https://sputnik-georgia.com/20230615/lada-x-cross-5-278610743.html
„ავტოვაზმა“ პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე ახალი Lada X-Cross 5 წარადგინა
„ავტოვაზმა“ პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე ახალი Lada X-Cross 5 წარადგინა
Sputnik საქართველო
თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. რუსულმა კომპანია „ავტოვაზმა“ პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე ახალი მოდელი Lada X-Cross 5 წარადგინა, რომლის წარმოებაც... 15.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-15T14:23+0400
2023-06-15T14:23+0400
2023-08-17T12:46+0400
სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმი
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/0f/278610541_0:140:3145:1909_1920x0_80_0_0_a1e0e9a92d5830f85d920c5be3d0cb30.jpg
თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. რუსულმა კომპანია „ავტოვაზმა“ პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე ახალი მოდელი Lada X-Cross 5 წარადგინა, რომლის წარმოებაც ამ კვირაში დაიწყება Nissan-ის ყოფილ ქარხანაში, იუწყება „რია ნოვოსტი“.გავრცელებული ინფორმაციით, „ავტოვაზი“ ამ ავტომობილის წარმოებას ჩინელ პარტნიორთან ერთად გეგმავს, თუმცა, თუ კონკრეტულად ვისზეა საუბარი, ეს ჯერ უცნობია.მანამდე კომპანიის პრეზიდენტმა მაქსიმ სოკოლოვმა სააგენტოს განუცხადა, რომ სიახლემ ასეთი სახელი გაზრდილი გამავლობის უნარის გამო მიიღო.გასული წლის მაისის შუა რიცხვებში კომპანია „რენომ“ „ავტოვაზში“ თავისი წილი (67,69%) რუსეთს სახელმწიფო საკუთრებაში გადასცა. ამ დროისათვის ბრენდი მოდელების ოთხი ოჯახისგან შედგება. ესენია: Vesta, Largus, Granta და Niva.ავტობრენდის გაყიდვებმა 2022 წელს 188,6 ათასი ავტომობილი შეადგინა, რაც 46%-ით ნაკლებია 2021 წლის მაჩვენებელზე.სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი 14 ივნისს გაიხსნა და მისი მუშაობა 17 ივნისამდე გასტანს.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/0f/278610541_207:0:2936:2047_1920x0_80_0_0_3024516e4cc22a72c1e0df58a5b2e583.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმი, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთი
სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმი, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთი
თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. რუსულმა კომპანია „ავტოვაზმა“ პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე ახალი მოდელი Lada X-Cross 5 წარადგინა, რომლის წარმოებაც ამ კვირაში დაიწყება Nissan-ის ყოფილ ქარხანაში, იუწყება
„რია ნოვოსტი“. გავრცელებული ინფორმაციით, „ავტოვაზი“ ამ ავტომობილის წარმოებას ჩინელ პარტნიორთან ერთად გეგმავს, თუმცა, თუ კონკრეტულად ვისზეა საუბარი, ეს ჯერ უცნობია.
მანამდე კომპანიის პრეზიდენტმა მაქსიმ სოკოლოვმა სააგენტოს განუცხადა, რომ სიახლემ ასეთი სახელი გაზრდილი გამავლობის უნარის გამო მიიღო.
გასული წლის მაისის შუა რიცხვებში კომპანია „რენომ“ „ავტოვაზში“ თავისი წილი (67,69%) რუსეთს სახელმწიფო საკუთრებაში გადასცა. ამ დროისათვის ბრენდი მოდელების ოთხი ოჯახისგან შედგება. ესენია: Vesta, Largus, Granta და Niva.
ავტობრენდის გაყიდვებმა 2022 წელს 188,6 ათასი ავტომობილი შეადგინა, რაც 46%-ით ნაკლებია 2021 წლის მაჩვენებელზე.
სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი 14 ივნისს გაიხსნა და მისი მუშაობა 17 ივნისამდე გასტანს.