პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerდაკავებული ხელბორკილით
დაკავებული ხელბორკილით - Sputnik საქართველო, 1920, 15.06.2023
გამოწერა
НовостиTelegram
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს სასჯელის სახით ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქე, 50 წლის პირი პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულს დაქირავებული ჰქონდა სალონი, სადაც დასაქმებული პირები კლიენტებს თანხის სანაცვლოდ სექსუალურ მომსახურებას უწევდნენ, მიღებულ ანაზღაურებას კი მას სისტემატურად უნაწილებდნენ.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ პროსტიტუციის ხელშეწყობასა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემას გულისხმობს.
ყველა ახალი ამბავი
0