https://sputnik-georgia.com/20230615/ra-wesebis-dacvit-ganxorcieldeba-audio-da-videomonitoringi-saqartvelosi-axali-midgoma-278594736.html
რა წესების დაცვით განხორციელდება საქართველოში აუდიო- და ვიდეომონიტორინგი - ახალი მიდგომა
რა წესების დაცვით განხორციელდება საქართველოში აუდიო- და ვიდეომონიტორინგი - ახალი მიდგომა
ამჟამად საქართველოში მოქმედებს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“, რომელიც 2011 წელს მიიღეს. 15.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-15T09:44+0400
2023-06-15T09:44+0400
2023-06-15T16:45+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
საზოგადოება
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24849/21/248492183_0:156:3000:1844_1920x0_80_0_0_206f09abcd22318eedfaba60853fdd8a.jpg
თბილისი, 15 ივნისი – Sputnik. განახლებული კანონი „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად მოსმენებისა და ვიდეოთვალთვალის საკითხს არეგულირებს, საქართველოს პრეზიდენტის ხელმოწერას ელოდება.კანონის განახლება, რომელიც პერსონალური ინფორმაციის დაცვას უზრუნველყოფს, საქართველოს კანონმდებლობის ევროპულთან ჰარმონიზაციის სამუშაოს ნაწილია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად, რომელიც 2016 წლის 1 ივლისს ამოქმედდა.მოქმედი კანონი „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ ევროკავშირთან ხელშეკრულების ხელმოწერამდე, 2011 წლის იანვარში მიიღეს და მასში ამ დრომდე 26 ცვლილებაა შეტანილი.კანონის განახლებული ვერსია მოიცავს პერსონალური ინფორმაციის დაცვის გარანტიებს, რაც იძლევა სხვადასხვა ასპექტების იდენტიფიცირების საშუალებას: პირის ვინაობის, მისი ადგილმდებარეობის, ეკონომიკური მდგომარეობის, სპეციალური ნიშნების, პირადი ცხოვრების, ჯანმრთელობის, ბიომეტრიული და გენეტიკური მონაცემების.ასეთი მონაცემების დამუშავება შესაძლებელია მხოლოდ სუბიექტის თანხმობით ერთი ან რამდენიმე მიზნით, ან, საჭიროების შემთხვევაში, ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად – სუბიექტთან შეთანხმებით, თუ ეს აუცილებელია კანონის აღსრულებისთვის, სიცოცხლის დასაცავად, ამოცანების შესასრულებლად, რაც ნაკარნახევია საზოგადოებრივი ინტერესით, მესამე მხარის კანონიერი ინტერესების დასაცავად.ამ დროს ასეთი მონაცემების დამუშავების სამართლებრივი დასაბუთება უნდა იყოს წარმოდგენილი მონაცემთა დამმუშავებლის მიერ.სპეციალური მონაცემებითუ საუბარია პირის ეთნიკურ და რასობრივ კუთვნილებასთან დაკავშირებულ მონაცემებზე, მის პოლიტიკურ, რელიგიურ თუ ფილოსოფიურ შეხედულებებზე, პროფკავშირის წევრობაზე, მონაცემებზე ჯანმრთელობის, სექსუალური ცხოვრების, ნასამართლეობის, დანაშაულისთვის მსჯავრდების, ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლის სტატუსის შესახებ, სექსუალურ ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულებზე ან ოჯახურ ძალადობაზე, აგრეთვე ბიომეტრიულ და გენეტიკურ მონაცემებზე, ამ შემთხვევაში მონაცემთა დამუშავება ხორციელდება მხოლოდ პირის წერილობითი თანხმობით, ან იმ შემთხვევაში, თუ ეს ეფუძნება სასიცოცხლო ინტერესების დაცვას, ან თუ შეუძლებელია პირის მხრიდან თანხმობის მიცემა.ასეთი მონაცემები შეიძლება დამუშავდეს ასევე, თუ საუბარია მონაცემთა დამუშავებაზე ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფისა და სოციალური დაცვის სისტემაში დანაშაულის თავიდან აცილების მიზნით, გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნის, მართლმსაჯულების განსახორციელებლად და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დასაცავად.ასევე შესაძლებელია ასეთი მონაცემების დამუშავება შრომითი ვალდებულებების შესასრულებლად, მათ შორის დასაქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისა და შრომითი შესაძლებლობების შეფასებისას, აგრეთვე თუ ისინი გამოქვეყნდა თავად პირის მიერ მათ გამოყენებაზე აკრძალვის მითითების გარეშე.გარდა ამისა, ასეთი მონაცემების დამუშავება თავიანთი მიზნების განსახორციელებლად დასაშვებია პოლიტიკური პარტიების, ფილოსოფიური, რელიგიური და პროფესიული გაერთიანებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, თუ საუბარია მათ ამჟამინდელ და ყოფილ წევრებზე, ან ორგანიზაციებთან მუდმივ კონტაქტში მყოფ პირებზე, მათთან შეუთანხმებლად მესამე მხარისთვის მონაცემთა გადაცემის გარეშე.თუ საუბარია არასრულწლოვან პირებზე. 14 წელს მიღწეულები თავად იძლევიან თანხმობას მათი მონაცემების დამუშავებაზე, ხოლო თუ 14 წელზე უმცროსები არიან, თანხმობას იძლევიან მათი მშობლები ან წარმომადგენლები.ვიდეომონიტორინგის განხორციელებავიდეომონიტორინგის განხორციელება დასაშვებია დანაშაულის თავიდან აცილების, მისი გამოვლენის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის, არასრულწლოვანის დაცვის (მათ შორის, მავნე ზეგავლენისგან დაცვის), საიდუმლო ინფორმაციის დაცვის, გამოცდის/ტესტირების მიზნებისთვის, აგრეთვე სხვა საჯარო ან/და სხვა ლეგიტიმური ინტერესის სფეროსთვის მიკუთვნებული ამოცანების შესასრულებლად – თუ ვიდეომონიტორინგის განხორციელება მონაცემთა დამუშავების მიზნის ადეკვატური და პროპორციული საშუალებაა.ვიდეომონიტორინგის განსახორციელებლად დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია წერილობით განმარტოს ვიდეომონიტორინგის მიზანი, მოცულობა, ხანგრძლივობა და ვიდეოჩანაწერის შენახვის ვადა, ვიდეოჩანაწერზე წვდომის, მისი შენახვისა და განადგურების წესები და პირობები.თანამშრომლების ვიდეომონიტორინგი დაშვებულია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც სხვა მეთოდების გამოყენება არაპროპორციულია, ან დიდ ძალისხმევას მოითხოვს.დაუშვებელია ვიდეომონიტორინგის განხორციელება გამოსაცვლელ ოთახებში, ჰიგიენისთვის განკუთვნილ ადგილებში, ან ისეთ სივრცეში, სადაც სუბიექტს პირადი ცხოვრების დაცულობის გონივრული მოლოდინი აქვს, ან/და ვიდეომონიტორინგის განხორციელება საყოველთაოდ აღიარებულ ზნეობრივ ნორმებს ეწინააღმდეგება.ვიდეომონიტორინგის სისტემა და ვიდეოჩანაწერები დაცული უნდა იყოს არამართლზომიერი ხელყოფისა და გამოყენებისგან. დამუშავებისთვის პასუხისმგებელმა პირმა უნდა უზრუნველყოს ვიდეოჩანაწერებზე წვდომის თითოეული შემთხვევის აღრიცხვა, მათ შორის, წვდომის დროისა და მომხმარებლის სახელის აღრიცხვა, რომელიც წვდომის განმახორციელებელი პირის იდენტიფიცირების შესაძლებლობას იძლევა.მრავალბინიან სახლებში დასაშვებია ამ საცხოვრებელი შენობის საერთო შესასვლელისა და საცხოვრებელ შენობაში არსებული საერთო სივრცის ვიდეომონიტორინგის განხორციელება მესაკუთრეთა ნახევარზე მეტის წერილობითი თანხმობით. ბინის შესასვლელში ვიდეომონიტორინგი უნდა განახორციელოს თავად ბინის მესაკუთრემ იმგვარად, რომ ამით არ ილახებოდეს სხვა პირების ლეგიტიმური ინტერესები.დაუშვებელია ვიდეომონიტორინგის ფარულად განხორციელება – საჭიროა გამაფრთხილებელი ნიშნის გამოყენება. დამსაქმებელმა დასაქმებულები ვიდეომონიტორინგის შესახებ წერილობით უნდა გააფრთხილოს.აუდიომონიტორინგიაუდიომონიტორინგის განხორციელება დასაშვებია მონაცემთა სუბიექტის თანხმობით; საოქმო ჩანაწერის საწარმოებლად; დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესის დასაცავად, თუ განსაზღვრულია სათანადო და კონკრეტული ღონისძიებები მონაცემთა სუბიექტის უფლებებისა და ინტერესების დასაცავად;დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია წინასწარ ან აუდიომონიტორინგის დაწყებისთანავე გააფრთხილოს მონაცემთა სუბიექტი აუდიომონიტორინგის განხორციელების შესახებ და განუმარტოს უარის თქმის თაობაზე მისი უფლება (ასეთის არსებობის შემთხვევაში). მონაცემთა სუბიექტის ინფორმირების მტკიცების ტვირთი ეკისრება დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს.