თბილისის კონსერვატორიამ STEINWAY-ს როიალები მიიღო

© Ministry of Culture, Sport and Youth of Georgiaროიალი STEINWAY & SONS
როიალი STEINWAY & SONS - Sputnik საქართველო, 1920, 15.06.2023
გამოწერა
STEINWAY & SONS-მა 2025 წლამდე კონსერვატორიას ეტაპობრივად 78 როიალი უნდა მიაწოდოს.
თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიისთვის მსოფლიოში ცნობილი კომპანია STEINWAY & SONS-ის როიალების მიწოდება გრძელდება – ინსტრუმენტების მესამე პარტია სასწავლებელს უკვე ჩაბარდა, ნათქვამია საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კულტურის სამინისტრომ STEINWAY & SONS-თან თანამშრომლობა ჯერ კიდევ 2021 წელს დაიწყო, უმაღლეს სასწავლებელს უკვე გადაეცა შვიდი ინსტრუმენტი, რომლებიც განთავსდა თბილისის კონსერვატორიის აუდიტორიებში.
მუსიკალური ინსტრუმენტების დეფიციტი უკვე მრავალი წელია კონსერვატორიის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა და მის მოსაგვარებლად კულტურის სამინისტრო მუშაობს. საქართველოს კულტურის სამინისტროსა და როიალების მწარმოებელ კომპანიას შორის თანამშრომლობის პროცესში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ამერიკაში მცხოვრებმა წარმოშობით ქართველმა პიანისტმა გიორგი ლაცომ.
© Courtesy of Ministry of Culture, Sport and Youth of Georgiaკომპანია STEINWAY & SONS-ის როიალები
Рояли компании STEINWAY & SONS - Sputnik საქართველო, 1920, 15.06.2023
კომპანია STEINWAY & SONS-ის როიალები
შედეგად, მხარეებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანახმად, 2025 წლამდე კონსერვატორია ეტაპობრივად მიიღებს 78 როიალს. როიალების შესაძენად 9,7 მილიონ ევროზე მეტია გამოყოფილი.
კულტურის სამინისტროსა და STEINWAY & SONS-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს კონსერვატორიის ტექნიკური ჯგუფის გადამზადებას.
ხელშეკრულების თანახმად, როიალების მოწოდებასთან ერთად კომპანია ვალდებულია საქართველოში პერიოდულად გამოგზავნოს ინჟინრები, რომლებიც როგორც როიალების მოწოდებისას, ასევე შემდგომ მუსიკალურ ინსტრუმენტებს უფასოდ გამართავენ (ააწყობენ), ტექნიკურად შეამოწმებენ და ასევე უფასოდ მოამზადებენ ადგილობრივ სპეციალისტებს, რადგან საქართველოში ამწყობის პროფესია დიდი ხანია იშვიათობად იქცა.
აღსანიშნავია, რომ კომპანია STEINWAY & SONS-სთვის კონსერვატორიასთან გაფორმებული შეთანხმება ევროპის მასშტაბით უპრეცედენტოდ ითვლება.
სამწუხაროდ, მუსიკალური ინსტრუმენტების დეფიციტის საკითხი აქტუალურია არა მხოლოდ კონსერვატორიისთვის, არამედ სხვა სახელოვნებო სასწავლებლებისთვისაც. ინსტრუმენტებს განსაკუთრებით საჭიროებენ: ევგენი მიქელაძის სახელობის თბილისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი, სადაც მუსიკალური ინსტრუმენტები ბოლოს გასული საუკუნის 70-იან წლებში შეიძინეს, გორის სამუსიკო კოლეჯი (1971 წლის შემდეგ კოლეჯს ახალი ინსტრუმენტი არ შეუძენია), რუსთავის სამუსიკო სასწავლებელი (60-იანი წლების შემდეგ ინსტრუმენტები არ განახლებულა) და ა.შ.
ყველა ახალი ამბავი
0