https://sputnik-georgia.com/20230618/rogor-kontroldeba-tbilissi-tambaqos-moxmarebis--278681484.html
როგორ კონტროლდება თბილისში თამბაქოს მოხმარების შესახებ კანონი - მერიის პასუხი
როგორ კონტროლდება თბილისში თამბაქოს მოხმარების შესახებ კანონი - მერიის პასუხი
Sputnik საქართველო
თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის წესის დარღვევა ისჯება ჯარიმით 150-დან 5 ათას ლარამდე. 18.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-18T10:00+0400
2023-06-18T10:00+0400
2023-06-18T10:00+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
თბილისი დღეს
თბილისის მერია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24197/93/241979349_666:647:2561:1713_1920x0_80_0_0_bc22ba7f509a3369db0e76d048dd6348.jpg
თბილისი, 18 ივნისი – Sputnik. 2019 წლიდან 2022 წლის ჩათვლით პერიოდში თბილისის მერიამ დედაქალაქში „თამბაქოს მოხმარების კონტროლის შესახებ“ კანონის დარღვევის 100-მდე ფაქტი აღკვეთა, ნათქვამია ქალაქის მთავრობის ინფორმაციაში.მერიის ინფორმაციით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში თამბაქოს ნაწარმის რეკლამის აკრძალვის დარღვევის 25 ფაქტი გამოვლინდა, მათ შორის 11 მხოლოდ 2022 წელს. გარდა ამისა, მერიამ კანონის დარღვევით განხორციელებული თამბაქოს ნაწარმით გარე ვაჭრობის 63 ფაქტი გამოავლინა.„თამბაქოს მოხმარების კონტროლის შესახებ“ კანონი ძალაში 2017 წლის მაისში შევიდა. კანონის თანახმად, საქართველოში აკრძალულია სიგარეტის გაყიდვა საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან, მათ შორის უნივერსიტეტებიდან 50 მეტრის რადიუსში, მათ შორის ცალობით, საჯარო დაწესებულებებში, სავაჭრო ობიექტებში საბავშვო ტანსაცმლის, საკვების ან სათამაშოების სექციებში.დანარჩენ ადგილებში სიგარეტი, პაპიროსი, სიგარები, ელექტრონული სიგარეტი შეიძლება გაიყიდოს დახურული ყუთებიდან ისე, რომ მომხმარებელი მათ ვერ ხედავდეს. აკრძალულია სიგარეტის რეკლამა, გათამაშება, გაყიდვა მანქანებიდან ან მძღოლებისთვის.თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის წესის დარღვევა ისჯება ჯარიმით 150-დან 5 ათას ლარამდე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24197/93/241979349_0:474:1653:1713_1920x0_80_0_0_10e23489385d3de07f9ff152529c305f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, თბილისი დღეს, თბილისის მერია
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, თბილისი დღეს, თბილისის მერია
როგორ კონტროლდება თბილისში თამბაქოს მოხმარების შესახებ კანონი - მერიის პასუხი
თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის წესის დარღვევა ისჯება ჯარიმით 150-დან 5 ათას ლარამდე.
თბილისი, 18 ივნისი – Sputnik. 2019 წლიდან 2022 წლის ჩათვლით პერიოდში თბილისის მერიამ დედაქალაქში „თამბაქოს მოხმარების კონტროლის შესახებ“ კანონის დარღვევის 100-მდე ფაქტი აღკვეთა, ნათქვამია ქალაქის მთავრობის ინფორმაციაში.
მერიის ინფორმაციით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში თამბაქოს ნაწარმის რეკლამის აკრძალვის დარღვევის 25 ფაქტი გამოვლინდა, მათ შორის 11 მხოლოდ 2022 წელს. გარდა ამისა, მერიამ კანონის დარღვევით განხორციელებული თამბაქოს ნაწარმით გარე ვაჭრობის 63 ფაქტი გამოავლინა.
„თამბაქოს მოხმარების კონტროლის შესახებ“ კანონი ძალაში 2017 წლის მაისში შევიდა. კანონის თანახმად, საქართველოში აკრძალულია სიგარეტის გაყიდვა საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან, მათ შორის უნივერსიტეტებიდან 50 მეტრის რადიუსში, მათ შორის ცალობით, საჯარო დაწესებულებებში, სავაჭრო ობიექტებში საბავშვო ტანსაცმლის, საკვების ან სათამაშოების სექციებში.
დანარჩენ ადგილებში სიგარეტი, პაპიროსი, სიგარები, ელექტრონული სიგარეტი შეიძლება გაიყიდოს დახურული ყუთებიდან ისე, რომ მომხმარებელი მათ ვერ ხედავდეს. აკრძალულია სიგარეტის რეკლამა, გათამაშება, გაყიდვა მანქანებიდან ან მძღოლებისთვის.
თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის წესის დარღვევა ისჯება ჯარიმით 150-დან 5 ათას ლარამდე.