უამინდობამ ადიგენის რაიონს პრობლემები შეუქმნა

© Adigeni city hallუამინდობის შედეგები ადიგენში
უამინდობის შედეგები ადიგენში - Sputnik საქართველო, 1920, 19.06.2023
გამოწერა
სანიაღვრე არხებმა წყალი ვერ გაატარა და ამის გამო ცენტრალური ქუჩები დაიტბორა.
თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. ადიგენის რაიონის შვიდი სოფლის მოსახლეობა კოკისპირული წვიმებისა და სეტყვის გამო დაზარალდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
დაბინძურებულმა სანიაღვრე არხებმა წვიმის წყალი ვერ გაატარა, რის შედეგადაც დაიტბორა ცენტრალური ქუჩები და სახლების პირველი სართულები. სეტყვამ გაანადგურა ნათესები და ხილი. ასევე დაზიანდა სახლების სახურავები.
© Adigeni city hallუამინდობის შედეგები ადიგენში
Последствия непогоды в Адыгени - Sputnik საქართველო, 1920, 19.06.2023
უამინდობის შედეგები ადიგენში
ცენტრალური ქუჩები მძიმე ტექნიკის მეშვეობით იწმინდება. უკვე დაწყებულია ზარალის დათვლა.
ბოლო კვირაში სტიქია ადიგენის რაიონს ორჯერ დაატყდა თავს. პირველად ეს 13 ივნისს მოხდა. მაშინ უამინდობამ 12 სოფელი დააზარალა.
ყველა ახალი ამბავი
0