https://sputnik-georgia.com/20230619/xidistavi-gvinis-pestivals-umaspinzlebs-278688593.html
ხიდისთავი ღვინის ფესტივალს უმასპინძლებს
ხიდისთავი ღვინის ფესტივალს უმასპინძლებს
თბილისი 19 ივნისი — Sputnik. გურული ღვინის ფესტივალი ხიდისთავში 24 ივნისს გაიმართება, იუწყებიან ორგანიზატორები. 19.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-19T10:42+0400
2023-06-19T10:42+0400
2023-06-19T16:15+0400
საქართველო
საქართველოს რეგიონები
საზოგადოება
ახალი ამბები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/12/268641642_0:0:2501:1407_1920x0_80_0_0_6e49c1dd772af90434756c2b7a5c6cae.jpg
თბილისი 19 ივნისი — Sputnik. გურული ღვინის ფესტივალი ხიდისთავში 24 ივნისს გაიმართება, იუწყებიან ორგანიზატორები.ჩოხატაურში ღვინის ფესტივალი პირველად 2022 წელს ჩატარდა. იგი მიზნად ისახავს გურიის ენდემური ჯიშების ღვინის პოპულარიზაციას და რეგიონში მევენახეობის განვითარებას.წელს ფესტივალს სოფელი ხიდისთავი უმასპინძლებს, რომლის ძველი სახელწოდებაა ოცხანა და სწორედ აქედან მოდის ღვინო „ოცხანური საფერე“.ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილ ბაზრობაზე ფესტივალში მონაწილე გურული მეღვინეები საკუთარ პროდუქციას წარმოადგენენ, ასევე გაიმართება ტრადიციული კულინარიული ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა. სტუმრებს ელოდებათ ადგილობრივი ცეკვის ანსამბლებისა და ქუთაისის სასულიერო ორკესტრის კონცერტი.ფესტივალი 12:00 საათზე გაიხსნება. ღონისძიების ორგანიზატორები არიან გურიის ღვინის ასოციაცია და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/12/268641642_0:0:2245:1684_1920x0_80_0_0_65df40a702371e931209875c9c2ae5c5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს რეგიონები, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს რეგიონები, საზოგადოება, ახალი ამბები
ხიდისთავი ღვინის ფესტივალს უმასპინძლებს
10:42 19.06.2023 (განახლებულია: 16:15 19.06.2023) თბილისი 19 ივნისი — Sputnik. გურული ღვინის ფესტივალი ხიდისთავში 24 ივნისს გაიმართება, იუწყებიან ორგანიზატორები.
ჩოხატაურში ღვინის ფესტივალი პირველად 2022 წელს ჩატარდა. იგი მიზნად ისახავს გურიის ენდემური ჯიშების ღვინის პოპულარიზაციას და რეგიონში მევენახეობის განვითარებას.
წელს ფესტივალს სოფელი ხიდისთავი უმასპინძლებს, რომლის ძველი სახელწოდებაა ოცხანა და სწორედ აქედან მოდის ღვინო „ოცხანური საფერე“.
ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილ ბაზრობაზე ფესტივალში მონაწილე გურული მეღვინეები საკუთარ პროდუქციას წარმოადგენენ, ასევე გაიმართება ტრადიციული კულინარიული ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა. სტუმრებს ელოდებათ ადგილობრივი ცეკვის ანსამბლებისა და ქუთაისის სასულიერო ორკესტრის კონცერტი.
ფესტივალი 12:00 საათზე გაიხსნება. ღონისძიების ორგანიზატორები არიან გურიის ღვინის ასოციაცია და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა.