საქართველოში ამინდი გაუარესდება

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 19.06.2023
გამოწერა
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი გამოაქვეყნა.
თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. სინოპტიკოსები საქართველოში უახლოეს დღეებში ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 19 ივნისამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმიანი ამინდი, ზოგან ელჭექით.
19 ივნისს დღის მეორე ნახევრიდან 22 ივნისამდე პერიოდში ქვეყნის უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი და ქარი.
მეტეოროლოგების ცნობით, აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია სეტყვა, იწვიმებს მხოლოდ ცალკეულ რაიონებში.
მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა–გააქტიურება გამოიწვიოს.
ყველა ახალი ამბავი
0