თბილისის ცენტრში ავტომობილების გადაადგილება ერთი დღით შეიზღუდება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliგუდიაშვილის მოედანი და ახოსპირელის ქუჩა თბილისში
გუდიაშვილის მოედანი და ახოსპირელის ქუჩა თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 16.06.2023
გამოწერა
მოძრაობის შეზღუდვის მიზეზი დაგეგმილი სატელევიზიო გადაღებებია.
თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. ლადო გუდიაშვილისა და არჩილ ჯორჯაძის ქუჩებზე ავტომობილების გადაადგილება 17 ივნისს დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
შეზღუდვა დაგეგმილი სატელევიზიო გადაღებების გამო დაწესდა.
„06:00-დან 11:00 საათამდე ჩაიკეტება ლადო გუდიაშვილის ქუჩა, კერძოდ, არჩილ ჯორჯაძისა და ანტონ ფურცელაძის ქუჩებს შორის არსებული საგზაო მონაკვეთი, ხოლო 07:00-დან 08:00 საათამდე მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება არჩილ ჯორჯაძის ქუჩაზეც“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ორბელიანის მოედნის მიმდებარედ ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება>>
უწყების ცნობით, შეზღუდვის პერიოდში ტრანსპორტი შოთა რუსთაველის გამზირიდან რევაზ თაბუკაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილებას შეძლებს ანტონ ფურცელაძის ქუჩის გამოყენებით. რევაზ თაბუკაშვილის ქუჩიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით კი მძღოლები იმოძრავებენ გია ჭანტურიას ქუჩის გავლით.
ყველა ახალი ამბავი
0