https://sputnik-georgia.com/20230616/mwvane-lobios-recepti-wonasi-dasaklebad-278648182.html
მწვანე ლობიოს უჩვეულო სალათი: რეცეპტი წონაში დაკლების მსურველებისთვის
მწვანე ლობიოს უჩვეულო სალათი: რეცეპტი წონაში დაკლების მსურველებისთვის
Sputnik საქართველო
თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. მწვანე ლობიო უნივერსალური ბოსტნეულია, ვინაიდან უამრავ ვიტამინს შეიცავს და ამასთანავე დაბალკალორიულიცაა, აცხადებენ სპეციალისტები. 16.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-16T17:02+0400
2023-06-16T17:02+0400
2023-08-17T10:48+0400
სასარგებლო რჩევები
დიეტა
ჯანსაღი კვება
გემრიელი სამზარეულო
ექიმის რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/10/278647823_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_1a294d5f57b6a9b0c69c7dd8731b410b.jpg
თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. მწვანე ლობიო უნივერსალური ბოსტნეულია, ვინაიდან უამრავ ვიტამინს შეიცავს და ამასთანავე დაბალკალორიულიცაა, აცხადებენ სპეციალისტები. მედიკოსების თქმით, მწვანე ლობიოს რეგულარული მიღება მასში შემავალი ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების წყალობით:ამასთან, მას აქვს ძალიან დაბალი გლიკემიური ინდექსი (GL 15), რაც იმას ნიშნავს, რომ მწვანე ლობიო არ იწვევს სისხლში შაქრის ნახტომისებურ მატებას.თუმცა მწვანე ლობიო რეკომენდებული არ არის კუჭის დაავადებების − დაბალმჟავიანი გასტრიტისა და წყლულის, ასევე ქოლეცისტიტის შემთხვევაში. მწვანე ლობიოს ასევე უნდა მოერიდონ მეტეორიზმისადმი მიდრეკილი ადამიანებიც.ყველა სხვა შემთხვევაში ეს მართლაც ძალიან სასარგებლო ბოსტნეულია, რომელიც ამავდროულად ძალიან დაბალკალორიულიცაა: 100 გ პროდუქტში სულ რაღაც 31 კილოკალორიაა. მიუხედავად ამისა, მწვანე ლობიო, მასში შემავალი ბოჭკოების წყალობით, რომელთა გადამუშავებასაც შედარებით მეტი დრო სჭირდება, მადას საგრძნობლად აქვეითებს.შესაბამისად, მწვანე ლობიოსგან მომზადებული ზოგი კერძი პირდაპირ მისწრებაა მათთვის, ვინც დიეტაზეა.ქვემოთ ერთი ასეთი უცხო სალათის რეცეპტს გაგაცნობთ.ინგრედიენტებიმომზადების წესიმოაშორეთ ლობიოს ყუნწები, დაამტვრიეთ დაახლოებით 3 სმ-იან ნაწილებად და კარგად გარეცხეთ. შემდეგ მოამზადეთ ორთქლზე დაახლოებით 7-10 წუთის განმავლობაში (ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც სპეციალური ქვაბი, ისე მდუღარე წყლიან ქვაბზე დადებული ჩვეულებრივი საწური − „დურშლაგი“);სანამ ლობიო მზადდება, დაჭერით კუბებად ყველი, პომიდორი, ბულგარული წიწაკა, ნიორი (შეგიძლიათ დაჭყლიტოთ ან დანაყოთ) და რეჰანი. აურიეთ ეს ყველაფერი ერთმანეთში;შემდეგ ცალკე ჭურჭელში შეაზავეთ ლაიმის წვენი, ზეითუნის ზეთი და სოიოს სოუსი.როდესაც მწვანე ლობიო მოითუშება, ეს ყველაფერი ზემოდან მოაყარეთ და მოასხით და კარგად მოურიეთ.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/10/278647823_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_b981f4771fcfb44b365b83b06ecc4d73.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , დიეტა , ჯანსაღი კვება, გემრიელი სამზარეულო, ექიმის რჩევები
სასარგებლო რჩევები , დიეტა , ჯანსაღი კვება, გემრიელი სამზარეულო, ექიმის რჩევები
თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. მწვანე ლობიო უნივერსალური ბოსტნეულია, ვინაიდან უამრავ ვიტამინს შეიცავს და ამასთანავე დაბალკალორიულიცაა, აცხადებენ სპეციალისტები.
