https://sputnik-georgia.com/20230614/peterburgis-ekonomilkuri-forumi-278568872.html
სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკურმა ფორუმმა მუშაობა დაიწყო
სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკურმა ფორუმმა მუშაობა დაიწყო
Sputnik საქართველო
თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურმა ფორუმმა, რომელიც საგამოფენო ცენტრ „ექსპოფორუმში“ ტარდება, მუშაობა დაიწყო, იუწყება... 14.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-14T14:23+0400
2023-06-14T14:23+0400
2023-07-20T15:52+0400
რუსეთი
სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმი
ახალი ამბები
ეკონომიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/0e/278568652_0:0:3090:1739_1920x0_80_0_0_0ebbce5caa3c5dce77bbf76b1158251e.jpg
თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურმა ფორუმმა, რომელიც საგამოფენო ცენტრ „ექსპოფორუმში“ ტარდება, მუშაობა დაიწყო, იუწყება „რია ნოვოსტი“.სააგენტოს ცნობით, კომპანიების სტენდების გარდა, ფორუმზე წარმოდგენილია რუსეთის რეგიონების სტენდები, მათ შორის, რეფერენდუმების შედეგად რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში ახლად შესული რეგიონების.ფონდ „როსკონგრესის“ მონაცემებით, ფორუმში 130 ქვეყნისა და ტერიტორიის 17 ათასზე მეტი წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.ფორუმის ცენტრალური ღონისძიება ტრადიციულად პლენარული სხდომა იქნება. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა ფორუმზე პრეზიდენტ პუტინის გამოსვლა დააანონსა.ეკონომიკური ფორუმის მთავარი ბიზნეს-პროგრამა ხუთ თემატურ ბლოკადაა დაყოფილი: „მსოფლიო ეკონომიკა გლობალური გარდატეხის ეპოქაში", „რუსეთის ეკონომიკა: ადაპტაციიდან ზრდამდე", „ტექნოლოგიური სუვერენიტეტის მშენებლობა", „ხალხის დანაზოგი და ცხოვრების ხარისხი — მთავარი პრიორიტეტი", „შრომის ბაზარი: პასუხი ახალ გამოწვევებზე“.გარდა ძირითადი ბიზნეს-პროგრამისა, ფორუმის ფარგლებში ტრადიციულად სხვა ღონისძიებებიც გაიმართება, მაგალითად, „საქმიანი ოცეულის“ რეგიონული საკონსულტაციო ფორუმი, ახალგაზრდული ეკონომიკური ფორუმი, „წამლის უსაფრთხოების“ ფორუმი და ა.შ.ასევე დაგეგმილია ექვსი ორმხრივი ბიზნეს-ღონისძიება საქმიანი დიალოგის ფორმატში უცხოელ პარტნიორებთან — არაბული სამყაროდან, ლათინური ამერიკიდან, ASEAN-დან, ინდოეთიდან და ჩინეთიდან.ამასთან, ფორუმის დაწყების დღეს, 14 ივნისს ამოქმედდება რუსული და უცხოური ბიზნესების დიალოგის ახალი ფორმატი — მცირე და საშუალო ბიზნესის თანამშრომლობის საერთაშორისო დღე.სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი 17 ივნისამდე გასტანს.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/0e/278568652_361:0:3090:2047_1920x0_80_0_0_9256f43fadc6d6f5d9955debdd0f4138.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმი, ახალი ამბები, ეკონომიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი, სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმი, ახალი ამბები, ეკონომიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურმა ფორუმმა, რომელიც საგამოფენო ცენტრ „ექსპოფორუმში“ ტარდება, მუშაობა დაიწყო, იუწყება „რია ნოვოსტი“.
სააგენტოს ცნობით, კომპანიების სტენდების გარდა, ფორუმზე წარმოდგენილია რუსეთის რეგიონების სტენდები, მათ შორის, რეფერენდუმების შედეგად რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში ახლად შესული რეგიონების.
ფონდ „როსკონგრესის“ მონაცემებით, ფორუმში 130 ქვეყნისა და ტერიტორიის 17 ათასზე მეტი წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.
ფორუმის ცენტრალური ღონისძიება ტრადიციულად პლენარული სხდომა იქნება. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა ფორუმზე პრეზიდენტ პუტინის გამოსვლა დააანონსა.
ეკონომიკური ფორუმის მთავარი ბიზნეს-პროგრამა ხუთ თემატურ ბლოკადაა დაყოფილი: „მსოფლიო ეკონომიკა გლობალური გარდატეხის ეპოქაში", „რუსეთის ეკონომიკა: ადაპტაციიდან ზრდამდე", „ტექნოლოგიური სუვერენიტეტის მშენებლობა", „ხალხის დანაზოგი და ცხოვრების ხარისხი — მთავარი პრიორიტეტი", „შრომის ბაზარი: პასუხი ახალ გამოწვევებზე“.
გარდა ძირითადი ბიზნეს-პროგრამისა, ფორუმის ფარგლებში ტრადიციულად სხვა ღონისძიებებიც გაიმართება, მაგალითად, „საქმიანი ოცეულის“ რეგიონული საკონსულტაციო ფორუმი, ახალგაზრდული ეკონომიკური ფორუმი, „წამლის უსაფრთხოების“ ფორუმი და ა.შ.
ასევე დაგეგმილია ექვსი ორმხრივი ბიზნეს-ღონისძიება საქმიანი დიალოგის ფორმატში უცხოელ პარტნიორებთან — არაბული სამყაროდან, ლათინური ამერიკიდან, ASEAN-დან, ინდოეთიდან და ჩინეთიდან.
ამასთან, ფორუმის დაწყების დღეს, 14 ივნისს ამოქმედდება რუსული და უცხოური ბიზნესების დიალოგის ახალი ფორმატი — მცირე და საშუალო ბიზნესის თანამშრომლობის საერთაშორისო დღე.
სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი 17 ივნისამდე გასტანს.