მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

იაპონია უკრაინას აღდგენაში დაეხმარება: მემორანდუმი ხელმოწერილია

© photo: Sputnik / Vladimir Pesnya / გადასვლა მედიაბანკშიტოკიო
ტოკიო - Sputnik საქართველო, 1920, 19.06.2023
გამოწერა
НовостиTelegram
თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. იაპონიამ და უკრაინამ ხელი მოაწერეს თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს უკრაინის ინფრასტრუქტურის აღდგენის სფეროში, ნათქვამია იაპონიის რეკონსტრუქცის საქმეთა სამინისტროს საიტზე.
გავრცელებული ცნობით, საქმეში ის იაპონელი სპეციალისტები ჩაერთვებიან, რომლებსაც დიდი გამოცდილება აქვთ მიღებული 2011 წლის მიწისძვრისა და ცუნამის შემდეგ.
დოკუმენტს ხელი იაპონიის რეკონსტრუქციის საქმეთა მინისტრმა ჰირომიჩი ვატანაბემ და უკრაინის ვიცე-პრემიერმა, თემების, ტერიტორიებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრმა ალექსანდრ კუბრაკოვმა მოაწერეს.
გავრცელებული ინფორმაციით, დოკუმენტი ითვალისწინებს გამოცდილების გაზიარებას საცხოვრებელი სახლების, წყალმომარაგების, კანალიზაციისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის აღდგენისა და სკოლების განვითარების საკითხებში.
იაპონიის მთავრობას ამ დროისათვის უკრაინისთვის უკვე გაწეული აქვს 7,6 მილიარდი დოლარის ჰუმანიტარული, სასურსათო, ფინანსური და სხვა სახის დახმარება.
აპრილის ბოლოს ტოკიომ კიევს ოთხი იაპონური დანადგარი ALIS გადასცა, რომელიც დიდი სიზუსტით ეძებს ნაღმებს. გარდა ამისა, მაისში იაპონიამ გამოაცხადა, რომ კიევს 100 სამხედრო სატვირთო მანქანასა და 30 ათას სამხედრო სასურსათო რაციონს გაუგზავნის.
ყველა ახალი ამბავი
0