ზუგდიდში მამაკაცი თევზაობისას დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა

© photo: Sputnik / Stringerპოლიციის ლენტი
პოლიციის ლენტი - Sputnik საქართველო, 1920, 19.06.2023
გამოწერა
მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 45 წლამდე ასაკის მამაკაცს თევზაობის დროს დენმა დაარტყა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
უბედური შემთხვევა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიაში მოხდა. მამაკაცი შემთხვევის ადგილზევე დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, ის ღელეში ე.წ. პილიგანით თევზაობდა, რა დროსაც მიწა ჩამოიშალა, მამაკაცი წყალში ჩავარდა და დენმა დაარტყა.
შემთხვევა გარდაცვლილის სახლთან ახლოს მოხდა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
ყველა ახალი ამბავი
0