავად მინისტრსაც დაუმეგობრდა. ამ ურთიერთობის წყალობით დუმბაძე საიდუმლო სამხედრო შეკვეთებს იღებდა, საიდანაც მაღალი საკომისიოები ერიცხებოდა.პირველი მსოფლიო ომის პერიოდში, „საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის“ აქტიურმა წევრმა გიორგი მაჩაბელმა დაარწმუნა დუმბაძე, რომ ომში რუსეთის დამარცხების შემდეგ იმპერია დაიშლებოდა და საქართველო დამოუკიდებლობას მოიპოვებდა. და ვასომაც ისეთ საქმეებს მოჰკიდა ხელი, რომლებიც, ერთი მხრივ, ფულის მომტანი იყო და, მეორე მხრივ, ძირს უთხრიდა მეფის ხელისუფლებას.1915 წელს მსხვილი სამხედრო შეკვეთა მიიღო. ნიკოლოზ მეორის მთავრობამ 15 მილიონი ოქროს მანეთი გამოყო ამერიკელებისგან საარტილერიო ჭურვების შესაძენად. მაგრამ ვასილ დუმბაძემ და გიორგი მაჩაბელმა ჭურვები არა ამერიკაში, არამედ გერმანიაში დაუკვეთეს — ქვეყანაში, რომელიც ომის ერთ-ერთი მხარე იყო და რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, თანაც, სხვა კალიბრისა, ანუ საჭიროზე ერთი მილიმეტრით დიდი.საქმე ის იყო, რომ ვასოს და მის მეგობრებს შემუშავებული ჰქონდათ გეგმა, რომლის მიხედვითაც საქართველოს გერმანიის დახმარებით დამოუკიდებლობა უნდა დაებრუნებინა. შესაბამისად, დუმბაძე ინტენსიურად თანამშრომლობდა გერმანელ სამხედრო ჩინოსნებთან. რუსეთისგან ფარულად, რაღა თქმა უნდა.მოკლედ, ჭურვები რუსულ ქვემეხებს არ მოერგო და, შედეგად, კარპატებამდე მისულმა რუსულმა არმიამ კატასტროფული უკან დახევა დაიწყო, ავსტრია-უნგრეთმა და გერმანიამ კი დიდ წარმატებას მიაღწიეს აღმოსავლეთის ფრონტზე.რაც შეეხება დუმბაძეს, ამ გარიგებიდან მან ორი მილიონი მანეთი მიითვალა თავის წილად.ნიკოლოზ მეორემ, რომელსაც წარმოდგენა არ ჰქონდა ვასო დუმბაძის ორმაგ თამაშზე (თუმცა ცნობილი იყო, რომ ეს უკანასკნელი გერმანიის მმართველ წრეებთან მეტად დაახლოებული ბრძანდებოდა), 1915 წლის ზაფხულში ის ზავის დასადებად მიავლინა გერმანიაში.დუმბაძემ ისარგებლა ამ მივლინებით და თან რუსეთის სამხედრო უწყების მიერ 1909-1914 წლებში შედგენილი 13-პუნქტიანი საიდუმლო დოკუმენტი წაიღო. ეს საბუთები, რომლებიც რუსეთის უმთავრეს სამხედრო ღონისძიებათა ჩამონათვალს შეიცავდა, მოწინააღმდეგე ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაეცა. რუსეთში დაბრუნებულმა დუმბაძემ კი მთავრობას 19-გვერდიანი მოხსენება წარუდგინა, რომლის თანახმადაც, გერმანია მზად იყო სეპარატული ზავისთვის.რეალურად კი ვასო დუმბაძის მიერ გადაცემული დოკუმენტაციის წყალობით გერმანიამ დასუსტებულ რუსეთთან ომი განაგრძო, რასაც საბოლოოდ მართლაც მოჰყვა იმპერიის დაშლა და საქართველოს გათავისუფლება.თუმცა საიდუმლო დოკუმენტაციის გაქრობის ამბავი ამით არ დასრულებულა. შესაბამისი სამსახურები ვასო დუმბაძეზე გავიდნენ და ის დააპატიმრეს. სკანდალმა შეიწირა მინისტრ სუხომლინოვის კარიერაც, რომელსაც თანამდებობიდან გადაყენება აკმარეს. ქართველ „პატრიოტ აფერისტს“ კი ჩამოხრჩობა მიესაჯა.თუმცა საბოლოოდ განაჩენი სისრულეში არ მოუყვანიათ, ვინაიდან იმპერატორმა ნიკოლოზ მეორემ დუმბაძეს სიკვდილით დასჯა ოცწლიანი კატორღით შეუცვალა.ერთხელ გაქცევაც სცადა კატორღიდან, მაგრამ ფინეთის სადგურზე დააკავეს და ისევ გისოსებს მიღმა დააბრუნეს.1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ სუხომლინოვ-დუმბაძის საქმე გადაისინჯა. ყოფილ მინისტრს ამჯერად კატორღა მიუსაჯეს (საიდანაც ის საზღვარგარეთ გაიქცა), ხოლო ვასო თავდებით გამოიხსნა ილია მაჩაბელმა და კიევში წაიყვანა.