ბათუმში მიმავალ ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა: სატრანსპორტო საშუალება მთლიანად დაიწვა

© photo: Sputnik / Stringerპოლიცია
პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 15.06.2023
გამოწერა
НовостиTelegram
ამ დროისათვის უცნობია ხანძრის გაჩენის მიზეზი.
თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. გორთან ახლოს სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
შემთხვევა გუშინ, გვიან საღამოს ავტობანზე, სოფელ აღაიანის მონაკვეთზე მოხდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
ამ დროისათვის უცნობია ხანძრის გაჩენის მიზეზი. მგზავრების ინფორმაციით, კვამლი ავტობუსის უკანა ნაწილში შენიშნეს და სალონი მალევე დატოვეს.
სამგზავრო ავტობუსი კომპანია „მეტროს" ეკუთვნის. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო და საპატრულო პოლიციის ბრიგადები.
ყველა ახალი ამბავი
0