მეზობლის მკვლელობა ლილოში: ეჭვმიტანილს ბრალი წარედგინა

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 13.06.2023
გამოწერა
ბრალდებულმა 49 წლის მეზობელს სანადირო თოფიდან ესროლა და სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.
თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ თბილისში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე 39 წლის მამაკაცს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 12 ივნისს პატარა ლილოს დასახლებაში ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას დაზარალებული სანადირო თოფით დაჭრა. მიყენებული დაზიანების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მოკლული 49 წლის იყო.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
წყარო - პროკურატურა
ყველა ახალი ამბავი
0