მიუხედავად მწარე გაკვეთილისა, დუმბაძე უკრაინაშიც ჩაერთო რაღაც მაქინაციებში და ახლა იქ მიესაჯა სასიკვდილო განაჩენი. მაგრამ ამჯერადაც გადარჩა, დახვრეტისგან ბოლშევიკმა ლუკიანე თაბუკაშვილმა იხსნა.1919 წლის ზაფხულში ვასო სტამბულს გაემგზავრა, იქიდან კი ჯერ ევროპაში, მერე კი ამერიკაში გადავიდა და 1924 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იქ ცხოვრობდა.ავანტიურისტი, თაღლითი, აფერისტი — რა ეპითეტითაც არ უნდა „შეიმკოს“ ვასილ დუმბაძე, ვერაფერი გააუფასურებს იმ ღვაწლს, რომელიც მან სამშობლოსთვის გასწია. როცა საქმე საქართველოს ეხებოდა, ის არც თავს და არც სახსრებს არ ზოგავდა იმისთვის, რომ ქვეყნისთვის რამე ერგო.ვასო ეხმარებოდა ქართველ ემიგრანტებს, ახალგაზრდებს საკუთარი სახსრებით უფარავდა ამერიკის უნივერსიტეტებში სწავლის გადასახადს, უზრუნველყოფდა საცხოვრებლით, საკვებითა და სტიპენდიით.ქართველმა მილიონერმა სენატორ ჰენრი ვილსონთან ერთად დააარსა „ამერიკული საზოგადოება კავკასიისთვის", ამერიკული საზოგადოება ქართული საკითხით დააინტერესა და პრეზიდენტ რუზველტამდეც მიაწვდინა ხმა. სამწუხაროდ, იმ კრიზისულ წლებში პატარა საქართველოსთვის თავი არავინ აიტკივა და დემოკრატიულმა სამყარომ ბოლშევიკებთან ურთიერთობა არ გაიფუჭა...რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ვასო დუმბაძემ ცოლად რვამილიონიანი ტირაჟის მქონე ყოველდღიური გაზეთის Chicago Tribune-ის მფლობელის ქალიშვილი შეირთო, თუმცა მემკვიდრე არ დარჩენია.ვასო დუმბაძე 1943 წელს გარდაიცვალა ნიუ-იორკში. იქვე დაკრძალეს. დიდი ქონება დატოვა, რომელიც, მისი ანდერძის თანახმად, საქართველოში მცხოვრებ მისი ოჯახის წევრებს უნდა გადასცემოდა. ხოლო თუ მათგან ცოცხალი არავინ იქნებოდა, მაშინ იმ ფულით მშობლიურ სოფელ შემოქმედში სკოლა და საავადმყოფო უნდა აეშენებინათ.ანდერძის აღმსრულებლებმა მოძებნეს ვასო დუმბაძის დები, ოფიციალურად დაადასტურეს მათი ვინაობა და მორგანის ბანკიდან, რომლის ფინანსისტიც იყო ვასო, მათთვის გადასაცემად საბჭოთა კავშირის სახელმწიფო ბანკში 27 მლნ აშშ დოლარიც ჩარიცხეს. მაგრამ ქართველი მილიონერის ოჯახის წევრებსა და მათ შთამომავლებს ერთი ცენტიც არ მიუღიათ.სად გაქრა ეს კოლოსალური თანხა, დანამდვილებით არავინ იცის, თუმცა ადვილი სავარაუდო კია.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
ვანო სულორი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24755/39/247553932_165:-1:1445:1280_100x100_80_0_0_df3d8ad3b2eff6b4dc4a083161732599.jpg
ვანო სულორი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24755/39/247553932_165:-1:1445:1280_100x100_80_0_0_df3d8ad3b2eff6b4dc4a083161732599.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/14/278749276_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_2be59628dc902f4eb1a28b2c6b9cb7c7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ვანო სულორი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24755/39/247553932_165:-1:1445:1280_100x100_80_0_0_df3d8ad3b2eff6b4dc4a083161732599.jpg
საქართველოს ისტორიიდან , საინტერესო ფაქტები საქართველოსა და ქართველებზე, წასაკითხი ამბები
საქართველოს ისტორიიდან , საინტერესო ფაქტები საქართველოსა და ქართველებზე, წასაკითხი ამბები
ავანტიურისტი და თაღლითი პატრიოტი, ანუ ამბავი გურული აზნაურისა
16:31 20.06.2023 (განახლებულია: 21:30 20.06.2023) ადამიანს, რომელზეც ქვემოთ გიამბობთ, ქართველ ოსტაპ ბენდერადაც იხსენებდნენ, თუმცა ვასილ დუმბაძე ისეთ დიდ საქმეებს „აიმასქნებდა“, „კომბინატორს“ რომ არც დაესიზმრებოდა.