მონაცემთა სუბიექტის სახელის, გვარის, მისამართის, ტელეფონის ნომრისა და ელექტრონული ფოსტის მისამართის გარდა, პირდაპირი მარკეტინგის მიზნით სხვა მონაცემთა დამუშავებისთვის აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობა.ყველა ადამიანს აქვს უფლება მონაცემთა შემგროვებელი პირისგან მიიღოს ინფორმაცია მიზნებისა და სამართლებრივი საფუძვლების, მონაცემთა სავალდებულო მიწოდებისა და უარის თქმის სამართლებრივი შედეგების შესახებ.პირს უფლება აქვს მოითხოვოს ინფორმაცია მისი მონაცემების დამუშავების შესახებ, მონაცემთა შეგროვების წყაროების, მონაცემთა შენახვის ვადის, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მისი მონაცემების გადაცემის სამართლებრივი საფუძვლების და გადაცემის მიზნების შესახებ, აგრეთვე მესამე პირებისთვის ინფორმაციის გადაცემის შესახებ. მას ასევე აქვს უფლება განიხილოს და შეიტანოს ცვლილებები მასში.მას ასევე აქვს უფლება მოითხოვოს მონაცემების განადგურება ან დაბლოკვა, თუ მონაცემები უკანონოდ იქნა შეგროვებული, ან თუ იგი აღარ არის თანახმა მიაწოდოს მონაცემები.მონაცემთა დაცვამონაცემთა დამუშავებისას საჭირო იქნება ზომების მიღება გაჟონვის აღკვეთის მიზნით, მონაცემთა კატეგორიების, მათი დამუშავების მიზნის გათვალისწინება. ამასთან, მონაცემთა დამუშავების ყველა აქტივობა უნდა აღიწეროს და ყველა ინციდენტის შესახებ უნდა ეცნობოს მონაცემთა დაცვის სახელმწიფო ინსპექტორს.საჯარო დაწესებულება, სადაზღვევო ორგანიზაცია, კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, საკრედიტო ბიურო, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია, ავიაკომპანია, აეროპორტი, სამედიცინო დაწესებულება (რომელიც წელიწადში სულ მცირე 10 ათას პაციენტს ემსახურება), ვალდებული არიან დანიშნონ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი. ოფიცერმა თვალყური უნდა ადევნოს მონაცემთა დამუშავებას, განიხილოს საჩივრები, წარადგინოს კომპანია სახელმწიფო ინსპექტორთან ურთიერთობისას, გასცეს ინფორმაცია იმ პირებზე, ვისი მონაცემებიც მუშავდება.თუ მონაცემთა დამუშავება ხდება საქართველოს ფარგლებს გარეთ, ის, ვინც ამუშავებს მონაცემებს, ვალდებულია დანიშნოს საქართველოში სპეციალური წარმომადგენელი.ვის არ ეხება კანონიკანონი არ ვრცელდება ფიზიკური პირის მიერ აშკარად პირადი მიზნით ან/და ოჯახური საქმიანობის ფარგლებში მონაცემთა დამუშავებაზე, რომელიც დაკავშირებული არ არის მის სამეწარმეო ან/და ეკონომიკურ, პროფესიულ საქმიანობასთან ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან.ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება: სახელმწიფო უსაფრთხოების (მათ შორის, ეკონომიკური უსაფრთხოების), თავდაცვის, სადაზვერვო და კონტრდაზვერვითი საქმიანობების მიზნებისთვის მონაცემთა დამუშავებაზე; დანაშაულის თავიდან აცილების, გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნის, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნებისთვის სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ მონაცემთა ნახევრად ავტომატური საშუალებებით დამუშავებაზე და არაავტომატური საშუალებებით დამუშავებაზე.გარდა ამისა, კანონი არ ვრცელდება მასმედიის მუშაობაზე, აკადემიური, სახელოვნებო და ლიტერატურული მიზნებისთვის მონაცემთა დამუშავებაზე, ასევე მოსახლეობის აღწერის მიზნით მონაცემთა დამუშავებაზე.წყარო - პარლამენტი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24849/21/248492183_167:0:2834:2000_1920x0_80_0_0_834b17a8ba04414efe3a611600370264.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საზოგადოება
რა წესების დაცვით განხორციელდება საქართველოში აუდიო- და ვიდეომონიტორინგი - ახალი მიდგომა
09:44 15.06.2023 (განახლებულია: 16:45 15.06.2023) ამჟამად საქართველოში მოქმედებს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“, რომელიც 2011 წელს მიიღეს.
