https://sputnik-georgia.com/20230618/fexburti-saqartvelos-nakrebma-stumrad-kvipross-mougo-278681795.html
ფეხბურთი: საქართველოს ნაკრებმა სტუმრად კვიპროსს მოუგო
ფეხბურთი: საქართველოს ნაკრებმა სტუმრად კვიპროსს მოუგო
Sputnik საქართველო
გოლები გიორგი მიქაუტაძემ და ზურიკო დავითაშვილმა გაიტანეს 18.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-18T08:33+0400
2023-06-18T08:33+0400
2023-06-18T10:38+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/12/278675953_0:0:1439:810_1920x0_80_0_0_8e6babdccabbade52cd256bef2ab67bf.jpg
თბილისი, 18 ივნისი – Sputnik. საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის მეორე მატჩი ლარნაკაში კვიპროსის ნაკრებთან ჩაატარა და დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 2:1 მოიგო.პირველი სახიფათო მომენტი ქართველმა ფეხბურთელებმა მეშვიდე წუთზე შექმნეს - გიორგი მიქაუტაძემ დაარტყა, მაგრამ არაზუსტი აღმოჩნდა. მეცხრე წუთზე მასპინძელს ანგარიშის გახსნა შეეძლო, მაგრამ შეცდომა მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა საკუთარი შეცდომა თავადვე გამოასწორა და გუნდი გადაარჩინა.28-ე წუთზე კვარაცხელიამ ლამაზი გადაცემით ჩაკვეტაძე მეკარესთან პირისპირ დატოვა, მაგრამ მან მეკარეს ვერ აჯობა.საქართველოს ნაკრებმა ანგარიში 31-ე წუთზე გახსნა – გიორგი მიქაუტაძემ მეტოქის გადაცემა ჩაჭრა, მეკარესთან პირისპირ გავიდა და ქვედა კუთხეში ზუსტად დაარტყა.რვა წუთში საქართველოს კარში ლუკა ლოჩოშვილის ფოლის გამო პენალტი დაინიშნა, რომელიც იოანის პიტასმა შეასრულა – მამარდაშვილი ბურთს კი მისწვდა, მაგრამ მოგერიება ვერ შეძლო. ტაიმი 1:1 დასრულდა.მეორე ტაიმში კვიპროსელებმა ზონები კარგად გადაკეტეს და ჩვენი ფეხბურთელები თამაშში გარდატეხის შეტანას ვერ ახერხებდნენ.მე-80-ე წუთიდან საქართველოს ნაკრები მთელი ძალით შეტევაში გადავიდა და 84-ე წუთზე ამ მცდელობამ შედეგი გამოიღო – შეცვლაზე შესულმა ზურიკო დავითაშვილმა გამარჯვების გოლი გაიტანა.აღსანიშნავია, რომ კვიპროსის ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაიაა.მომდევნო თამაშში ქართველები შოტლანდიელებს დაუპირისპირდებიან - მატჩი 20 ივნისს გლაზგოში გაიმართება.ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის სამი ტურის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს ორი ჩატარებული მატჩის შემდეგ ოთხი ქულა აქვს, რამაც გუნდს მეორე პოზიციაზე მოხვედრის საშუალება მისცა. შოტლანდია ცხრა ქულითა და სამი მატჩით პირველ ადგილზეა. მესამეზე ესპანეთია, რომელმაც ორი მატჩი ჩაატარა და სამი ქულა მოაგროვა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/12/278675953_183:0:1342:869_1920x0_80_0_0_5bececb3f61bb21be0dce88780da74c5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ფეხბურთი: საქართველოს ნაკრებმა სტუმრად კვიპროსს მოუგო
08:33 18.06.2023 (განახლებულია: 10:38 18.06.2023) გოლები გიორგი მიქაუტაძემ და ზურიკო დავითაშვილმა გაიტანეს
თბილისი, 18 ივნისი – Sputnik. საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის მეორე მატჩი ლარნაკაში კვიპროსის ნაკრებთან ჩაატარა და დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 2:1 მოიგო.
პირველი სახიფათო მომენტი ქართველმა ფეხბურთელებმა მეშვიდე წუთზე შექმნეს - გიორგი მიქაუტაძემ დაარტყა, მაგრამ არაზუსტი აღმოჩნდა. მეცხრე წუთზე მასპინძელს ანგარიშის გახსნა შეეძლო, მაგრამ შეცდომა მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა საკუთარი შეცდომა თავადვე გამოასწორა და გუნდი გადაარჩინა.
28-ე წუთზე კვარაცხელიამ ლამაზი გადაცემით ჩაკვეტაძე მეკარესთან პირისპირ დატოვა, მაგრამ მან მეკარეს ვერ აჯობა.
საქართველოს ნაკრებმა ანგარიში 31-ე წუთზე გახსნა – გიორგი მიქაუტაძემ მეტოქის გადაცემა ჩაჭრა, მეკარესთან პირისპირ გავიდა და ქვედა კუთხეში ზუსტად დაარტყა.
რვა წუთში საქართველოს კარში ლუკა ლოჩოშვილის ფოლის გამო პენალტი დაინიშნა, რომელიც იოანის პიტასმა შეასრულა – მამარდაშვილი ბურთს კი მისწვდა, მაგრამ მოგერიება ვერ შეძლო. ტაიმი 1:1 დასრულდა.
მეორე ტაიმში კვიპროსელებმა ზონები კარგად გადაკეტეს და ჩვენი ფეხბურთელები თამაშში გარდატეხის შეტანას ვერ ახერხებდნენ.
მე-80-ე წუთიდან საქართველოს ნაკრები მთელი ძალით შეტევაში გადავიდა და 84-ე წუთზე ამ მცდელობამ შედეგი გამოიღო – შეცვლაზე შესულმა ზურიკო დავითაშვილმა გამარჯვების გოლი გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ კვიპროსის ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაიაა.
მომდევნო თამაშში ქართველები შოტლანდიელებს დაუპირისპირდებიან - მატჩი 20 ივნისს გლაზგოში გაიმართება.
ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის სამი ტურის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს ორი ჩატარებული მატჩის შემდეგ ოთხი ქულა აქვს, რამაც გუნდს მეორე პოზიციაზე მოხვედრის საშუალება მისცა. შოტლანდია ცხრა ქულითა და სამი მატჩით პირველ ადგილზეა. მესამეზე ესპანეთია, რომელმაც ორი მატჩი ჩაატარა და სამი ქულა მოაგროვა.