გერონტი ქიქოძის მოგონებებზე დაყრდნობით, არსებობს მოსაზრება, რომ ვასილ დუმბაძე მიხეილ ჯავახიშვილის ცნობილი პერსონაჟის კვაჭი კვაჭანტირაძის პროტოტიპია. გურული მღვდლის შვილმა იმდენს მიაღწია, რომ მილიარდერ მორგანის ფინანსისტი და ყველაზე მდიდარი ქართველი გახდა მაშინდელ სამყაროში.
ვასო დუმბაძე 1881 წელს დაიბადა ოზურგეთის მაზრის სოფელ შემოქმედში. მამამის დავითს, მის გარდა, 9 ქალიშვილი და კიდევ ერთი ვაჟი ჰყავდა. დავითის უფროსი ძმა, გენერალ-მაიორი ივანე დუმბაძე იმპერატორ ნიკოლოზ მეორის დიდი ნდობით სარგებლობდა და მისი ამალის წევრი იყო. იალტის თავადაც კი იყო დანიშნული და უსაზღვრო ძალაუფლებით სარგებლობდა ყირიმში, რომელსაც „დუმბაზიას“ უწოდებდნენ. ბუნებრივია, ახალგაზრდა ვასოს კარიერის მოწყობაში ბიძა ძალიან დაეხმარა.
გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ვასო გერმანიაში გაემგზავრა და მაშინვე მოექცა ყურადღების ცენტრში. 1906 წელს ლაიფციგის უნივერსიტეტი დაამთავრა საინჟინრო განხრით. მერე იქვე ორი დისერტაცია დაიცვა და ორივემ დიდი აღფრთოვანება გამოიწვია.
ვასომ ამერიკელებისთვის დნეპრის ჭორომების ექსპლუატაციის გრანდიოზული გეგმაც შეადგინა და პეტროგრადის საკანალიზაციო გეგმაც იდეალურად დაამუშავა. მეცნიერებას რომ გაჰყოლოდა, იქაც დიდ წარმატებებს მიაღწევდა, მაგრამ კომერციას მიჰყო ხელი და ნიჭიერი ფინანსისტის სახელიც მოიპოვა.
გავლენიანი ბიძისა და მეფისნაცვალ ილარიონ ვორონცოვ-დაშკოვის წყალობით ვასო დუმბაძე პეტერბურგის უმაღლესი წრეების წევრი გახდა და მალე ძალიან პოპულარულიც შეიქნა გარეგნული მომხიბლაობისა და ადამიანებთან ურთიერთობის უნიკალური უნარის მეშვეობით. ყველაფერ ამას ემატებოდა მისი ავანტიურისტული ბუნება და ევროპული ენების — გერმანულის, ინგლისურისა და ფრანგულის ცოდნა.
და დაიწყო არნახული მასშტაბის საქმეების ტრიალი. ვასო დაუახლოვდა მილიარდერ მორგანს და მისი დახმარებით რუსეთ-ამერიკის ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებელი გახდა. გარდა ამისა, საიდუმლო დიპლომატიურ საქმიანობაშიც ჩაერთო და ყველაზე მსხვილი სამხედრო დაკვეთებიც ჩაიგდო ხელში.
