https://sputnik-georgia.com/20230615/feiki-da-montaji-zurab-abasize-gamoqveynebul-audiocanawerebze-278626640.html
„ფეიკი“ და მონტაჟი - ზურაბ აბაშიძე გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერებზე
„ფეიკი“ და მონტაჟი - ზურაბ აბაშიძე გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერებზე
Sputnik საქართველო
ორი წელი საკმარისი დროა იმისთვის, რომ დაამონტაჟო ისე, როგორც გინდა, განაცხადა აბაშიძემ. 15.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-15T22:22+0400
2023-06-15T22:22+0400
2023-06-15T23:12+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
რუსეთი
ქართულ–რუსული ურთიერთობები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23986/56/239865696_0:58:2000:1183_1920x0_80_0_0_b270752c419b1072eb48f147d6752a2b.jpg
თბილისი, 15 ივნისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ მონტაჟი და „ფეიკი“ უწოდა გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერებს – საუბარია მის სატელეფონო საუბრებზე რუს ტელეწამყვან ვლადიმირ პოზნერთან და ბიზნესმენ მარკ ზილბერტკვიტთან.აუდიოჩანაწერი YouТube-ზე 14 ივნისს აიტვირთა და 2021 წლის აპრილით არის დათარიღებული, როდესაც პოზნერმა ოპოზიციის მიერ აგორებული სკანდალის შემდეგ საქართველო დატოვა. აუდიოჩანაწერში აბაშიძე თანამოსაუბრეებთან სიტუაციას განიხილავს და აქციის მონაწილეებს „მახინჯებს“ უწოდებს.ცნობილ რუს ტელეწამყვანს ვლადიმირ პოზნერს, რომელსაც 1 აპრილს დაბადების დღე საქართველოში ფეშენებელურ რესტორანში 50-მდე ჩამოსულ სტუმართან ერთად უნდა აღენიშნა, საპროტესტო აქციებით შეხვდნენ. საპროტესტო აქციის მონაწილეებისთვის მიუღებელი იყო მისი წლების წინ ნათქვამი აფხაზეთის შესახებ, ასევე ისინი აღშფოთდნენ კოვიდ-რეგულაციების დარღვევის გამო, რადგან ქვეყანაში ე.წ. კომენდანტის საათი მოქმედებდა (21:00-დან 05:00 საათამდე) და აკრძალული იყო 10 კაცზე მეტის შეკრება.პოზნერის დაბადების დღის ვახშამი თბილისში ჩაიშალა, რუსი ტელეწამყვანი იძულებული გახდა ქვეყანა დაგეგმილზე ადრე დაეტოვებინა.მიუხედავად იმისა, რომ ეს პოზნერის თბილისში გადახდილი რიგით მესამე დაბადების დღე იყო, ასეთი „მიღება“ რუს ჟურნალისტს პირველად მოუწყვეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23986/56/239865696_223:0:2000:1333_1920x0_80_0_0_740786ff511e5241fcdfc1122b1f6a9e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები
„ფეიკი“ და მონტაჟი - ზურაბ აბაშიძე გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერებზე
22:22 15.06.2023 (განახლებულია: 23:12 15.06.2023) ორი წელი საკმარისი დროა იმისთვის, რომ დაამონტაჟო ისე, როგორც გინდა, განაცხადა აბაშიძემ.
თბილისი, 15 ივნისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ მონტაჟი და „ფეიკი“ უწოდა გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერებს – საუბარია მის სატელეფონო საუბრებზე რუს ტელეწამყვან ვლადიმირ პოზნერთან და ბიზნესმენ მარკ ზილბერტკვიტთან.
აუდიოჩანაწერი YouТube-ზე 14 ივნისს აიტვირთა და 2021 წლის აპრილით არის დათარიღებული, როდესაც პოზნერმა ოპოზიციის მიერ აგორებული სკანდალის შემდეგ საქართველო დატოვა. აუდიოჩანაწერში აბაშიძე თანამოსაუბრეებთან სიტუაციას განიხილავს და აქციის მონაწილეებს „მახინჯებს“ უწოდებს.
„საუბარი არის დაჩეხილი, „ფეიკი”. ორი წელი საკმარისი დროა იმისთვის, რომ დაამონტაჟო ისე, როგორც გინდა”, – განაცხადა აბაშიძემ.
ცნობილ რუს ტელეწამყვანს ვლადიმირ პოზნერს, რომელსაც 1 აპრილს დაბადების დღე საქართველოში ფეშენებელურ რესტორანში 50-მდე ჩამოსულ სტუმართან ერთად უნდა აღენიშნა, საპროტესტო აქციებით შეხვდნენ. საპროტესტო აქციის მონაწილეებისთვის მიუღებელი იყო მისი წლების წინ ნათქვამი აფხაზეთის შესახებ, ასევე ისინი აღშფოთდნენ კოვიდ-რეგულაციების დარღვევის გამო, რადგან ქვეყანაში ე.წ. კომენდანტის საათი მოქმედებდა (21:00-დან 05:00 საათამდე) და აკრძალული იყო 10 კაცზე მეტის შეკრება.
პოზნერის დაბადების დღის ვახშამი თბილისში ჩაიშალა, რუსი ტელეწამყვანი იძულებული გახდა ქვეყანა დაგეგმილზე ადრე დაეტოვებინა.
მიუხედავად იმისა, რომ ეს პოზნერის თბილისში გადახდილი რიგით მესამე დაბადების დღე იყო, ასეთი „მიღება“ რუს ჟურნალისტს პირველად მოუწყვეს.