https://sputnik-georgia.com/20230619/winwris-cais-sargebeli-278690517.html
ნუტრიენტების უნიკალური ნაზავი: ჭინჭრის ჩაის სარგებელი და მომზადების წესი
ნუტრიენტების უნიკალური ნაზავი: ჭინჭრის ჩაის სარგებელი და მომზადების წესი
Sputnik საქართველო
თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. სასარგებლო ფერმენტებითა და მინერალური ნივთიერებებით მდიდარი ჭინჭარი არაერთი მედიკამენტის შემადგენლობაში შედის და ასევე ფართოდ... 19.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-19T13:11+0400
2023-06-19T13:11+0400
2023-08-17T10:48+0400
სასარგებლო რჩევები
ხალხური მკურნალობა
ექიმის რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/13/278696861_0:151:3072:1879_1920x0_80_0_0_159cda26b73f66837cc9d1afc8856fb8.jpg
თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. სასარგებლო ფერმენტებითა და მინერალური ნივთიერებებით მდიდარი ჭინჭარი არაერთი მედიკამენტის შემადგენლობაში შედის და ასევე ფართოდ გამოიყენება მედიცინაში, თუმცა მისგან სამკურნალო ჩაის დამზადება სახლის პირობებშიც არის შესაძლებელი, წერს გამოცემა haber7.როგორც ექსპერტები ამბობენ, ჭინჭრის სამკურნალო ეფექტი დიდი ხანია ცნობილია — ის შესანიშნავი იმუნოსტიმულატორია ადამიანის ჯანმრთელობისთვის.გამომდინარე შემადგენლობიდან, ჭინჭარს აქვს ანტიმიკრობული და ანტიოქსიდანტური თვისებები. ამასთან იგი ცნობილია ტკივილგამაყუჩებელი ეფექტით.მედიკოსების თქმით, ჭინჭრის ჩაი არაერთი სასარგებლო თვისებით გამოირჩევა. მათ შორის:თუმცა სპეციალისტები აქვე გვაფრთხილებენ, რომ ჭინჭარს, მიუხედავად მისი სასარგებლო თვისებებისა, შეიძლება გარკვეული გვერდითი მოვლენებიც ჰქონდეს, კერძოდ: ოფლიანობა, გულისრევის შეგრძნება, პირღებინება, დიარეა.ჭინჭარი ძალიან მდიდარია ცილებით — 100 გრამი ჭინჭარი 7-9 გრამ ცილას შეიცავს. გარდა ამისა, მასში შედის უამრავი C, A, E და K ვიტამინები, კალციუმი, მაგნიუმი, რკინა, სილიციუმის მჟავა, სილიციუმი და ფოსფორი, ბიოაქტიურ ნივთიერებები, როგორებიცაა ფლავონოიდები, გალის მჟავა, ტანინმჟავა, ჭიანჭველამჟავა და კაროტინოიდები.სპეციალისტების თქმით, ეს ნუტრიენტების თითქმის უნიკალური ნაზავია!ამასთან ჭინჭარი გამოირჩევა დაბალკალორიულობით — 100 გრამზე მხოლო 42 კილოკალორია.იდეალური ჩაიჭინჭრის ჩაი სწრაფად და მარტივად მზადდება.თუ გადაწყვეტთ, რომ ჭინჭრის ჩაი ახლად მოკრეფილი ფოთლებით კი არ მოამზადოთ, არამედ უკვე დაფასოებული შეიძინოთ, აუცილებლად დააკვირდით დამზადების ვადას. საქმე ისაა, რომ 18 თვის შემდეგ ჭინჭრის ჩაი სასარგელო თვისებებს კარგავს, მიუხედავად იმისა, რომ დასალევად კვლავაც გამოდგება.ამასთან გაითვალისწინეთ: არ დაკრიფოთ ჭინჭარი გზის პირას, სადაც ბევრი ავტომობილი მოძრაობს, ან ფაბრიკა-ქარხნების მეზობლად. ასეთ ადგილებში მცენარეები, როგორც წესი, მავნე ნივთიერებებით ბინძურდება!