თბილისი, 15 ივნისი – Sputnik. განახლებული კანონი „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად მოსმენებისა და ვიდეოთვალთვალის საკითხს არეგულირებს, საქართველოს პრეზიდენტის ხელმოწერას ელოდება.
კანონის განახლება, რომელიც პერსონალური ინფორმაციის დაცვას უზრუნველყოფს, საქართველოს კანონმდებლობის ევროპულთან ჰარმონიზაციის სამუშაოს ნაწილია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად, რომელიც 2016 წლის 1 ივლისს ამოქმედდა.
მოქმედი კანონი „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ ევროკავშირთან ხელშეკრულების ხელმოწერამდე, 2011 წლის იანვარში მიიღეს და მასში ამ დრომდე 26 ცვლილებაა შეტანილი.
კანონის განახლებული ვერსია მოიცავს პერსონალური ინფორმაციის დაცვის გარანტიებს, რაც იძლევა სხვადასხვა ასპექტების იდენტიფიცირების საშუალებას: პირის ვინაობის, მისი ადგილმდებარეობის, ეკონომიკური მდგომარეობის, სპეციალური ნიშნების, პირადი ცხოვრების, ჯანმრთელობის, ბიომეტრიული და გენეტიკური მონაცემების.
ასეთი მონაცემების დამუშავება შესაძლებელია მხოლოდ სუბიექტის თანხმობით ერთი ან რამდენიმე მიზნით, ან, საჭიროების შემთხვევაში, ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად – სუბიექტთან შეთანხმებით, თუ ეს აუცილებელია კანონის აღსრულებისთვის, სიცოცხლის დასაცავად, ამოცანების შესასრულებლად, რაც ნაკარნახევია საზოგადოებრივი ინტერესით, მესამე მხარის კანონიერი ინტერესების დასაცავად.
ამ დროს ასეთი მონაცემების დამუშავების სამართლებრივი დასაბუთება უნდა იყოს წარმოდგენილი მონაცემთა დამმუშავებლის მიერ.
სპეციალური მონაცემები
თუ საუბარია პირის ეთნიკურ და რასობრივ კუთვნილებასთან დაკავშირებულ მონაცემებზე, მის პოლიტიკურ, რელიგიურ თუ ფილოსოფიურ შეხედულებებზე, პროფკავშირის წევრობაზე, მონაცემებზე ჯანმრთელობის, სექსუალური ცხოვრების, ნასამართლეობის, დანაშაულისთვის მსჯავრდების, ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლის სტატუსის შესახებ, სექსუალურ ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულებზე ან ოჯახურ ძალადობაზე, აგრეთვე ბიომეტრიულ და გენეტიკურ მონაცემებზე, ამ შემთხვევაში მონაცემთა დამუშავება ხორციელდება მხოლოდ პირის წერილობითი თანხმობით, ან იმ შემთხვევაში, თუ ეს ეფუძნება სასიცოცხლო ინტერესების დაცვას, ან თუ შეუძლებელია პირის მხრიდან თანხმობის მიცემა.
ასეთი მონაცემები შეიძლება დამუშავდეს ასევე, თუ საუბარია მონაცემთა დამუშავებაზე ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფისა და სოციალური დაცვის სისტემაში დანაშაულის თავიდან აცილების მიზნით, გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნის, მართლმსაჯულების განსახორციელებლად და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დასაცავად.
ასევე შესაძლებელია ასეთი მონაცემების დამუშავება შრომითი ვალდებულებების შესასრულებლად, მათ შორის დასაქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისა და შრომითი შესაძლებლობების შეფასებისას, აგრეთვე თუ ისინი გამოქვეყნდა თავად პირის მიერ მათ გამოყენებაზე აკრძალვის მითითების გარეშე.