მედიკოსების თქმით, მწვანე ლობიოს რეგულარული მიღება მასში შემავალი ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების წყალობით:
ანელებს დაბერების პროცესს,
აღკვეთს თვალის ბადურის დეგენერაციას,
სასარგებლოა შარდის ბუშტის დაავადებების დროს − აჩქარებს შარდმჟავას ორგანიზმიდან გამოდევნას და აღკვეთს თირკმლებში ქვების წარმოქმნას,
აუმჯობესებს სისხლის შედედების უნარს,
მენოპაუზის დროს ამცირებს „ალების“ რაოდენობას, აძლიერებს ძვლოვან ქსოვილს...
ამასთან, მას აქვს ძალიან დაბალი გლიკემიური ინდექსი (GL 15), რაც იმას ნიშნავს, რომ მწვანე ლობიო არ იწვევს სისხლში შაქრის ნახტომისებურ მატებას.
თუმცა მწვანე ლობიო რეკომენდებული არ არის კუჭის დაავადებების − დაბალმჟავიანი გასტრიტისა და წყლულის, ასევე ქოლეცისტიტის შემთხვევაში. მწვანე ლობიოს ასევე უნდა მოერიდონ მეტეორიზმისადმი მიდრეკილი ადამიანებიც.
ყველა სხვა შემთხვევაში ეს მართლაც ძალიან სასარგებლო ბოსტნეულია, რომელიც ამავდროულად ძალიან დაბალკალორიულიცაა: 100 გ პროდუქტში სულ რაღაც 31 კილოკალორიაა.
მიუხედავად ამისა, მწვანე ლობიო, მასში შემავალი ბოჭკოების წყალობით, რომელთა გადამუშავებასაც შედარებით მეტი დრო სჭირდება, მადას საგრძნობლად აქვეითებს.
შესაბამისად, მწვანე ლობიოსგან მომზადებული ზოგი კერძი პირდაპირ მისწრებაა მათთვის, ვინც დიეტაზეა.
ქვემოთ ერთი ასეთი უცხო სალათის რეცეპტს გაგაცნობთ.
ლაიმის წვენი − 2 ჩაის კოვზი;
ზეითუნის ზეთი − 2 სუფრის კოვზი;
სოიოს სოუსი − 1 ჩაის კოვზი;
გამომცხვარი ბულგარული წიწაკა − 2 ცალი;
მოაშორეთ ლობიოს ყუნწები, დაამტვრიეთ დაახლოებით 3 სმ-იან ნაწილებად და კარგად გარეცხეთ. შემდეგ მოამზადეთ ორთქლზე დაახლოებით 7-10 წუთის განმავლობაში (ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც სპეციალური ქვაბი, ისე მდუღარე წყლიან ქვაბზე დადებული ჩვეულებრივი საწური − „დურშლაგი“);
სანამ ლობიო მზადდება, დაჭერით კუბებად ყველი, პომიდორი, ბულგარული წიწაკა, ნიორი (შეგიძლიათ დაჭყლიტოთ ან დანაყოთ) და რეჰანი. აურიეთ ეს ყველაფერი ერთმანეთში;
შემდეგ ცალკე ჭურჭელში შეაზავეთ ლაიმის წვენი, ზეითუნის ზეთი და სოიოს სოუსი.
როდესაც მწვანე ლობიო მოითუშება, ეს ყველაფერი ზემოდან მოაყარეთ და მოასხით და კარგად მოურიეთ.
თქვენი სალათი მზადაა. გემრიელად მიირთვით!