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/13/278696861_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_ba9eebe9b71265fc99a3cf6169c3af21.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , ხალხური მკურნალობა, ექიმის რჩევები
სასარგებლო რჩევები , ხალხური მკურნალობა, ექიმის რჩევები
თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. სასარგებლო ფერმენტებითა და მინერალური ნივთიერებებით მდიდარი ჭინჭარი არაერთი მედიკამენტის შემადგენლობაში შედის და ასევე ფართოდ გამოიყენება მედიცინაში, თუმცა მისგან სამკურნალო ჩაის დამზადება სახლის პირობებშიც არის შესაძლებელი, წერს გამოცემა
haber7.
როგორც ექსპერტები ამბობენ, ჭინჭრის სამკურნალო ეფექტი დიდი ხანია ცნობილია — ის შესანიშნავი იმუნოსტიმულატორია ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
გამომდინარე შემადგენლობიდან, ჭინჭარს აქვს ანტიმიკრობული და ანტიოქსიდანტური თვისებები. ამასთან იგი ცნობილია ტკივილგამაყუჩებელი ეფექტით.
მედიკოსების თქმით, ჭინჭრის ჩაი არაერთი სასარგებლო თვისებით გამოირჩევა. მათ შორის:
უზრუნველყოფს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას;
აღკვეთს თირკმლებში ქვების ფორმირებას;
ხელს უწყობს შეშუპებების დაცხრობას;
სასარგებლოა გულისა და კანის ჯანმრთელობისთვის;
აღკვეთს საშარდე გზების ინფექციებს;
რეკომენდებულია რესპირატორული დაავადებებისას;
აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას;
სასარგებლოა პოდაგრის, ართრიტისა და სახსრების ტკივილის დროს;
რეკომენდებულია ალერგიის მქონეებისთვის;
სასარგებლოა პროსტატის პრობლემებისას;
ამაგრებს ძვლებსა და თმის ძირებს;
ეხმარება თავის კანს „სუნთქვაში“ და ახშირებს თმას.
თუმცა სპეციალისტები აქვე გვაფრთხილებენ, რომ ჭინჭარს, მიუხედავად მისი სასარგებლო თვისებებისა, შეიძლება გარკვეული გვერდითი მოვლენებიც ჰქონდეს, კერძოდ: ოფლიანობა, გულისრევის შეგრძნება, პირღებინება, დიარეა.
ჭინჭარი ძალიან მდიდარია ცილებით — 100 გრამი ჭინჭარი 7-9 გრამ ცილას შეიცავს. გარდა ამისა, მასში შედის უამრავი C, A, E და K ვიტამინები, კალციუმი, მაგნიუმი, რკინა, სილიციუმის მჟავა, სილიციუმი და ფოსფორი, ბიოაქტიურ ნივთიერებები, როგორებიცაა ფლავონოიდები, გალის მჟავა, ტანინმჟავა, ჭიანჭველამჟავა და კაროტინოიდები.
სპეციალისტების თქმით, ეს ნუტრიენტების თითქმის უნიკალური ნაზავია!
ამასთან ჭინჭარი გამოირჩევა დაბალკალორიულობით — 100 გრამზე მხოლო 42 კილოკალორია.
ჭინჭრის ჩაი სწრაფად და მარტივად მზადდება.
ჩაყარეთ ჭიქაში 3-4 ჩაის კოვზი ნედლი ჭინჭრის ფოთოლი, ან ერთი ჩაის კოვზი გამხმარი ჭინჭარი;
დაასხით 200 მილიგრამი მდუღარე წყალი;
გაწურეთ, თუ გნებავთ, დაამატეთ თაფლი და მიირთვით.
თუ გადაწყვეტთ, რომ ჭინჭრის ჩაი ახლად მოკრეფილი ფოთლებით კი არ მოამზადოთ, არამედ უკვე დაფასოებული შეიძინოთ, აუცილებლად დააკვირდით დამზადების ვადას. საქმე ისაა, რომ 18 თვის შემდეგ ჭინჭრის ჩაი სასარგელო თვისებებს კარგავს, მიუხედავად იმისა, რომ დასალევად კვლავაც გამოდგება.
ამასთან გაითვალისწინეთ: არ დაკრიფოთ ჭინჭარი გზის პირას, სადაც ბევრი ავტომობილი მოძრაობს, ან ფაბრიკა-ქარხნების მეზობლად. ასეთ ადგილებში მცენარეები, როგორც წესი, მავნე ნივთიერებებით ბინძურდება!