გარდა ამისა, ასეთი მონაცემების დამუშავება თავიანთი მიზნების განსახორციელებლად დასაშვებია პოლიტიკური პარტიების, ფილოსოფიური, რელიგიური და პროფესიული გაერთიანებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, თუ საუბარია მათ ამჟამინდელ და ყოფილ წევრებზე, ან ორგანიზაციებთან მუდმივ კონტაქტში მყოფ პირებზე, მათთან შეუთანხმებლად მესამე მხარისთვის მონაცემთა გადაცემის გარეშე.
თუ საუბარია არასრულწლოვან პირებზე. 14 წელს მიღწეულები თავად იძლევიან თანხმობას მათი მონაცემების დამუშავებაზე, ხოლო თუ 14 წელზე უმცროსები არიან, თანხმობას იძლევიან მათი მშობლები ან წარმომადგენლები.
ვიდეომონიტორინგის განხორციელება
ვიდეომონიტორინგის განხორციელება დასაშვებია დანაშაულის თავიდან აცილების, მისი გამოვლენის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის, არასრულწლოვანის დაცვის (მათ შორის, მავნე ზეგავლენისგან დაცვის), საიდუმლო ინფორმაციის დაცვის, გამოცდის/ტესტირების მიზნებისთვის, აგრეთვე სხვა საჯარო ან/და სხვა ლეგიტიმური ინტერესის სფეროსთვის მიკუთვნებული ამოცანების შესასრულებლად – თუ ვიდეომონიტორინგის განხორციელება მონაცემთა დამუშავების მიზნის ადეკვატური და პროპორციული საშუალებაა.
ვიდეომონიტორინგის განსახორციელებლად დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია წერილობით განმარტოს ვიდეომონიტორინგის მიზანი, მოცულობა, ხანგრძლივობა და ვიდეოჩანაწერის შენახვის ვადა, ვიდეოჩანაწერზე წვდომის, მისი შენახვისა და განადგურების წესები და პირობები.
თანამშრომლების ვიდეომონიტორინგი დაშვებულია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც სხვა მეთოდების გამოყენება არაპროპორციულია, ან დიდ ძალისხმევას მოითხოვს.
დაუშვებელია ვიდეომონიტორინგის განხორციელება გამოსაცვლელ ოთახებში, ჰიგიენისთვის განკუთვნილ ადგილებში, ან ისეთ სივრცეში, სადაც სუბიექტს პირადი ცხოვრების დაცულობის გონივრული მოლოდინი აქვს, ან/და ვიდეომონიტორინგის განხორციელება საყოველთაოდ აღიარებულ ზნეობრივ ნორმებს ეწინააღმდეგება.
ვიდეომონიტორინგის სისტემა და ვიდეოჩანაწერები დაცული უნდა იყოს არამართლზომიერი ხელყოფისა და გამოყენებისგან. დამუშავებისთვის პასუხისმგებელმა პირმა უნდა უზრუნველყოს ვიდეოჩანაწერებზე წვდომის თითოეული შემთხვევის აღრიცხვა, მათ შორის, წვდომის დროისა და მომხმარებლის სახელის აღრიცხვა, რომელიც წვდომის განმახორციელებელი პირის იდენტიფიცირების შესაძლებლობას იძლევა.
მრავალბინიან სახლებში დასაშვებია ამ საცხოვრებელი შენობის საერთო შესასვლელისა და საცხოვრებელ შენობაში არსებული საერთო სივრცის ვიდეომონიტორინგის განხორციელება მესაკუთრეთა ნახევარზე მეტის წერილობითი თანხმობით. ბინის შესასვლელში ვიდეომონიტორინგი უნდა განახორციელოს თავად ბინის მესაკუთრემ იმგვარად, რომ ამით არ ილახებოდეს სხვა პირების ლეგიტიმური ინტერესები.
დაუშვებელია ვიდეომონიტორინგის ფარულად განხორციელება – საჭიროა გამაფრთხილებელი ნიშნის გამოყენება. დამსაქმებელმა დასაქმებულები ვიდეომონიტორინგის შესახებ წერილობით უნდა გააფრთხილოს.
აუდიომონიტორინგი
აუდიომონიტორინგის განხორციელება დასაშვებია მონაცემთა სუბიექტის თანხმობით; საოქმო ჩანაწერის საწარმოებლად; დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესის დასაცავად, თუ განსაზღვრულია სათანადო და კონკრეტული ღონისძიებები მონაცემთა სუბიექტის უფლებებისა და ინტერესების დასაცავად;
დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია წინასწარ ან აუდიომონიტორინგის დაწყებისთანავე გააფრთხილოს მონაცემთა სუბიექტი აუდიომონიტორინგის განხორციელების შესახებ და განუმარტოს უარის თქმის თაობაზე მისი უფლება (ასეთის არსებობის შემთხვევაში). მონაცემთა სუბიექტის ინფორმირების მტკიცების ტვირთი ეკისრება დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს.
