რა პროგრამებს ახორციელებს თბილისის მერია შშმ პირებისთვის?

© photo: Sputnik / Stringerშშმ პირი
შშმ პირი - Sputnik საქართველო, 1920, 14.06.2023
გამოწერა
დედაქალაქის მერის თქმით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის გაუმჯობესება ხელისუფლების უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.
თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. თბილისის მერია შეზღუდული შესაძლებლობების პირთათვის ცხრა პროგრამას ახორციელებს, რომელთა ბიუჯეტი 16 მლნ ლარამდეა, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
14 ივნისს საქართველოში შშმ პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება. ამ დღის მიზანია შშმ პირთა სოციალური იზოლაციის დაძლევა, საზოგადოებაში მათ მიმართ არსებული ნეგატიური სტერეოტიპების რღვევა და მათი რეალური შესაძლებლობების წარმოჩენა.
კალაძის განცხადებით, დედაქალაქში მიმდინარე წელს „შშმ ბავშვთა და მოზარდთა საკურორტო მომსახურების პროგრამის“ ფარგლებში 2,4 ათასამდე საკურორტო ვაუჩერი გაიცა.
სოციალურად დაუცველი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანთა პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად 800 ლარის ოდენობის დახმარება გაიცემა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 1,3 ათასამდე პირი იღებს ფინანსურ დახმარებას.
როგორ იყო დაცული ადამიანის უფლებები 2022 წელს საქართველოში - სახალხო დამცველის ანგარიში>>>
გარდა ამისა, მოქმედებს სოციალურად დაუცველი, მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უსინათლო პირთა დახმარების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც 900-ლარიან დახმარებას 600-ზე მეტი უსინათლო პირი იღებს. უსინათლოები მათ გამცილებლებთან ერთად მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ სარგებლობენ.
როგორც კალაძემ აღნიშნა, მუნიციპალიტეტმა უნდა შექმნას ყველა პირობა იმისთვის, რომ ამ ადამიანებს ჰქონდეთ დამოუკიდებლად ცხოვრებისა და გადაადგილების, ასევე საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაციის შესაძლებლობა.

„რაც ყველაზე მთავარია: ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ ქალაქში დაცული იყო ინკლუზიურობის პრინციპი – ეს იქნება ქუჩა, მუნიციპალური ტრანსპორტი, რეკრეაციული სივრცე თუ სხვა ადგილები", – განაცხადა კალაძემ.

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში მერია ამ ადამიანებისგან და მათი წარმომადგენლებისგან განაცხადებს იღებს. წლის დასაწყისიდან დღემდე მერიამ 58 ასეთი განაცხადი დააფინანსა.
უფრო მეტიც, შშმ პირები მერიის სამედიცინო საჭიროებების დაფინანსების პროგრამაში პრიორიტეტულ ჯგუფს მიეკუთვნებიან.
14 ივნისი საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღედ საქართველოს პარლამენტის მიერ 2000 წელს გამოცხადდა.
ყველა ახალი ამბავი
0