უამინდობის შედეგები - ფოთში ათობით ათასი მცხოვრები უწყლოდ დარჩა

© photo: Sputnik / Murad Orujovონკანი
ონკანი - Sputnik საქართველო, 1920, 20.06.2023
გამოწერა
ზაფხულის დასაწყისიდან მოყოლებული ძლიერი წვიმებისა და სეტყვის გამო ქვეყნის ბევრი ქალაქი და სოფელი დაზარალდა.
თბილისი, 20 ივნისი – Sputnik. ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში მდებარე ბალდას სათავე ნაგებობაზე, რის გამოც ქალაქ ფოთისა და მიმდებარე სოფლების 23 ათასი აბონენტი დღე-ღამის განმავლობაში სასმელი წყლის გარეშე დარჩა, ნათქვამია გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ადგილობრივ მოსახლეობას წყალი 20 ივნისის 14:00 საათიდან შეუწყდა. წყალმომარაგების აღდგენა 21 ივნისის 14:00 საათიდან იგეგმება.
„გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სამეგრელოს სერვის-ცენტრის ტექნიკური სამსახური აქტიურად მუშაობს, რათა ადგილობრივ მოსახლეობას წყალმომარაგება უმოკლეს დროში აღუდგეს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ივნისი საქართველოში წვიმიანი გამოდგა. ძლიერი წვიმებისა და სეტყვის გამო ქვეყნის ბევრი ქალაქი და სოფელი დაზარალდა. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, გზები, სახლის ბაღები, მანქანები. შესაბამისი სამსახურები აგრძელებენ მუშაობას სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად.
ამავე დროს სინოპტიკოსები ამინდის გაუმჯობესებას ჯერ არ პროგნოზირებენ და წვიმიან დღეებს ვარაუდობენ.
ყველა ახალი ამბავი
0