მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ბაიდენი არჩევნების ხელახლა გაყალბებას ცდილობს: ტრამპმა ბრალი არ აღიარა

© AP Photo / Rebecca Blackwell
  - Sputnik საქართველო, 1920, 14.06.2023
გამოწერა
თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მაიამის სასამართლოში მისთვის წაყენებული ბრალდების 37 პუნქტიდან არცერთი არ აღიარა და ამასთან ბრალდებას პოლიტიკური დევნა და ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ არჩევნების ხელახლა გაყალბების მცდელობა უწოდა, იუწყება The New York Times.

„დღეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ყველაზე ამაზრზენი შემთხვევის მოწმენი გავხდით. <...> ეს არჩევნებში ჩარევისა და მისი შედეგების მოპარვის კიდევ ერთი მცდელობაა. თუმცა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საუბარია პოლიტიკურ დევნაზე“, — განაცხადა ტრამპმა პროცესის შემდეგ ნიუ-ჯერსიში მხარდამჭერების წინაშე გამოსვლისას.

აღსანიშნავია, რომ სასამართლომ ყოფილ პრეზიდენტს შეზღუდვები არ დაუწესა და მას თავისუფლად შეუძლია მოგზაურობა ფლორიდის საზღვრებს გარეთ.
როგორც ტრამპმა განაცხადა, მას სრული უფლება ჰქონდა, შეენახა სახლში დოკუმენტები, რისთვისაც წაუყენეს კიდეც ბრალი.

„რა დოკუმენტის წაღებაც არ უნდა გადაწყვიტოს პრეზიდენტმა, მას ამის სრული უფლება აქვს. ეს მისი აბსოლუტური უფლებაა და ასეთია კანონი“, — აღნიშნა მან.

სხვადასხვა ხარისხის საიდუმლო მასალები FBI-ს აგენტებმა ტრამპის მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში აღმოაჩინეს. გამოძიების მასალების მიხედვით, 2021 წლის იანვრიდან 2022 წლის აგვისტომდე იქ ხალხმრავალი ღონისძიებები იმართებოდა „ათობით ათასი სტუმრისთვის“, და ეს მაშინ, როცა საიდუმლო დოკუმენტების დასაცავად იქ არანაირი პირობა არ არსებობდა. ექს-პრეზიდენტი კი აცხადებს, რომ საიდუმლო დოკუმენტები ასევე ნაპოვნია აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის პირად ოფისში და სახლშიც, თუმცა მისთვის ჯერჯერობით ბრალი არ წაუყენებიათ.
დონალდ ტრამპი პირველია ამერიკის ყოფილ პრეზიდენტებს შორის, ვინც ფედერალური სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა.
ყველა ახალი ამბავი
0