მოსაზრება: გერმანია შოკშია „ლეოპარდების" დანაკარგებით და უკან დახევის გზებს ეძებს

© AP Photo / Martin Meissner
  - Sputnik საქართველო, 1920, 14.06.2023
გამოწერა
НовостиTelegram
კირილ სტრელნიკოვი
სამხედრო კორესპონდენტებთან შეხვედრაზე ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ კონტრშეტევის დროს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მინიმუმ 160 ტანკი დაკარგეს, რამდენიმე საათით ადრე კი გერმანიის თავდაცვის მინისტრმა პისტორიუსმა განაცხადა, რომ ბუნდესვერი ვერ შეძლებს უკრაინისთვის ყველა იმ ტანკის ჩანაცვლებას, რომლებიც გაანადგურეს ან ხელთ იგდეს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა, წერს „რია ნოვოსტის“ მიმომხილველი.
კერძოდ, ის წერს:
ეს განცხადება იყო პასუხი კიევის რეჟიმის წარმომადგენლების ისტერიულ მოთხოვნებზე, გასამმაგებული რაოდენობით მიაწოდონ „ლეოპარდები“.
ამ განცხადების სტრიქონებს შორის ნათლად შეიძლება წაიკითხოთ: „ჩვენ გავაკეთეთ რაც შეგვეძლო, ახლა კი თავად მიხედეთ საქმეს“.
გერმანელების გაგება შეიძლება: მათ საშინლად არ სურდათ ტანკების უკრაინაში გაგზავნა და ბოლომდე ეწინააღმდეგებოდნენ ამას, ვინაიდან კარგად იცოდნენ, რომ უკრაინის მინდვრებში დამწვარი "ლეოპარდები" ყველაზე ცუდი რეკლამაა.
ამერიკელებმა კი პირობა დადეს, რომ უკრაინაში „აბრამსების“ არმადას გაგზავნიდნენ, მაგრამ მოიტყუეს და ახლა გერმანია მარტო იმართლებს თავს დასავლური ტანკმშენობლობის სირცხვილზე.
არადა, ყველაფერი ძალიან, ძალიან კარგად იწყებოდა.
როგორც კი უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის „ლეოპარდების" მიწოდების შესახებ გამოცხადდა, დასავლურ მედიაში ბაკქანალია დაიწყო, სადაც გერმანული ტანკები „ციურ მანანად“ იყო წარმოდგენილი, რომლებსაც რუსი ორკების ლაშქრის უკუქცევა ერთი ხელის აქნევით შეეძლო.
ნატოს ტაბლოიდები აჭრელებული იყო სათაურებით: „რატომ ეშინიათ რუს ჯარისკაცებს გერმანული Leopard 2-ების?" ან „გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინაში ტანკების გაგზავნის შესახებ ომის საკვანძო მომენტია“.
უამრავი ექსპერტი მოწყალედ და თითებზე უხსნიდა დასავლურ აუდიტორიას, რომ გერმანული ტანკების ნაკადს „ომის მიმდინარეობის შეცვლა შეეძლო", რომ „თანამედროვე დასავლური ტანკები მტრის პოზიციების განადგურებაში თაობებით უსწრებენ რუსულს", რომ „გერმანული ტანკები ნამდვილად ბევრად უკეთესია, ვიდრე რუსული“, რადგან „გერმანული Leopard 2 ერთ-ერთ საუკეთესო ტანკად ითვლება მსოფლიოში თავისი მობილურობით, უსაფრთხოებითა და საცეცხლე ძალით“.
მაგრამ „მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ტანკი“ რატომღაც ვერ უმკლავდებოდა რუსულ იარაღს და რუსულ სულს და ბოლო დღეებში განადგურებული ან მწყობრიდან გამოსული „ლეოპარდების“ რაოდენობა უკვე ორ ათეულს უახლოვდება. ეს ნიშნავს, რომ რუსმა ჯარისკაცებმა მხოლოდ სამი დღის განმავლობაში გაუნადგურეს უკრაინას მაისის ბოლოსთვის გერმანიის მიერ მიწოდებული 60 Leopard 2-ის მესამედი.
