https://sputnik-georgia.com/20230615/qalma-tyuili-moigona-rata-misi-yofili-satrtfo-sxvastan-ertad-ar-gafreniliyo-278618301.html
ყოფილი სატრფო სხვასთან ერთად რომ არ გაფრენილიყო: სტიუარდესა დაპატიმრებულია
ყოფილი სატრფო სხვასთან ერთად რომ არ გაფრენილიყო: სტიუარდესა დაპატიმრებულია
Sputnik საქართველო
თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. პოლიციამ დააკავა ბორტგამცილებელი ქალი, რომელმაც თვითმფრინავში ბომბების არსებობა მხოლოდ იმისთვის გამოიგონა, რომ მისი ყოფილი... 15.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-15T17:13+0400
2023-06-15T17:13+0400
2023-07-20T15:52+0400
მსოფლიო დღეს
შემთხვევები
ახალი ამბები
საზოგადოება
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23810/50/238105034_0:204:2917:1845_1920x0_80_0_0_d2adf7fb81131b28d28b58c043868c78.jpg
თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. პოლიციამ დააკავა ბორტგამცილებელი ქალი, რომელმაც თვითმფრინავში ბომბების არსებობა მხოლოდ იმისთვის გამოიგონა, რომ მისი ყოფილი შეყვარებული მაიამიში ვერ გაფრენილიყო, იუწყება მასმედიაგავრცელებული ინფორმაციით, საუბარია არგენტინელ დანიელა კარბონეზე, რომელიც შეყვარებულმა სხვა ქალის გულისთვის მიატოვა და ახლა სწორედ მასთან ერთად აპირებდა მაიამიში გამგზავრებას.როგორც გაირკვა, დანიელამ თავისი ქალიშვილის ტელეფონიდან დაურეკა თვითმფრინავის პილოტს და სპეციალური პროგრამით შეცვლილი ხმით აცნობა, რომ ბორტზე სამი ბომბი იყო დამალული. ბომბები თვითმფრინავის აფრენის შემთხვევაში აფეთქდებოდა და ხომალდს ნაწილებად დაშლიდა.იმისათვის, რომ პილოტს მისი მოთხოვნა შეესრულებინა, დანიელამ მუქარით აცნობა, რომ იცოდა, სად სწავლობდნენ მისი შვილები.შედეგად, რეისი გადაიდო, ხოლო 270 მგზავრი ხომალდიდან ჩამოსვეს. ავიაკომპანიას ამით დაახლოებით მილიონი დოლარის ზარალი მიადგა.პოლიციამ დანიელა კარბონე იმავე დღეს დააკავა ბუენოს-აირესის აეროპორტში. თუ მისი ბრალი დადასტურდება, ქალს ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრება.აღინიშნება, რომ დანიელას ყოფილი შეყვარებული პიჩო და მისი ახალი სატრფო კლარინი იგივე ავიაკომპანიის ბორტგამცილებლები არიან. როგორც თანამშრომლებმა განუცხადეს გამოცემას, დანიელა და პიჩო ხუთი წელი იყვნენ ერთად, თუმცა შემდეგ კაცმა ის უფრო ახალგაზრდა სტიუარდესას გულისთვის მიატოვა, რაც გახდა კიდეც მისი გამოხდომის მიზეზი.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23810/50/238105034_93:0:2824:2048_1920x0_80_0_0_3997be4128d3ead725d42cc5c531efc4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები, ახალი ამბები, საზოგადოება, მსოფლიოს ახალი ამბები
შემთხვევები, ახალი ამბები, საზოგადოება, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. პოლიციამ დააკავა ბორტგამცილებელი ქალი, რომელმაც თვითმფრინავში ბომბების არსებობა მხოლოდ იმისთვის გამოიგონა, რომ მისი ყოფილი შეყვარებული მაიამიში ვერ გაფრენილიყო, იუწყება მასმედია
გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია არგენტინელ დანიელა კარბონეზე, რომელიც შეყვარებულმა სხვა ქალის გულისთვის მიატოვა და ახლა სწორედ მასთან ერთად აპირებდა მაიამიში გამგზავრებას.
როგორც გაირკვა, დანიელამ თავისი ქალიშვილის ტელეფონიდან დაურეკა თვითმფრინავის პილოტს და სპეციალური პროგრამით შეცვლილი ხმით აცნობა, რომ ბორტზე სამი ბომბი იყო დამალული. ბომბები თვითმფრინავის აფრენის შემთხვევაში აფეთქდებოდა და ხომალდს ნაწილებად დაშლიდა.
იმისათვის, რომ პილოტს მისი მოთხოვნა შეესრულებინა, დანიელამ მუქარით აცნობა, რომ იცოდა, სად სწავლობდნენ მისი შვილები.
შედეგად, რეისი გადაიდო, ხოლო 270 მგზავრი ხომალდიდან ჩამოსვეს. ავიაკომპანიას ამით დაახლოებით მილიონი დოლარის ზარალი მიადგა.
პოლიციამ დანიელა კარბონე იმავე დღეს დააკავა ბუენოს-აირესის აეროპორტში. თუ მისი ბრალი დადასტურდება, ქალს ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრება.
აღინიშნება, რომ დანიელას ყოფილი შეყვარებული პიჩო და მისი ახალი სატრფო კლარინი იგივე ავიაკომპანიის ბორტგამცილებლები არიან. როგორც თანამშრომლებმა განუცხადეს გამოცემას, დანიელა და პიჩო ხუთი წელი იყვნენ ერთად, თუმცა შემდეგ კაცმა ის უფრო ახალგაზრდა სტიუარდესას გულისთვის მიატოვა, რაც გახდა კიდეც მისი გამოხდომის მიზეზი.