მუსიკალური სიურპრიზი ლეგენდარულ ნანი ბრეგვაძესთან ერთად - რას ამზადებს ემინ აგალაროვი

© courtesy of Gardenia shevardnadze ნანი ბრეგვაძე
 ნანი ბრეგვაძე - Sputnik საქართველო, 1920, 16.06.2023
გამოწერა
კლიპის გადაღებები თბილისის ერთ-ერთ ლამაზ ადგილზე მიმდინარეობდა.
თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. მუსიკოსი და პროდიუსერი ემინ აგალაროვი თბილისშია და მსმენელს სიურპრიზს ჰპირდება, რომელსაც ცნობილ ქართველ მომღერალ ნანი ბრეგვაძესთან ერთად ამზადებს.
„თბილისში ლეგენდარულ ნანი ბრეგვაძესთან ერთად. წარმოუდგენელი მუსიკალური სიურპრიზი სულ მალე", – დაწერა ემინმა სოციალურ ქსელში.
ვიდეოში აგალაროვი ნანი ბრეგვაძესთან ერთად ასრულებს სიმღერას „ყვავილების ქვეყანა".
ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, არტისტებმა ამ სიმღერისთვის კლიპი უკვე გადაიღეს. გადაღებები თბილისში, „გარდენია შევარდნაძის" ბაღში შედგა. კლიპის რეჟისორია ზაზა ორაშვილი.
ყველა ახალი ამბავი
0