https://sputnik-georgia.com/20230619/tbilissi-saqartvelo-azerbaijanis-sazrvris-delimitaciis-temaze-konsultaciebi-mimdinareobs-278724645.html
თბილისში საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის თემაზე კონსულტაციები მიმდინარეობს
თბილისში საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის თემაზე კონსულტაციები მიმდინარეობს
Sputnik საქართველო
საქართველოსა და აზერბაიჯანს 446 კილომეტრის სიგრძის საერთო სახელმწიფო საზღვარი აქვთ, რომლის მესამედი ჯერჯერობით არ არის დელიმიტირებული. 19.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-19T23:02+0400
2023-06-19T23:02+0400
2023-06-20T02:34+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის საქმე 2020
აზერბაიჯანი
კავკასია
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ვნებათაღელვა დავითგარეჯის ირგვლივ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24540/16/245401659_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_f2ef9737234d27b7a803037e18b5d37e.jpg
თბილისი, 19 ივნისი – Sputnik. საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის საკითხზე თბილისში ორშაბათს პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა, იუწყებოდა Sputnik-აზერბაიჯანი თავის Telegram-არხზე.საქართველო–აზერბაიჯანის საზღვარზე რამდენიმე სადავო მონაკვეთია, რომელიც დღემდე არ არის შეთანხმებული. ერთ-ერთ სადავო მონაკვეთზე მდებარეობს მეექვსე საუკუნის დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, რომლის ნაწილზეც პრეტენზიას აზერბაიჯანული მხარე აცხადებს.კონსულტაციების ჩასატარებლად თბილისში იმყოფება აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ჰალაფ ჰალაფოვი.საქართველოსა და აზერბაიჯანს 446 კილომეტრის სიგრძის საერთო სახელმწიფო საზღვარი აქვთ, რომლის მესამედი ჯერჯერობით არ არის დელიმიტირებული. საქართველო–აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისია 1996 წელს შეიქმნა.15 წლის განმავლობაში მისი საქმიანობის შედეგად საზღვრის დაზუსტების სამუშაოების თითქმის 70% შესრულდა, მაგრამ 2007 წლიდან დელიმიტაციის პროცესში შეფერხებები გაჩნდა. ოფიციალური თბილისი დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის და სოფელ ერისიმედის ტერიტორიებს სადავოდ მიიჩნევს.დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსში კლდეში ნაკვეთი 20-მდე მონასტერია გაერთიანებული. მთავარი მონასტერი წმინდა დავითის ლავრაა. კომპლექსის ტერიტორიაზე ზოგიერთ ეკლესიასა და სატრაპეზოში შემონახულია VIII-XIV საუკუნეებით დათარიღებული ფრესკები, რომლებზეც გამოსახული არიან ქართველი ისტორიული პირები, მათ შორის თამარ მეფე.აზერბაიჯანელი ისტორიკოსები დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიას „ქეშიქჩიდაღს“ უწოდებენ. ისინი ცდილობენ დაამტკიცონ, თითქოს კომპლექსი ისტორიული კავკასიის ალბანეთის კუთვნილებაა.
საქართველო
აზერბაიჯანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24540/16/245401659_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_89531b35801cee0c6a199557ba78ade9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის საქმე 2020, აზერბაიჯანი, კავკასია, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ვნებათაღელვა დავითგარეჯის ირგვლივ
ახალი ამბები, საქართველო, საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის საქმე 2020, აზერბაიჯანი, კავკასია, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ვნებათაღელვა დავითგარეჯის ირგვლივ
თბილისში საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის თემაზე კონსულტაციები მიმდინარეობს
23:02 19.06.2023 (განახლებულია: 02:34 20.06.2023) საქართველოსა და აზერბაიჯანს 446 კილომეტრის სიგრძის საერთო სახელმწიფო საზღვარი აქვთ, რომლის მესამედი ჯერჯერობით არ არის დელიმიტირებული.
თბილისი, 19 ივნისი – Sputnik. საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის საკითხზე თბილისში ორშაბათს პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა, იუწყებოდა Sputnik-აზერბაიჯანი თავის Telegram-არხზე.
საქართველო–აზერბაიჯანის საზღვარზე რამდენიმე სადავო მონაკვეთია, რომელიც დღემდე არ არის შეთანხმებული. ერთ-ერთ სადავო მონაკვეთზე მდებარეობს მეექვსე საუკუნის დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, რომლის ნაწილზეც პრეტენზიას აზერბაიჯანული მხარე აცხადებს.
კონსულტაციების ჩასატარებლად თბილისში იმყოფება აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ჰალაფ ჰალაფოვი.
საქართველოსა და აზერბაიჯანს 446 კილომეტრის სიგრძის საერთო სახელმწიფო საზღვარი აქვთ, რომლის მესამედი ჯერჯერობით არ არის დელიმიტირებული. საქართველო–აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისია 1996 წელს შეიქმნა.
15 წლის განმავლობაში მისი საქმიანობის შედეგად საზღვრის დაზუსტების სამუშაოების თითქმის 70% შესრულდა, მაგრამ 2007 წლიდან დელიმიტაციის პროცესში შეფერხებები გაჩნდა. ოფიციალური თბილისი დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის და სოფელ ერისიმედის ტერიტორიებს სადავოდ მიიჩნევს.
დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსში კლდეში ნაკვეთი 20-მდე მონასტერია გაერთიანებული. მთავარი მონასტერი წმინდა დავითის ლავრაა. კომპლექსის ტერიტორიაზე ზოგიერთ ეკლესიასა და სატრაპეზოში შემონახულია VIII-XIV საუკუნეებით დათარიღებული ფრესკები, რომლებზეც გამოსახული არიან ქართველი ისტორიული პირები, მათ შორის თამარ მეფე.
აზერბაიჯანელი ისტორიკოსები დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიას „ქეშიქჩიდაღს“ უწოდებენ. ისინი ცდილობენ დაამტკიცონ, თითქოს კომპლექსი ისტორიული კავკასიის ალბანეთის კუთვნილებაა.