https://sputnik-georgia.com/20230619/wamis-dros-sitxis-sma-mavnebelia-eqimebis-ganmarteba-278694815.html
არ დააყოლოთ წყალი საკვებს: ექიმების გაფრთხილება
არ დააყოლოთ წყალი საკვებს: ექიმების გაფრთხილება
Sputnik საქართველო
თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. ჭამის დროს წყლის სმა მავნებელია ორგანიზმისთვის, ის მხოლოდ ჭამამდე, ან ჭამის შემდეგ უნდა დალიოთ, აცხადებენ სპეციალისტები. 19.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-19T15:00+0400
2023-06-19T15:00+0400
2023-08-17T10:48+0400
სასარგებლო რჩევები
ექიმის რჩევები
ჯანსაღი კვება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/13/278694476_0:83:3072:1811_1920x0_80_0_0_59305db07c7508630b91f0081ab85b49.jpg
თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. ჭამის დროს წყლის სმა მავნებელია ორგანიზმისთვის, ის მხოლოდ ჭამამდე, ან ჭამის შემდეგ უნდა დალიოთ, აცხადებენ სპეციალისტები.ექიმების თქმით, ღეჭვის დროს ადამიანი გამოყოფს ნერწყვს, რომელიც საჭმლის მომნელებელ ფერმენტებს შეიცავს. ეს ფერმენტები შლის ნახშირწყლებს და ხოცავს პათოგენურ და ორგანიზმისთვის სახიფათო ბაქტერიებს.იმ შემთხვევაში კი, თუ საჭმელს წყალს დააყოლებთ, ის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში საჭმლის მომნელებელ წვენსა და ფერმენტებს განაზავებს, რასაც შედეგად საკვების ნელა და დუნე მონელება მოჰყვება. ამის გამო ადამიანმა შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში იგრძნოს ჭამის შემდეგ სიმძიმე კუჭში.მარტივად რომ ვთქვათ, ჭამისას ლუკმაზე წყლის დაყოლება ხელს უშლის კუჭის წვენს მის გადამუშავებაში და საკვები დუღილს, ხრწნასა და დაშლას იწყებს. ეს ყველაფერი კი საბოლოოდ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მოშლას იწვევს.სწორედ ამიტომ გვირჩევენ ექიმები, რომ ნებისმიერი სითხე, იქნება ეს უბრალო წყალი, ხილის წვენი, ჩაი, გაზირებული სასმელი თუ იოგურტიც კი, მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება დააყოლოთ საკვებს, რაც ლუკმას კარგად დაღეჭავთ და გადაყლაპავთ. უფრო მეტიც: საუკეთესო იქნება, თუ სითხეს ჭამიდან მხოლოდ 40-45 წუთის შემდეგ დალევთ.სპეციალისტების განმარტებით, ასეთ შემთხვევაში სითხე და საკვები კუჭში ერთმანეთთან არ „გადაიკვეთებიან“ და ნერწყვიც თავის ფუნქციას გამართულად შეასრულებს.გარდ ამისა, ჭამის დროს სითხის სმა:
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/13/278694476_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_88f8ec37c8fffa33353b0b70e76c65ea.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები, ჯანსაღი კვება
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები, ჯანსაღი კვება
თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. ჭამის დროს წყლის სმა მავნებელია ორგანიზმისთვის, ის მხოლოდ ჭამამდე, ან ჭამის შემდეგ უნდა დალიოთ, აცხადებენ სპეციალისტები.
ექიმების თქმით, ღეჭვის დროს ადამიანი გამოყოფს ნერწყვს, რომელიც საჭმლის მომნელებელ ფერმენტებს შეიცავს. ეს ფერმენტები შლის ნახშირწყლებს და ხოცავს პათოგენურ და ორგანიზმისთვის სახიფათო ბაქტერიებს.
იმ შემთხვევაში კი, თუ საჭმელს წყალს დააყოლებთ, ის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში საჭმლის მომნელებელ წვენსა და ფერმენტებს განაზავებს, რასაც შედეგად საკვების ნელა და დუნე მონელება მოჰყვება. ამის გამო ადამიანმა შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში იგრძნოს ჭამის შემდეგ სიმძიმე კუჭში.
მარტივად რომ ვთქვათ, ჭამისას ლუკმაზე წყლის დაყოლება ხელს უშლის კუჭის წვენს მის გადამუშავებაში და საკვები დუღილს, ხრწნასა და დაშლას იწყებს. ეს ყველაფერი კი საბოლოოდ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მოშლას იწვევს.
სწორედ ამიტომ გვირჩევენ ექიმები, რომ ნებისმიერი სითხე, იქნება ეს უბრალო წყალი, ხილის წვენი, ჩაი, გაზირებული სასმელი თუ იოგურტიც კი, მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება დააყოლოთ საკვებს, რაც ლუკმას კარგად დაღეჭავთ და გადაყლაპავთ. უფრო მეტიც: საუკეთესო იქნება, თუ სითხეს ჭამიდან მხოლოდ 40-45 წუთის შემდეგ დალევთ.
სპეციალისტების განმარტებით, ასეთ შემთხვევაში სითხე და საკვები კუჭში ერთმანეთთან არ „გადაიკვეთებიან“ და ნერწყვიც თავის ფუნქციას გამართულად შეასრულებს.
გარდ ამისა, ჭამის დროს სითხის სმა:
აფართოებს კუჭის კედლებს, რაც წონის შენარჩუნებას ან მის დაკლებას უშლის ხელს. ანუ კუჭი დიდდება და ყოველ ჯერზე სულ უფრო და უფრო მეტის ჭამა მოგინდებათ;
სასარგებლო თვისებებს უკარგავს პროდუქტებს — ყველაზე ჯანსაღსა და მარგებელსაც კი. საქმე ისაა, რომ კუჭის წვენის სითხით განზავების შემდეგ ორგანიზმს პროდუქტში შემავალი ვიტამინების, მინერალური ნივთიერებებისა და მიკროელემენტების ათვისება უჭირს.