სწორედ იმ პერიოდში გაიცნო სამხედრო მინისტრ სუხომლინოვის ცოლის ბიძაშვილი, ინჟინერი და საქმოსანი ნიკოლაი გოშკევიჩი, შემდეგ კი მინისტრის ახალგაზრდა ცოლიც. 1914 წელს ვასომ გამოაქვეყნა სუხომლინოვის აპოლოგეტური ბიოგრაფია, რის შემდეგაც თავად მინისტრსაც დაუმეგობრდა. ამ ურთიერთობის წყალობით დუმბაძე საიდუმლო სამხედრო შეკვეთებს იღებდა, საიდანაც მაღალი საკომისიოები ერიცხებოდა.
პირველი მსოფლიო ომის პერიოდში, „საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის“ აქტიურმა წევრმა გიორგი მაჩაბელმა დაარწმუნა დუმბაძე, რომ ომში რუსეთის დამარცხების შემდეგ იმპერია დაიშლებოდა და საქართველო დამოუკიდებლობას მოიპოვებდა. და ვასომაც ისეთ საქმეებს მოჰკიდა ხელი, რომლებიც, ერთი მხრივ, ფულის მომტანი იყო და, მეორე მხრივ, ძირს უთხრიდა მეფის ხელისუფლებას.
1915 წელს მსხვილი სამხედრო შეკვეთა მიიღო. ნიკოლოზ მეორის მთავრობამ 15 მილიონი ოქროს მანეთი გამოყო ამერიკელებისგან საარტილერიო ჭურვების შესაძენად. მაგრამ ვასილ დუმბაძემ და გიორგი მაჩაბელმა ჭურვები არა ამერიკაში, არამედ გერმანიაში დაუკვეთეს — ქვეყანაში, რომელიც ომის ერთ-ერთი მხარე იყო და რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, თანაც, სხვა კალიბრისა, ანუ საჭიროზე ერთი მილიმეტრით დიდი.
საქმე ის იყო, რომ ვასოს და მის მეგობრებს შემუშავებული ჰქონდათ გეგმა, რომლის მიხედვითაც საქართველოს გერმანიის დახმარებით დამოუკიდებლობა უნდა დაებრუნებინა. შესაბამისად, დუმბაძე ინტენსიურად თანამშრომლობდა გერმანელ სამხედრო ჩინოსნებთან. რუსეთისგან ფარულად, რაღა თქმა უნდა.
მოკლედ, ჭურვები რუსულ ქვემეხებს არ მოერგო და, შედეგად, კარპატებამდე მისულმა რუსულმა არმიამ კატასტროფული უკან დახევა დაიწყო, ავსტრია-უნგრეთმა და გერმანიამ კი დიდ წარმატებას მიაღწიეს აღმოსავლეთის ფრონტზე.
რაც შეეხება დუმბაძეს, ამ გარიგებიდან მან ორი მილიონი მანეთი მიითვალა თავის წილად.
ნიკოლოზ მეორემ, რომელსაც წარმოდგენა არ ჰქონდა ვასო დუმბაძის ორმაგ თამაშზე (თუმცა ცნობილი იყო, რომ ეს უკანასკნელი გერმანიის მმართველ წრეებთან მეტად დაახლოებული ბრძანდებოდა), 1915 წლის ზაფხულში ის ზავის დასადებად მიავლინა გერმანიაში.
დუმბაძემ ისარგებლა ამ მივლინებით და თან რუსეთის სამხედრო უწყების მიერ 1909-1914 წლებში შედგენილი 13-პუნქტიანი საიდუმლო დოკუმენტი წაიღო. ეს საბუთები, რომლებიც რუსეთის უმთავრეს სამხედრო ღონისძიებათა ჩამონათვალს შეიცავდა, მოწინააღმდეგე ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაეცა. რუსეთში დაბრუნებულმა დუმბაძემ კი მთავრობას 19-გვერდიანი მოხსენება წარუდგინა, რომლის თანახმადაც, გერმანია მზად იყო სეპარატული ზავისთვის.
რეალურად კი ვასო დუმბაძის მიერ გადაცემული დოკუმენტაციის წყალობით გერმანიამ დასუსტებულ რუსეთთან ომი განაგრძო, რასაც საბოლოოდ მართლაც მოჰყვა იმპერიის დაშლა და საქართველოს გათავისუფლება.
თუმცა საიდუმლო დოკუმენტაციის გაქრობის ამბავი ამით არ დასრულებულა. შესაბამისი სამსახურები ვასო დუმბაძეზე გავიდნენ და ის დააპატიმრეს. სკანდალმა შეიწირა მინისტრ სუხომლინოვის კარიერაც, რომელსაც თანამდებობიდან გადაყენება აკმარეს. ქართველ „პატრიოტ აფერისტს“ კი ჩამოხრჩობა მიესაჯა.
