სტიქიამ საქართველოში პრობლემები შექმნა

© courtesy of George Gvishianiსეტყვა
სეტყვა - Sputnik საქართველო, 1920, 14.06.2023
გამოწერა
სტიქიის შედეგად დაზიანებულია სოფლებთან მისასვლელი გზები, სავარგულები.
თბილისი, 14 ივნისი – Sputnik. ძლიერმა წვიმამ საქართველოს რამდენიმე რეგიონში პრობლემები შექმნა.
სტიქიამ დააზარალა ლენტეხის მუნიციპალიტეტი. კერძოდ, ლანჩხუთის, ჩიხარეშისა და ჟახუნდერის თემში გადაუღებელი წვიმის შედეგად შიდა სასოფლო გზები დაზიანდა.
სოფელ ჟახუნდერთან დამაკავშირებელი ხიდი ადიდებულმა მდინარემ წაიღო, რის გამოც უბანი მოწყვეტილია გარე სამყაროს. ასევე დაზიანდა ცენტრალური ხიდის ბურჯები. ადიდებულმა მდინარემ წაიღო გადასასვლელი ხიდ-ბოგირებიც და ზედა შკედის მოსახლეობაც მოწყვეტილია გარე სამყაროს.
სტიქიის შედეგად დაზიანებულია სოფელ ახალშენში მისასვლელი ცენტრალური გზა. რამდენიმე სახლი წყალმა დატბორა და საყოფაცხოვრებო ნივთები დააზიანა. ასევე დაზიანდა სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უმეტესობა.
ლენტეხის მერიაში შეიქმნა სტიქიის სალიკვიდაციო კომისია, რომელიც ზარალს შეისწავლის. სტიქიის ზონაში იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
სტიქიამ პრობლემები შექმნა ატენის ხეობაშიც. უხვი ნალექის გამო მდინარე საცხენეთი ადიდდა და სოფელში გადმოვიდა. დაზიანებულია ბოგირები.
ერთ-ერთ უბანში მცხოვრები 8 ოჯახი სახლებში დაბრუნებას წყლის ძლიერი ნაკადის გამო ვერ ახერხებს. დატბორილია საკარმიდამო ნაკვეთები და სავარგულები. რამდენიმე ადგილზე დაზიანებულია გზაც.
ვითარებას უკვე გაეცნენ მერიის წარმომადგენლები.
ყველა ახალი ამბავი
0