https://sputnik-georgia.com/20230615/----------278618096.html
ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს - კობახიძე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე
ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს - კობახიძე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე
Sputnik საქართველო
ირაკლი კობახიძის განცხადებით, „გლობალური ომის პარტიისთვის" ძალიან მარტივია მანიპულირება ევროკავშირის გადაწყვეტილებების სფეროში. 15.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-15T17:51+0400
2023-06-15T17:51+0400
2023-06-15T22:30+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ქართული ოცნება
ქართული ოპოზიცია
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/0d/251713828_0:157:3000:1845_1920x0_80_0_0_c8b56d05ad58fcc49cfec75b5c33152b.jpg
თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება მისი შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერს გააკეთებს, რათა ივნისის ბოლომდე ქვეყანამ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ვროკავშირის პირობები შეასრულოს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.მისი თქმით, ვითარება რთულია იმ პირობების შესრულებასთან დაკავშირებით, რომელთა აღსრულებისთვისაც აუცილებელი იყო ოპოზიციასთან ერთობლივი მუშაობა.„იქ, სადაც ჩვენი ცალმხრივი პასუხისმგებლობით შეიძლებოდა 12 პუნქტის შესრულება, ბოლომდე შევასრულეთ ეს პუნქტები. იქ კი, სადაც იყო მრავალმხრივი ან ორმხრივი მოქმედება საჭირო, საქმე უფრო რთულადაა“, – აღნიშნა კობახიძემ.ამასთან, მისი შეფასებით, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შანსები კვლავ 50/50-ზეა. გადაწყვეტილებას 27 ქვეყანა იღებს და თუ ერთ-ერთი მაინც უარს იტყვის, საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს.„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს. რაც შეეხება ჩვენს პროგნოზს, იმავეს გავიმეორებ, რომ შანსები არის 50/50-ზე – ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. პოლიტიკური გადაწყვეტილება ყოველთვის არის 50/50-ზე. რა თქმა უნდა, რისკები ისევ მაღალია", – განაცხადა კობახიძემ.მისი თქმით, რისკები მაღალია „გლობალური ომის პარტიის“ გამო. მმართველი პარტიის ლიდერების აზრით, ამ „პარტიის“ წარმომადგენლები არიან წონადი პოლიტიკოსები საზღვარგარეთ, რომლებიც ცდილობენ საქართველოს ომში ჩათრევას, რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნას. ოპოზიციურ პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის თანამოაზრეებს კი „ქართულ ოცნებაში“ „ლოკალური ომის პარტიას“ უწოდებენ.ღარიბაშვილი: საქართველოს არჩეული გზიდან არასოდეს გადაუხვევია>>>„გლობალური ომის პარტიისთვის" ძალიან მარტივია მანიპულირება ევროკავშირის გადაწყვეტილებების სფეროში, შესაბამისად, რისკები მაღალია", – განაცხადა კობახიძემ.მაგრამ თუ ხელისუფლება და საზოგადოება „გლობალური ომის პარტიას" დაარწმუნებს იმაში, რომ ქვეყნის შიგნით არის მდგრადობა, ამ შემთხვევაში გაიზრდება შანსები კანდიდატის სტატუსის მისაღებად, აღნიშნა პოლიტიკოსმა.„ჩვენ თუ დავანახებთ გლობალური ომის პარტიას, რომ ქვეყნის შიგნით არის სიმყარე, ჩვენ გვაქვს მყარი პოზიციები ქვეყნის შიგნით – ეს უნდა აჩვენოს გლობალური ომის პარტიას როგორც ხელისუფლებამ, ისე საზოგადოებამ – ამ შემთხვევაში გაიზრდება ჩვენი შანსები, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. საბოლოო ჯამში, მაქვს იმედი, რომ ჩვენ მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი დეკემბერში“, – განაცხადა კობახიძემ.საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – წლის ბოლოს. სტატუსის მინიჭებას მხარი ერთხმად უნდა დაუჭიროს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერმა.როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უფრო ადრე განაცხადა, საქართველომ ამ საკითხზე უკვე მოიპოვა ევროკავშირის ზოგიერთი ლიდერის მხარდაჭერა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/0d/251713828_166:0:2834:2001_1920x0_80_0_0_1f0f2f2aaf4dbb3390c796fdf57d8f54.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოცნება , ქართული ოპოზიცია, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოცნება , ქართული ოპოზიცია, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ახალი ამბები
ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს - კობახიძე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე
17:51 15.06.2023 (განახლებულია: 22:30 15.06.2023) ირაკლი კობახიძის განცხადებით, „გლობალური ომის პარტიისთვის" ძალიან მარტივია მანიპულირება ევროკავშირის გადაწყვეტილებების სფეროში.
თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება მისი შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერს გააკეთებს, რათა ივნისის ბოლომდე ქვეყანამ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ვროკავშირის პირობები შეასრულოს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
„ივნისის ბოლომდე შესრულდება ყველა რეკომენდაცია, რომელზე პასუხისმგებლობის აღებაც „ქართულ ოცნებას" შეუძლია", – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ვითარება რთულია იმ პირობების შესრულებასთან დაკავშირებით, რომელთა აღსრულებისთვისაც აუცილებელი იყო ოპოზიციასთან ერთობლივი მუშაობა.
„იქ, სადაც ჩვენი ცალმხრივი პასუხისმგებლობით შეიძლებოდა 12 პუნქტის შესრულება, ბოლომდე შევასრულეთ ეს პუნქტები. იქ კი, სადაც იყო მრავალმხრივი ან ორმხრივი მოქმედება საჭირო, საქმე უფრო რთულადაა“, – აღნიშნა კობახიძემ.
ამასთან, მისი შეფასებით, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შანსები კვლავ 50/50-ზეა. გადაწყვეტილებას 27 ქვეყანა იღებს და თუ ერთ-ერთი მაინც უარს იტყვის, საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს.
„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს. რაც შეეხება ჩვენს პროგნოზს, იმავეს გავიმეორებ, რომ შანსები არის 50/50-ზე – ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. პოლიტიკური გადაწყვეტილება ყოველთვის არის 50/50-ზე. რა თქმა უნდა, რისკები ისევ მაღალია", – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, რისკები მაღალია „გლობალური ომის პარტიის“ გამო. მმართველი პარტიის ლიდერების აზრით, ამ „პარტიის“ წარმომადგენლები არიან წონადი პოლიტიკოსები საზღვარგარეთ, რომლებიც ცდილობენ საქართველოს ომში ჩათრევას, რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნას. ოპოზიციურ პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის თანამოაზრეებს კი „ქართულ ოცნებაში“ „ლოკალური ომის პარტიას“ უწოდებენ.
„გლობალური ომის პარტიისთვის" ძალიან მარტივია მანიპულირება ევროკავშირის გადაწყვეტილებების სფეროში, შესაბამისად, რისკები მაღალია", – განაცხადა კობახიძემ.
მაგრამ თუ ხელისუფლება და საზოგადოება „გლობალური ომის პარტიას" დაარწმუნებს იმაში, რომ ქვეყნის შიგნით არის მდგრადობა, ამ შემთხვევაში გაიზრდება შანსები კანდიდატის სტატუსის მისაღებად, აღნიშნა პოლიტიკოსმა.
„ჩვენ თუ დავანახებთ გლობალური ომის პარტიას, რომ ქვეყნის შიგნით არის სიმყარე, ჩვენ გვაქვს მყარი პოზიციები ქვეყნის შიგნით – ეს უნდა აჩვენოს გლობალური ომის პარტიას როგორც ხელისუფლებამ, ისე საზოგადოებამ – ამ შემთხვევაში გაიზრდება ჩვენი შანსები, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. საბოლოო ჯამში, მაქვს იმედი, რომ ჩვენ მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი დეკემბერში“, – განაცხადა კობახიძემ.
საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – წლის ბოლოს. სტატუსის მინიჭებას მხარი ერთხმად უნდა დაუჭიროს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერმა.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უფრო ადრე განაცხადა, საქართველომ ამ საკითხზე უკვე მოიპოვა ევროკავშირის ზოგიერთი ლიდერის მხარდაჭერა.