თუმცა საბოლოოდ განაჩენი სისრულეში არ მოუყვანიათ, ვინაიდან იმპერატორმა ნიკოლოზ მეორემ დუმბაძეს სიკვდილით დასჯა ოცწლიანი კატორღით შეუცვალა.
ერთხელ გაქცევაც სცადა კატორღიდან, მაგრამ ფინეთის სადგურზე დააკავეს და ისევ გისოსებს მიღმა დააბრუნეს.
1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ სუხომლინოვ-დუმბაძის საქმე გადაისინჯა. ყოფილ მინისტრს ამჯერად კატორღა მიუსაჯეს (საიდანაც ის საზღვარგარეთ გაიქცა), ხოლო ვასო თავდებით გამოიხსნა ილია მაჩაბელმა და კიევში წაიყვანა.
მიუხედავად მწარე გაკვეთილისა, დუმბაძე უკრაინაშიც ჩაერთო რაღაც მაქინაციებში და ახლა იქ მიესაჯა სასიკვდილო განაჩენი. მაგრამ ამჯერადაც გადარჩა, დახვრეტისგან ბოლშევიკმა ლუკიანე თაბუკაშვილმა იხსნა.
1919 წლის ზაფხულში ვასო სტამბულს გაემგზავრა, იქიდან კი ჯერ ევროპაში, მერე კი ამერიკაში გადავიდა და 1924 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იქ ცხოვრობდა.
ავანტიურისტი, თაღლითი, აფერისტი — რა ეპითეტითაც არ უნდა „შეიმკოს“ ვასილ დუმბაძე, ვერაფერი გააუფასურებს იმ ღვაწლს, რომელიც მან სამშობლოსთვის გასწია. როცა საქმე საქართველოს ეხებოდა, ის არც თავს და არც სახსრებს არ ზოგავდა იმისთვის, რომ ქვეყნისთვის რამე ერგო.
ვასო ეხმარებოდა ქართველ ემიგრანტებს, ახალგაზრდებს საკუთარი სახსრებით უფარავდა ამერიკის უნივერსიტეტებში სწავლის გადასახადს, უზრუნველყოფდა საცხოვრებლით, საკვებითა და სტიპენდიით.
ქართველმა მილიონერმა სენატორ ჰენრი ვილსონთან ერთად დააარსა „ამერიკული საზოგადოება კავკასიისთვის", ამერიკული საზოგადოება ქართული საკითხით დააინტერესა და პრეზიდენტ რუზველტამდეც მიაწვდინა ხმა. სამწუხაროდ, იმ კრიზისულ წლებში პატარა საქართველოსთვის თავი არავინ აიტკივა და დემოკრატიულმა სამყარომ ბოლშევიკებთან ურთიერთობა არ გაიფუჭა...
რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ვასო დუმბაძემ ცოლად რვამილიონიანი ტირაჟის მქონე ყოველდღიური გაზეთის Chicago Tribune-ის მფლობელის ქალიშვილი შეირთო, თუმცა მემკვიდრე არ დარჩენია.
ვასო დუმბაძე 1943 წელს გარდაიცვალა ნიუ-იორკში. იქვე დაკრძალეს. დიდი ქონება დატოვა, რომელიც, მისი ანდერძის თანახმად, საქართველოში მცხოვრებ მისი ოჯახის წევრებს უნდა გადასცემოდა. ხოლო თუ მათგან ცოცხალი არავინ იქნებოდა, მაშინ იმ ფულით მშობლიურ სოფელ შემოქმედში სკოლა და საავადმყოფო უნდა აეშენებინათ.
ანდერძის აღმსრულებლებმა მოძებნეს ვასო დუმბაძის დები, ოფიციალურად დაადასტურეს მათი ვინაობა და მორგანის ბანკიდან, რომლის ფინანსისტიც იყო ვასო, მათთვის გადასაცემად საბჭოთა კავშირის სახელმწიფო ბანკში 27 მლნ აშშ დოლარიც ჩარიცხეს. მაგრამ ქართველი მილიონერის ოჯახის წევრებსა და მათ შთამომავლებს ერთი ცენტიც არ მიუღიათ.
სად გაქრა ეს კოლოსალური თანხა, დანამდვილებით არავინ იცის, თუმცა ადვილი სავარაუდო კია.