https://sputnik-georgia.com/20230617/premier-ministrma-as-is-jorjiis-statis-gubernators-vaxsamze-umaspinzla-278665881.html
პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის ჯორჯიის შტატის გუბერნატორს ვახშამზე უმასპინძლა - ვიდეო
პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის ჯორჯიის შტატის გუბერნატორს ვახშამზე უმასპინძლა - ვიდეო
Sputnik საქართველო
გუბერნატორის ვიზიტი საქართველოში 16 ივნისს დაიწყო. ის საქართველოს პრემიერს გუშინ მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. 17.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-17T12:00+0400
2023-06-17T12:00+0400
2023-06-17T12:00+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
აშშ
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264708420_0:0:3077:1731_1920x0_80_0_0_7d3f25bac2297beb8003d367a2ff0a31.jpg
თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის ჯორჯიის შტატის გუბერნატორს ბრაიან კემპს, ჯორჯიის შტატის პირველ ლედის და ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციას ვახშამზე უმასპინძლა, იუწყება მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური.აშშ-ის ჯორჯიის შტატის გუბერნატორის პატივსაცემად ვახშამი კოჯორში სამედიცინო-გამაჯანსაღებელ კურორტ „ბიოლში" გაიმართა.ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის ჯორჯიის შტატის გუბერნატორმა და დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს ოფიციალურ პირებთან. დელეგაციის შემადგენლობაში არიან ჯორჯიის შტატის პირველი ლედი მარტი კემპი, ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გენერალ-ადიუტანტი თომას ქარდენი და ჯორჯიის შტატის ეკონომიკური განვითარების დეპარტამენტის კომისარი ფეთ უილსონი.გუბერნატორის ვიზიტი საქართველოში 16 ივნისს დაიწყო. ის საქართველოს პრემიერს გუშინ მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა.შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და სხვადასხვა სფეროში ნაყოფიერი თანამშრომლობის დინამიკა განიხილეს. გამოითქვა სხვადასხვა სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებისა და გაფართოების მზადყოფნა.საუბარი შეეხო არსებული ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერების პერსპექტივებს. აღინიშნა, რომ 30-წლიანი პარტნიორობის განმავლობაში აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა და დახმარება მნიშვნელოვანი იყო ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისთვის.შეხვედრაზე ასევე განიხილეს ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიასა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობა აფასებს აშშ-სა და საქართველოს სამაგალითო თანამშრომლობას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, რამაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს მზადყოფნის, თავდაცვის შესაძლებლობების, მდგრადობისა და ნატოსთან თავსებადობის ამაღლებაში. ირაკლი ღარიბაშვილმა ჯორჯიის შტატის გუბერნატორს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით გაწეული მნიშვნელოვანი დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.შეხვედრას ესწრებოდნენ აშშ-ის საქმეთა დროებითი რწმუნებული საქართველოში რაიან ჰარისი, აშშ-ის თავდაცვის ატაშე ჯოზეფ ბილბო, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე და ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით ზალკალიანი.წყარო - მთავრობის ადმინისტრაცია
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264708420_348:0:3077:2047_1920x0_80_0_0_a158d3db2604373228f20c2ab99af8a6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, აშშ , საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, აშშ , საქართველოს საგარეო პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის ჯორჯიის შტატის გუბერნატორს ვახშამზე უმასპინძლა - ვიდეო
გუბერნატორის ვიზიტი საქართველოში 16 ივნისს დაიწყო. ის საქართველოს პრემიერს გუშინ მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა.
თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის ჯორჯიის შტატის გუბერნატორს ბრაიან კემპს, ჯორჯიის შტატის პირველ ლედის და ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციას ვახშამზე უმასპინძლა, იუწყება მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური.
აშშ-ის ჯორჯიის შტატის გუბერნატორის პატივსაცემად ვახშამი კოჯორში სამედიცინო-გამაჯანსაღებელ კურორტ „ბიოლში" გაიმართა.
ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის ჯორჯიის შტატის გუბერნატორმა და დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს ოფიციალურ პირებთან. დელეგაციის შემადგენლობაში არიან ჯორჯიის შტატის პირველი ლედი მარტი კემპი, ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გენერალ-ადიუტანტი თომას ქარდენი და ჯორჯიის შტატის ეკონომიკური განვითარების დეპარტამენტის კომისარი ფეთ უილსონი.
გუბერნატორის ვიზიტი საქართველოში 16 ივნისს დაიწყო. ის საქართველოს პრემიერს გუშინ მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა.
შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და სხვადასხვა სფეროში ნაყოფიერი თანამშრომლობის დინამიკა განიხილეს. გამოითქვა სხვადასხვა სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებისა და გაფართოების მზადყოფნა.
საუბარი შეეხო არსებული ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერების პერსპექტივებს. აღინიშნა, რომ 30-წლიანი პარტნიორობის განმავლობაში აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა და დახმარება მნიშვნელოვანი იყო ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისთვის.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიასა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობა აფასებს აშშ-სა და საქართველოს სამაგალითო თანამშრომლობას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, რამაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს მზადყოფნის, თავდაცვის შესაძლებლობების, მდგრადობისა და ნატოსთან თავსებადობის ამაღლებაში. ირაკლი ღარიბაშვილმა ჯორჯიის შტატის გუბერნატორს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით გაწეული მნიშვნელოვანი დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრას ესწრებოდნენ აშშ-ის საქმეთა დროებითი რწმუნებული საქართველოში რაიან ჰარისი, აშშ-ის თავდაცვის ატაშე ჯოზეფ ბილბო, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე და ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით ზალკალიანი.