ცეცხლმოკიდებული „ლეოპარდების“ შესახებ ინფორმაცია დასავლური მედიისთვის ნამდვილ ცივ შხაპად იქცა. სტატიები გერმანული ტანკების დანახვაზე გაქცეული რუსი ჯარისკაცების შესახებ, ხუმრობები კომბაინების შესახებ, რომლებსაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო განადგურებულ „ლეოპარდებად“ ასაღებს, სადღაც აორთქლდა და მის ნაცვლად სამგლოვიარო და გამამართლებელი პასაჟები გამოჩნდა.
გარდა იმ სამარცხვინო მდგომარეობისა, რომელშიც გერმანია ჩავარდა, ჭრილობაზე მარილი გამოდგა წმინდა ეკონომიკური ფაქტორიც. თითოეული „ლეოპარდი“ გერმანელ გადამხდელებს მინიმუმ 32 მილიონი დოლარი უჯდებათ. შედარებისთვის: ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა Kornet არაუმეტეს 80 ათასი დოლარი ღირს, ხოლო „წმინდა ჯაველინი“ — 600 ათასი დოლარი.
საქმე იქამდე მივიდა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მუქარიანი ინსტრუქციების მოწოდება დაიწო „ხუთი დღის განმავლობაში ნატოს ტექნიკის თანამედროვე ნიმუშების დაკარგვის საბაბის პოვნის მოთხოვნით“.
ეჭვგარეშეა, რომ გამართლებას იპოვიან: უკრაინის შეიარაღებული ძალები ცნობილია თავისი შემოქმედებით ანგარიშების სფეროში.
მაგრამ ამის გაკეთება ადვილი არ იქნება, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ნატოს მთელი რკინის ინტერნაციონალი ახლა „ლეოპარდებთან“ ერთად იწვის „ქვეყანა 404“-ის მინდვრებში: რუსულმა ჯარებმა რამდენიმე ათეული სხვადასხვა ტიპის დასავლური ტექნიკა გაანადგურეს რამდენიმე დღეში, მათ შორის, ფინეთის მიერ მიწოდებული Leopard BMR, ფრანგული ტანკები AMX-10RC, პოლონური თვითმავალი Crab, ამერიკული ჯავშანტრანსპორტიორი MaxxPro და ქვეითთა საბრძოლო მანქანები Bradley.
ამ უკანასკნელიდან, დასავლური წყაროების ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალების „კონტრშეტევის“ სამი დღის განმავლობაში 16 ცალი, ანუ უკრაინაში შეტანილი მთლიანი მოცულობის 15% განადგურდა.
საერთო ჯამში, სხვადასხვა წყაროს მონაცემებით, 2022 წლის თებერვლიდან უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაახლოებით 4 ათასი სამხედრო ტექნიკა დაკარგა, რაც დასავლელ კურატორებს ღრმა მწუხარებას ჰგვრის.
თებერვალში გერმანიის ეკონომიკის სამინისტრომ უკრაინაში 178-მდე დამატებითი Leopard 1A5-ის ექსპორტი დაამტკიცა, მაგრამ ახლა, „ლეოპარდისფერი“ კატასტროფის შემდეგ შეიძლება გონივრულად ვივარაუდოთ, რომ ეს მიწოდება ან დაგვიანდება, ან გაუქმდება.
თუმცა, მიწოდება რომ შედგეს, ამას მაინც არ აქვს მნიშვნელობა: ჩვენ კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ, რომ ვერცერთი დასავლური სასწაულებრივი იარაღი ვერ დაამარცხებს რუს ჯარისკაცს. და თუ გამეორება დაგვჭირდება, გავიმეორებთ.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0