https://sputnik-georgia.com/20230616/qutaisis-aeroportsi-avtosadgomi-moewyoba-278661746.html
ქუთაისის აეროპორტში ავტოსადგომი მოეწყობა
ქუთაისის აეროპორტში ავტოსადგომი მოეწყობა
Sputnik საქართველო
ავტოსადგომის გაფართოებისთვის ქუთაისის აეროპორტში, რომელიც ამჟამად 140 ავტომობილზეა გათვლილი, 3,5 მლნ ლარი გამოიყოფა. 16.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-16T22:46+0400
2023-06-16T22:46+0400
2023-06-16T22:46+0400
ქუთაისი
ავიამიმოსვლა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/13/251500239_427:0:4068:2048_1920x0_80_0_0_9f511332ff00d8e02935cb83cdf5a3a0.jpg
თბილისი, 16 ივნისი – Sputnik. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში აგვისტოს ბოლომდე 600 ავტომობილზე გათვლილ ავტოსადგომს მოაწყობენ, იუწყება საქართველოს აეროპორტების გაერთიანების პრეს–სამსახური.ავტოსადგომის გაფართოებისთვის ქუთაისის აეროპორტში, რომელიც ამჟამად 140 ავტომობილს იტევს, 3,5 მლნ ლარი გამოიყოფა. ყველა ხარჯს გაერთიანება საკუთარი შემოსავლებიდან დაფარავს.შესაბამისი ხელშეკრულება 20 ათასი კვ.მ. ფართობის პარკირების მოწყობისთვის გაერთიანებამ ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ჯიარჯისთან“ გააფორმა.არსებული კონცეპტუალური დიზაინ-პროექტის მიხედვით, ქუთაისის აეროპორტის ტერიტორიაზე დაპროექტდება და მოეწყობა ახალი პარკინგი, რაც მოიცავს პარკინგების, საავტომობილო გზების და საფეხმავლო ბილიკების დაპროექტება–მოწყობას.ქუთაისის აეროპორტი მაისში რეკორდული რაოდენობის მგზავრებს მოემსახურა>>გარდა ამისა, გათვალისწინებულია სანიაღვრე კანალიზაციის დაპროექტება და მშენებლობა, ელექტრო–სანათი ბოძების მონტაჟი, საჭირო ელექტროქსელის დაპროექტება–მშენებლობა და დეკორატიული ღობის (არსებულის ანალოგიური) მოწყობა.საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მგზავრებს წინასწარ ბოდიშს უხდის რემონტის დროს დისკომფორტისთვის. პარკინგის გაფართოების შემდეგ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს საერთაშორისო სტანდარტების შესატყვისი თანამედროვე ავტოსადგომი ექნება.
ქუთაისი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/13/251500239_817:0:3548:2048_1920x0_80_0_0_70977bc4f809e765531e7bd0a7d7b312.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ქუთაისი , ავიამიმოსვლა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
ქუთაისი , ავიამიმოსვლა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
ქუთაისის აეროპორტში ავტოსადგომი მოეწყობა
ავტოსადგომის გაფართოებისთვის ქუთაისის აეროპორტში, რომელიც ამჟამად 140 ავტომობილზეა გათვლილი, 3,5 მლნ ლარი გამოიყოფა.
თბილისი, 16 ივნისი – Sputnik. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში აგვისტოს ბოლომდე 600 ავტომობილზე გათვლილ ავტოსადგომს მოაწყობენ, იუწყება საქართველოს აეროპორტების გაერთიანების პრეს–სამსახური.
ავტოსადგომის გაფართოებისთვის ქუთაისის აეროპორტში, რომელიც ამჟამად 140 ავტომობილს იტევს, 3,5 მლნ ლარი გამოიყოფა. ყველა ხარჯს გაერთიანება საკუთარი შემოსავლებიდან დაფარავს.
შესაბამისი ხელშეკრულება 20 ათასი კვ.მ. ფართობის პარკირების მოწყობისთვის გაერთიანებამ ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ჯიარჯისთან“ გააფორმა.
არსებული კონცეპტუალური დიზაინ-პროექტის მიხედვით, ქუთაისის აეროპორტის ტერიტორიაზე დაპროექტდება და მოეწყობა ახალი პარკინგი, რაც მოიცავს პარკინგების, საავტომობილო გზების და საფეხმავლო ბილიკების დაპროექტება–მოწყობას.
გარდა ამისა, გათვალისწინებულია სანიაღვრე კანალიზაციის დაპროექტება და მშენებლობა, ელექტრო–სანათი ბოძების მონტაჟი, საჭირო ელექტროქსელის დაპროექტება–მშენებლობა და დეკორატიული ღობის (არსებულის ანალოგიური) მოწყობა.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მგზავრებს წინასწარ ბოდიშს უხდის რემონტის დროს დისკომფორტისთვის. პარკინგის გაფართოების შემდეგ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს საერთაშორისო სტანდარტების შესატყვისი თანამედროვე ავტოსადგომი ექნება.