https://sputnik-georgia.com/20230617/bolnissi-endemuri-rvinis-festivali-ixsneba-278668997.html
ბოლნისში ენდემური ღვინის ფესტივალი იხსნება
ბოლნისში ენდემური ღვინის ფესტივალი იხსნება
Sputnik საქართველო
ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს 70-მდე მეღვინეობა 17.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-17T14:40+0400
2023-06-17T14:40+0400
2023-08-17T19:47+0400
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
ქართული ღვინო
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24821/86/248218699_111:0:3752:2048_1920x0_80_0_0_d0cf0133fbd542bb149f00d1bee2f14f.jpg
თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. ბოლნისში დღეს 17 საათზე დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალი იხსნება, იუწყებიან ორგანიზატორები.დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო - ეს არის ღვინო, რომელიც იწარმოება ყურძნიდან, რომელიც მხოლოდ ერთ კონკრეტულ რეგიონში მოჰყავთ. ასეთი ღვინის ხარისხის კონტროლი მოიცავს მოსავლიანობის, ვენახების გაშენების ადგილების, ჯიშების და ღვინის დაყენების მეთოდების აღრიცხვას.ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს 70-მდე მეღვინეობა, რომელიც სტუმრებს საკუთარ ნაწარმს წარუდგენს.ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება მონაწილე ღვინოებს შორის კონკურსი და გამოვლინდება 3 ოქროს, 3 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს სიგელის მფლობელი ღვინოები. ღვინის ფესტივალს დაესწრებიან ამერიკის შეერთებული შტატებიდან სპეციალურად მოწვეული სომელიე-ბაიერები, ღვინის მწერლები და ღვინის ექსპერტები.ფესტივალი ქალაქის გერმანულ უბანში გაიმართება. ბოლნისმა თავისი ისტორიული სახელი 1943 წელს დაიბრუნა.1818 წლიდან 1921 წლამდე ქალაქს ერქვა კატერინენფელდი, ხოლო 1921 წლიდან 1943 წლამდე - ლუქსემბურგი. კატერინენფელდი გერმანელი კოლონისტებმა დააარსეს და იქ დღემდე არის შემორჩენილი იმდროინდელი შენობა-ნაგებობები.ფესტივალის ფარგლებში ქალაქის ძველ გერმანულ უბანში გაიხსნება ქართულ-გერმანული ღვინის სახლი, რომელიც ბოლნისური ღვინოების სადეგუსტაციო სივრცე იქნება.ფესტივალი დაიხურება ნიაზ დიასამიძისა და ჯგუფ „33ა“-ს კონცერტით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24821/86/248218699_726:0:3457:2048_1920x0_80_0_0_4b4042f64334cfca2d568d8dc23fc5d9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში, ქართული ღვინო, თბილისი დღეს
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში, ქართული ღვინო, თბილისი დღეს
ბოლნისში ენდემური ღვინის ფესტივალი იხსნება
14:40 17.06.2023 (განახლებულია: 19:47 17.08.2023) ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს 70-მდე მეღვინეობა
თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. ბოლნისში დღეს 17 საათზე დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალი იხსნება, იუწყებიან ორგანიზატორები.
დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო - ეს არის ღვინო, რომელიც იწარმოება ყურძნიდან, რომელიც მხოლოდ ერთ კონკრეტულ რეგიონში მოჰყავთ. ასეთი ღვინის ხარისხის კონტროლი მოიცავს მოსავლიანობის, ვენახების გაშენების ადგილების, ჯიშების და ღვინის დაყენების მეთოდების აღრიცხვას.
ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს 70-მდე მეღვინეობა, რომელიც სტუმრებს საკუთარ ნაწარმს წარუდგენს.
ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება მონაწილე ღვინოებს შორის კონკურსი და გამოვლინდება 3 ოქროს, 3 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს სიგელის მფლობელი ღვინოები. ღვინის ფესტივალს დაესწრებიან ამერიკის შეერთებული შტატებიდან სპეციალურად მოწვეული სომელიე-ბაიერები, ღვინის მწერლები და ღვინის ექსპერტები.
ფესტივალი ქალაქის გერმანულ უბანში გაიმართება. ბოლნისმა თავისი ისტორიული სახელი 1943 წელს დაიბრუნა.
1818 წლიდან 1921 წლამდე ქალაქს ერქვა კატერინენფელდი, ხოლო 1921 წლიდან 1943 წლამდე - ლუქსემბურგი. კატერინენფელდი გერმანელი კოლონისტებმა დააარსეს და იქ დღემდე არის შემორჩენილი იმდროინდელი შენობა-ნაგებობები.
ფესტივალის ფარგლებში ქალაქის ძველ გერმანულ უბანში გაიხსნება ქართულ-გერმანული ღვინის სახლი, რომელიც ბოლნისური ღვინოების სადეგუსტაციო სივრცე იქნება.
ფესტივალი დაიხურება ნიაზ დიასამიძისა და ჯგუფ „33ა“-ს კონცერტით.