საქართველოსა და ბელგიის პრემიერ-მინისტრებმა ბრიუსელში გლობალური გამოწვევები განიხილეს

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი და ალექსანდერ დე კროო
ირაკლი ღარიბაშვილი და  ალექსანდერ დე კროო - Sputnik საქართველო, 1920, 14.06.2023
გამოწერა
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ისტორიულ გადაწყვეტილებაზე, აღიარონ საქართველოს ევროპული პერსპექტივა.
თბილისი, 14 ივნისი – Sputnik. რეგიონული და გლობალური გამოწვევები, ასევე საქართველოსა და ბელგიას შორის ორმხრივი ურთიერთობები და საქართველოს ევროპული მისწრაფების მხარდაჭერა განიხილა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავის ბელგიელ კოლეგა ალექსანდერ დე კროოსთან შეხვედრაზე.
მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა ჩატარდა როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებზე საქართველოსა და ბელგიას შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში.
© Сourtesy of Georgian Governmentსაქართველოსა და ბელგიის პრემიერ–მინისტრებმა ბრიუსელში გლობალური გამოწვევები განიხილეს
Премьер-министры Грузии и Бельгии обсудили глобальные вызовы в Брюсселе - Sputnik საქართველო, 1920, 14.06.2023
საქართველოსა და ბელგიის პრემიერ–მინისტრებმა ბრიუსელში გლობალური გამოწვევები განიხილეს
„ძალიან კარგი საუბარი შედგა ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრ ალექსანდერ დე კროოსთან. განვიხილეთ რეგიონული და გლობალური გამოწვევები, ორმხრივი ურთიერთობები და საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერა“, – დაწერა ღარიბაშვილმა „ტვიტერში“.
მხარეებმა ასევე განიხილეს ორი ქვეყნის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები სხვადასხვა, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკურ, საინვესტიციო, ტურისტულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურულ სფეროებში.
© Сourtesy of Georgian Governmentსაქართველოსა და ბელგიის პრემიერ–მინისტრებმა ბრიუსელში გლობალური გამოწვევები განიხილეს
Премьер-министры Грузии и Бельгии обсудили глобальные вызовы в Брюсселе - Sputnik საქართველო, 1920, 14.06.2023
საქართველოსა და ბელგიის პრემიერ–მინისტრებმა ბრიუსელში გლობალური გამოწვევები განიხილეს
შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარების ისტორიულ გადაწყვეტილებაზე. აღინიშნა, რომ ევროკომისიის 12 რეკომენდაცია საქართველოს მიერ თითქმის შესრულებულია.
„ამ ფონზე ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა წლის ბოლოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების კრიტიკული მნიშვნელობა როგორც საქართველოს ევროპული მომავლის, ისე გეოპოლიტიკურ კონტექსტში. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირებას“, – აღნიშნულია პრეს-სამსახურის განცხადებაში.
© Сourtesy of Georgian Governmentსაქართველოსა და ბელგიის პრემიერ–მინისტრებმა ბრიუსელში გლობალური გამოწვევები განიხილეს
Премьер-министры Грузии и Бельгии обсудили глобальные вызовы в Брюсселе - Sputnik საქართველო, 1920, 14.06.2023
საქართველოსა და ბელგიის პრემიერ–მინისტრებმა ბრიუსელში გლობალური გამოწვევები განიხილეს
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ. კანდიდატის სტატუსი იმავე დღეს მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამ.
საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – წლის ბოლოს. სტატუსის მინიჭებას მხარი ერთხმად უნდა დაუჭიროს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერმა.
© Сourtesy of Georgian Governmentსაქართველოსა და ბელგიის პრემიერ–მინისტრებმა ბრიუსელში გლობალური გამოწვევები განიხილეს
Премьер-министры Грузии и Бельгии обсудили глобальные вызовы в Брюсселе - Sputnik საქართველო, 1920, 14.06.2023
საქართველოსა და ბელგიის პრემიერ–მინისტრებმა ბრიუსელში გლობალური გამოწვევები განიხილეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბელგიაში ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „ევროპალია – საქართველოს“ პროგრამის პრეზენტაციის პარალელურად მიმდინარეობს.
წელს ფესტივალი მთლიანად საქართველოს ეძღვნება, რაც უნიკალურ შესაძლებლობას ქმნის ევროპის პოლიტიკურ ცენტრში საქართველოს ევროპული ისტორიის, იდენტობისა და კულტურის წარმოსაჩენად.
© Сourtesy of Georgian Governmentსაქართველოსა და ბელგიის პრემიერ–მინისტრებმა ბრიუსელში გლობალური გამოწვევები განიხილეს
Премьер-министры Грузии и Бельгии обсудили глобальные вызовы в Брюсселе - Sputnik საქართველო, 1920, 14.06.2023
საქართველოსა და ბელგიის პრემიერ–მინისტრებმა ბრიუსელში გლობალური გამოწვევები განიხილეს
„ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, „ევროპალია–საქართველოს“ განსაკუთრებული დატვირთვა აქვს იმ ფონზე, როდესაც წლის ბოლოს ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ელოდება“, – ნათქვამია განცხადებაში.
პრემიერ-მინისტრებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ბელგიის სამეფოს ფედერალური საჯარო სამსახურის საგარეო საქმეთა, საგარეო ვაჭრობისა და განვითარების თანამშრომლობის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის შესახებ.
საქართველომ და ბელგიამ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წელს დაამყარეს.
ყველა ახალი ამბავი
0