თბილისში მამაკაცი მეზობელ მამა-შვილს სახლში შეუვარდა და მათ მოკვლას შეეცადა

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 20.06.2023
გამოწერა
25 წლის რომან გიკაშვილს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
თბილისი, 20 ივნისი – Sputnik. ვარკეთილში მეზობლად მცხოვრები მამა-შვილის დაჭრის ფაქტზე დაკავებულ ახალგაზრდა მამაკაცს სამართალდამცველები ორი პირის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავებიან.
ერთ-ერთი დაზარალებულის ქრისტი მიქელაძის თქმით, მეზობლად მცხოვრები 25 წლის მამაკაცი მათ საცხოვრებელ სახლში შეუვარდა და მამა-შვილს დანით ჭრილობები მიაყენა. დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების წყალობით დაზარალებულების გადარჩენა მოხერხდა.

„მინდა ყველა იცნობდეთ ამ მკვლელს. 18 ივნისს, შუაღამისას, როდესაც ვბანაობდი და მამა იყო მაღაზიაში გასული, სახლში შემოვიდა მეზობელი, 25 წლის რომან გიკაშვილი. მალევე გავიგე მამის შემოსვლაც. ადამიანმა, რომლის სახელიც ახლა გავიგე და მხოლოდ ვესალმებოდი, სცადა ჩემი და მამის მოკვლა. მამას 30-ზე მეტი ჭრილობა აქვს თავზე“, – დაწერა ქრისტი მიქელაძემ სოციალურ ქსელში.

ქრისტი ლაბაძის თქმით, მას მამაკაცმა 4 ჭრილობა მიაყენა და სასტიკად სცემა.
„ყველანაირად სცადა ჩემი მოკვლა. აბანოში მგუდავდა. სამჯერ გავაგდებინე დანა, ყელი რომ უნდა გამოეჭრა. დანა რომ გავაგდებინე, თავში და სახეზე გამეტებით მირტყამდა ყველაფერს. ბოლოს სახლს წაუკიდა ცეცხლი, მოუშვა გაზი და გაიქცა. რა თქმა უნდა, დაიჭირეს. ჩვენ სასწაულებრივად გადავრჩით“, – დაწერა დაზარალებულმა და აღნიშნა, რომ ის და მამამისი მეზობლების წყალობით გადარჩნენ.
მისივე თქმით, მძიმე მდგომარეობაშია მისი მამაც, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
რავ შეეხება დანაშაულის მოტივს, დაზარალებულის განცხადებით, მისთვის ის ცნობილი არ არის.

„მიზეზი უცნობია, რის გამო კლავდა მამას და მე, როგორც მოწმეს“, – დაწერა ქრისტი მიქელაძემ.

მედიის ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ორი პირის მიმართ) წარედგინა,
მამაკაცი სამართალდამცველებმა „ცხელ კვალზე“ დააკავეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ყველა ახალი ამბავი
0