https://sputnik-georgia.com/20230620/qveynebi-romlebmac-rusetis-sagareo-vawrobasi-evrokavsiri-caanacvles-278734160.html
დასახელდა ქვეყნები, რომლებმაც რუსეთის საგარეო ვაჭრობაში ევროკავშირი ჩაანაცვლეს
დასახელდა ქვეყნები, რომლებმაც რუსეთის საგარეო ვაჭრობაში ევროკავშირი ჩაანაცვლეს
Sputnik საქართველო
თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. რუსეთის საგარეო ვაჭრობაში ევროკავშირი ჩინეთმა, ინდოეთმა, თურქეთმა და აზერბაიჯანმა ჩაანაცვლეს, განაცხადა ფედერალური საბაჟო... 20.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-20T11:40+0400
2023-06-20T11:40+0400
2023-07-20T15:52+0400
რუსეთი
სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმი
ახალი ამბები
ეკონომიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/14/278733725_0:134:3164:1914_1920x0_80_0_0_b64f391e8df51955033241eceff1d667.jpg
თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. რუსეთის საგარეო ვაჭრობაში ევროკავშირი ჩინეთმა, ინდოეთმა, თურქეთმა და აზერბაიჯანმა ჩაანაცვლეს, განაცხადა ფედერალური საბაჟო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან დავიდოვმა სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის კულუარებში.მისი თქმით, „ჩინეთი ძალიან სერიოზულად იზრდება“ და ამოცანა, რომელიც რუსეთისა და ჩინეთის ლიდერებმა დაისახეს 200 მილიარდი დოლარის სავაჭრო ბრუნვის კუთხით, „თუ რაიმე კატაკლიზმები არ მოხდება“, უკვე წელს შესრულდება.დავიდოვის განმარტებით, ასევე აქტიურად იზრდება სავაჭრო ბრუნვა ინდოეთთან, თურქეთთან და აზერბაიჯანთან.როგორც საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ წერს, ევროსტატის მარტის მონაცემებით, რუსეთსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო ბრუნვამ 2022 წელს რვაწლიან მაქსიმუმს — 258,6 მილიარდ ევროს მიაღწია. ამასთან, რუსეთიდან ევროპული ქვეყნების მიმართულებით იმპორტი ისტორიული მაქსიმუმის დონეზე აღმოჩნდა.გერმანია, დავიდოვის თქმით, რუსეთის სავაჭრო პარტნიორების ათეულში რჩება, თუმცა დიდად შემცირდა ნიდერლანდის წილი, რომელიც როტერდამის პორტით ნავთობის გადაზიდვის გამო ყოველთვის პირველ სამეულში იყო.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/14/278733725_217:0:2948:2048_1920x0_80_0_0_032d173104de0583fdf7158c8d1e3d8b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმი, ახალი ამბები, ეკონომიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი, სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმი, ახალი ამბები, ეკონომიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. რუსეთის საგარეო ვაჭრობაში ევროკავშირი ჩინეთმა, ინდოეთმა, თურქეთმა და აზერბაიჯანმა ჩაანაცვლეს, განაცხადა ფედერალური საბაჟო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან დავიდოვმა სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის კულუარებში.
მისი თქმით, „ჩინეთი ძალიან სერიოზულად იზრდება“ და ამოცანა, რომელიც რუსეთისა და ჩინეთის ლიდერებმა დაისახეს 200 მილიარდი დოლარის სავაჭრო ბრუნვის კუთხით, „თუ რაიმე კატაკლიზმები არ მოხდება“, უკვე წელს შესრულდება.
დავიდოვის განმარტებით, ასევე აქტიურად იზრდება სავაჭრო ბრუნვა ინდოეთთან, თურქეთთან და აზერბაიჯანთან.
„ამ ქვეყნებმა უკვე ჩაანაცვლეს ჩვენი ვაჭრობა ევროპასთან: სამხრეთის და აღმოსავლეთის მიმართულებები ძალიან აქტიურად ვითარდება“, — აღნიშნა დავიდოვმა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ წერს, ევროსტატის მარტის მონაცემებით, რუსეთსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო ბრუნვამ 2022 წელს რვაწლიან მაქსიმუმს — 258,6 მილიარდ ევროს მიაღწია. ამასთან, რუსეთიდან ევროპული ქვეყნების მიმართულებით იმპორტი ისტორიული მაქსიმუმის დონეზე აღმოჩნდა.
გერმანია, დავიდოვის თქმით, რუსეთის სავაჭრო პარტნიორების ათეულში რჩება, თუმცა დიდად შემცირდა ნიდერლანდის წილი, რომელიც როტერდამის პორტით ნავთობის გადაზიდვის გამო ყოველთვის პირველ სამეულში იყო.