https://sputnik-georgia.com/20230614/mararoelebis-protesti-ra-datmobaze-wava-kompania-278582823.html
მაღაროელების პროტესტი ჭიათურაში: რა დათმობაზე წავა კომპანია?
მაღაროელების პროტესტი ჭიათურაში: რა დათმობაზე წავა კომპანია?
Sputnik საქართველო
გაფიცულების მოთხოვნების ნაწილი წმინდა ტექნიკური ხასიათისაა, აცხადებენ Georgian Manganese-ში. 14.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-14T19:37+0400
2023-06-14T19:37+0400
2023-06-14T22:26+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
სოციალური სფერო საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24538/14/245381439_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_68662fffc5343b647803258719efc6a0.jpg
თბილისი, 14 ივნისი – Sputnik. Georgian Manganese Holding-ის ხელმძღვანელობა მზადაა მოლაპარაკებებზე ჭიათურაში მაღაროელებისთვის შეთავაზებულ ახალ სამუშაო გრაფიკს გადახედოს, განაცხადა კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა გიორგი ტატიშვილმა.საპროტესტო აქცია ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის შენობის წინ მეცხრე დღეა იმართება. მეშვიდე დღეს ცხრა მაღაროელმა შიმშილობა გამოაცხადა. გაფიცვის მიზეზი გახდა მუშაობის ახალი – ორცვლიანი 12-საათიანი გრაფიკის ნაცვლად სამცვლიანი 8-საათიანი გრაფიკი. Georgian Manganese Holding-ის ხელმძღვანელობის თქმით, გადაწყვეტილება საერთაშორისო ბაზარზე ფეროშენადნობებზე მოთხოვნის შემცირებისა და დაბალი ფასების გამო მიიღეს.კომპანიის ფინანსური დირექტორის თქმით, ახალ სამუშაო გრაფიკზე გადასვლის შემდეგ მაღაროელების ანაზღაურება არ შეცვლილა, ისევე, როგორც თვეში სამუშაო საათების რაოდენობა.როგორც ტატიშვილმა განაცხადა, კომპანია ასევე განახორციელებს ხელფასების დაპირებულ 5%-იან ინდექსაციას ინფლაციის გათვალისწინებით.საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი 15 ივნისს პირადად აპირებს ჭიათურაში ჩასვლას და გაფიცულებთან შეხვედრას. მედიაციის პროცესს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელიც შეუერთდა.სახალხო დამცველი ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებს შეხვდება>>ჭიათურაში მაღაროებსა და კარიერებში სულ 3.380 ადამიანი მუშაობს. საშუალო ხელფასი, ტრანსპორტირებისა და სამედიცინო დაზღვევის გამოკლებით, არის 2.200 ლარი.Georgian Manganese Holding – ქვეყანაში მანგანუმის მომპოვებელი უდიდესი კომპანიაა. ის ფლობს 11 შახტს და ერთ გადამამუშავებელ ქარხანას.კომპანიის შემადგენლობაში შედის ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანა, ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატი, ჰიდროელექტროსადგური „ვარციხე 2005", კლინიკა „ფერომედი".კომპანია მაღალი ხარისხის ფეროშენადნობების წამყვანი მწარმოებელი და ექსპორტიორია. პროდუქცია გადის რუსეთში, აშშ-ში, ევროპისა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში.მანგანუმის მადნის მოპოვება ხდება ოთხ საბადოზე ძველი ტექნოლოგიით, ცხრა მიწისქვეშა გამონამუშევრებში და შვიდ ღია კარიერზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24538/14/245381439_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_9ebf7659a7f5d08ac7198a48ea4c8c2f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში
მაღაროელების პროტესტი ჭიათურაში: რა დათმობაზე წავა კომპანია?
19:37 14.06.2023 (განახლებულია: 22:26 14.06.2023) გაფიცულების მოთხოვნების ნაწილი წმინდა ტექნიკური ხასიათისაა, აცხადებენ Georgian Manganese-ში.
თბილისი, 14 ივნისი – Sputnik. Georgian Manganese Holding-ის ხელმძღვანელობა მზადაა მოლაპარაკებებზე ჭიათურაში მაღაროელებისთვის შეთავაზებულ ახალ სამუშაო გრაფიკს გადახედოს, განაცხადა კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა გიორგი ტატიშვილმა.
საპროტესტო აქცია ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის შენობის წინ მეცხრე დღეა იმართება. მეშვიდე დღეს ცხრა მაღაროელმა შიმშილობა გამოაცხადა. გაფიცვის მიზეზი გახდა მუშაობის ახალი – ორცვლიანი 12-საათიანი გრაფიკის ნაცვლად სამცვლიანი 8-საათიანი გრაფიკი. Georgian Manganese Holding-ის ხელმძღვანელობის თქმით, გადაწყვეტილება საერთაშორისო ბაზარზე ფეროშენადნობებზე მოთხოვნის შემცირებისა და დაბალი ფასების გამო მიიღეს.
კომპანიის ფინანსური დირექტორის თქმით, ახალ სამუშაო გრაფიკზე გადასვლის შემდეგ მაღაროელების ანაზღაურება არ შეცვლილა, ისევე, როგორც თვეში სამუშაო საათების რაოდენობა.
როგორც ტატიშვილმა განაცხადა, კომპანია ასევე განახორციელებს ხელფასების დაპირებულ 5%-იან ინდექსაციას ინფლაციის გათვალისწინებით.
საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი 15 ივნისს პირადად აპირებს ჭიათურაში ჩასვლას და გაფიცულებთან შეხვედრას. მედიაციის პროცესს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელიც შეუერთდა.
ჭიათურაში მაღაროებსა და კარიერებში სულ 3.380 ადამიანი მუშაობს. საშუალო ხელფასი, ტრანსპორტირებისა და სამედიცინო დაზღვევის გამოკლებით, არის 2.200 ლარი.
Georgian Manganese Holding – ქვეყანაში მანგანუმის მომპოვებელი უდიდესი კომპანიაა. ის ფლობს 11 შახტს და ერთ გადამამუშავებელ ქარხანას.
კომპანიის შემადგენლობაში შედის ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანა, ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატი, ჰიდროელექტროსადგური „ვარციხე 2005", კლინიკა „ფერომედი".
კომპანია მაღალი ხარისხის ფეროშენადნობების წამყვანი მწარმოებელი და ექსპორტიორია. პროდუქცია გადის რუსეთში, აშშ-ში, ევროპისა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში.
მანგანუმის მადნის მოპოვება ხდება ოთხ საბადოზე ძველი ტექნოლოგიით, ცხრა მიწისქვეშა გამონამუშევრებში და შვიდ ღია კარიერზე.