https://sputnik-georgia.com/20230615/lavrovi-marcvleulis-setanxmebis-sewyvetit-daimuqra-278597696.html
რუსეთის მოთხოვნები უნდა შესრულდეს: ლავროვი მარცვლეულის გარიგების შეწყვეტით დაიმუქრა
რუსეთის მოთხოვნები უნდა შესრულდეს: ლავროვი მარცვლეულის გარიგების შეწყვეტით დაიმუქრა
Sputnik საქართველო
თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. მარცვლეულის შეთანხმება, რომელსაც ვადა 18 ივლისს ეწურება, მხოლოდ იმ შემთხვევაში გახანგრძლივდება, თუ რუსეთის მოთხოვნები შესრულდება... 15.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-15T10:39+0400
2023-06-15T10:39+0400
2023-07-20T15:52+0400
რუსეთი
მარცვლეულის გარიგება
პოლიტიკა
ახალი ამბები
სერგეი ლავროვი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/18/277028705_0:0:3137:1765_1920x0_80_0_0_3daf137a2027d921fd1d4c7ce9978da5.jpg
თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. მარცვლეულის შეთანხმება, რომელსაც ვადა 18 ივლისს ეწურება, მხოლოდ იმ შემთხვევაში გახანგრძლივდება, თუ რუსეთის მოთხოვნები შესრულდება, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.მისი თქმით, 2022 წლის 22 ივლისს ხელმოწერილი „სტამბულის პაკეტი“ დღემდე მხოლოდ უკრაინული სურსათის ექსპორტის კუთხით ხორციელდება, ხოლო რუსეთი–გაეროს მემორანდუმი, რომლის მიზანიც რუსულ სოფლის მეურნეობის პროდუქტებსა და სასუქებზე დასავლური „ცალმხრივი უკანონო სანქციების“ რეალური მოხსნაა, ისევ არ სრულდება.შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა, რომელსაც 2022 წლის 22 ივლისს მოაწერეს ხელი რუსეთის, თურქეთის, უკრაინისა და გაეროს წარმომადგენლებმა, უკრაინული მარცვლეულის, სურსათისა და სასუქის შავი ზღვის გავლით ექსპორტს გულისხმობს.მარცვლეულის ინიციატივა შეთანხმების მთავარი ნაწილია. მეორე ნაწილია რუსეთი–გაეროს მემორანდუმი, რომელიც სამ წელზეა გათვლილი და ითვალისწინებს: რუსული სურსათისა და სასუქების ექსპორტის განბლოკვას, „როსსელხოზბანკის“ SWIFT-თან ხელახლა დაკავშირებას, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, სათადარიგო ნაწილებისა და სერვისების მიწოდების განახლებას, ტოლიატი-ოდესის ამიაკის მილსადენის მუშაობის აღდგენასა და რიგ სხვა ღონისძიებებს.2023 წლის 18 მაისს რუსეთმა ხელშეკრულება 60 დღით — 17 ივლისამდე გაახანგრძლივა.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/18/277028705_406:0:3137:2048_1920x0_80_0_0_625f9db639862f4dd36b1928ed4c476f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, მარცვლეულის გარიგება, პოლიტიკა, ახალი ამბები, სერგეი ლავროვი, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი, მარცვლეულის გარიგება, პოლიტიკა, ახალი ამბები, სერგეი ლავროვი, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. მარცვლეულის შეთანხმება, რომელსაც ვადა 18 ივლისს ეწურება, მხოლოდ იმ შემთხვევაში გახანგრძლივდება, თუ რუსეთის მოთხოვნები შესრულდება, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
მისი თქმით, 2022 წლის 22 ივლისს ხელმოწერილი „სტამბულის პაკეტი“ დღემდე მხოლოდ უკრაინული სურსათის ექსპორტის კუთხით ხორციელდება, ხოლო რუსეთი–გაეროს მემორანდუმი, რომლის მიზანიც რუსულ სოფლის მეურნეობის პროდუქტებსა და სასუქებზე დასავლური „ცალმხრივი უკანონო სანქციების“ რეალური მოხსნაა, ისევ არ სრულდება.
„იძულებული ვარ კიდევ ერთხელ განვაცხადო: თუ სტამბულის პაკეტი 17 ივლისამდე არ ამუშავდება, როგორც ამას გაეროს გენერალური მდივნის ინიციატივა ითვალისწინებს, მაშინ [მარცვლეულის გარიგების] რაიმე შემდგომ გახანგრძლივებაზე საუბარი აღარ იქნება", — თქვა ლავროვმა.
შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა, რომელსაც 2022 წლის 22 ივლისს მოაწერეს ხელი რუსეთის, თურქეთის, უკრაინისა და გაეროს წარმომადგენლებმა, უკრაინული მარცვლეულის, სურსათისა და სასუქის შავი ზღვის გავლით ექსპორტს გულისხმობს.
მარცვლეულის ინიციატივა შეთანხმების მთავარი ნაწილია. მეორე ნაწილია რუსეთი–გაეროს მემორანდუმი, რომელიც სამ წელზეა გათვლილი და ითვალისწინებს: რუსული სურსათისა და სასუქების ექსპორტის განბლოკვას, „როსსელხოზბანკის“ SWIFT-თან ხელახლა დაკავშირებას, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, სათადარიგო ნაწილებისა და სერვისების მიწოდების განახლებას, ტოლიატი-ოდესის ამიაკის მილსადენის მუშაობის აღდგენასა და რიგ სხვა ღონისძიებებს.
2023 წლის 18 მაისს რუსეთმა ხელშეკრულება 60 დღით — 17 ივლისამდე გაახანგრძლივა.