მონაცემთა სუბიექტის სახელის, გვარის, მისამართის, ტელეფონის ნომრისა და ელექტრონული ფოსტის მისამართის გარდა, პირდაპირი მარკეტინგის მიზნით სხვა მონაცემთა დამუშავებისთვის აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობა.
ყველა ადამიანს აქვს უფლება მონაცემთა შემგროვებელი პირისგან მიიღოს ინფორმაცია მიზნებისა და სამართლებრივი საფუძვლების, მონაცემთა სავალდებულო მიწოდებისა და უარის თქმის სამართლებრივი შედეგების შესახებ.
პირს უფლება აქვს მოითხოვოს ინფორმაცია მისი მონაცემების დამუშავების შესახებ, მონაცემთა შეგროვების წყაროების, მონაცემთა შენახვის ვადის, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მისი მონაცემების გადაცემის სამართლებრივი საფუძვლების და გადაცემის მიზნების შესახებ, აგრეთვე მესამე პირებისთვის ინფორმაციის გადაცემის შესახებ. მას ასევე აქვს უფლება განიხილოს და შეიტანოს ცვლილებები მასში.
მას ასევე აქვს უფლება მოითხოვოს მონაცემების განადგურება ან დაბლოკვა, თუ მონაცემები უკანონოდ იქნა შეგროვებული, ან თუ იგი აღარ არის თანახმა მიაწოდოს მონაცემები.
მონაცემთა დაცვა
მონაცემთა დამუშავებისას საჭირო იქნება ზომების მიღება გაჟონვის აღკვეთის მიზნით, მონაცემთა კატეგორიების, მათი დამუშავების მიზნის გათვალისწინება. ამასთან, მონაცემთა დამუშავების ყველა აქტივობა უნდა აღიწეროს და ყველა ინციდენტის შესახებ უნდა ეცნობოს მონაცემთა დაცვის სახელმწიფო ინსპექტორს.
საჯარო დაწესებულება, სადაზღვევო ორგანიზაცია, კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, საკრედიტო ბიურო, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია, ავიაკომპანია, აეროპორტი, სამედიცინო დაწესებულება (რომელიც წელიწადში სულ მცირე 10 ათას პაციენტს ემსახურება), ვალდებული არიან დანიშნონ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი. ოფიცერმა თვალყური უნდა ადევნოს მონაცემთა დამუშავებას, განიხილოს საჩივრები, წარადგინოს კომპანია სახელმწიფო ინსპექტორთან ურთიერთობისას, გასცეს ინფორმაცია იმ პირებზე, ვისი მონაცემებიც მუშავდება.
თუ მონაცემთა დამუშავება ხდება საქართველოს ფარგლებს გარეთ, ის, ვინც ამუშავებს მონაცემებს, ვალდებულია დანიშნოს საქართველოში სპეციალური წარმომადგენელი.
ვის არ ეხება კანონი
კანონი არ ვრცელდება ფიზიკური პირის მიერ აშკარად პირადი მიზნით ან/და ოჯახური საქმიანობის ფარგლებში მონაცემთა დამუშავებაზე, რომელიც დაკავშირებული არ არის მის სამეწარმეო ან/და ეკონომიკურ, პროფესიულ საქმიანობასთან ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან.
ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება: სახელმწიფო უსაფრთხოების (მათ შორის, ეკონომიკური უსაფრთხოების), თავდაცვის, სადაზვერვო და კონტრდაზვერვითი საქმიანობების მიზნებისთვის მონაცემთა დამუშავებაზე; დანაშაულის თავიდან აცილების, გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნის, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნებისთვის სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ მონაცემთა ნახევრად ავტომატური საშუალებებით დამუშავებაზე და არაავტომატური საშუალებებით დამუშავებაზე.
გარდა ამისა, კანონი არ ვრცელდება მასმედიის მუშაობაზე, აკადემიური, სახელოვნებო და ლიტერატურული მიზნებისთვის მონაცემთა დამუშავებაზე, ასევე მოსახლეობის აღწერის მიზნით მონაცემთა დამუშავებაზე.