https://sputnik-georgia.com/20230613/kalazem-tbilisis-wyaldidobis-msxverplta-memoriali-gvirgvinit-seamko-278524550.html
კახა კალაძემ თბილისის წყალდიდობის მსხვერპლთა მემორიალი გვირგვინით შეამკო
კახა კალაძემ თბილისის წყალდიდობის მსხვერპლთა მემორიალი გვირგვინით შეამკო
13 ივნისი თბილისისა და საქართველოს ისტორიაში მძიმე ასოებით ჩაიწერა, აღნიშნა კალაძემ. 13.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-13T15:32+0400
2023-06-13T15:32+0400
2023-06-13T20:49+0400
თბილისი დღეს
კახა კალაძე
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
სტიქიური მოვლენები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/0d/267397687_0:62:1282:783_1920x0_80_0_0_654c3007beef62d74e37f55ea9c0c552.jpg
თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისში 13 ივნისის ტრაგედიის მსხვერპლთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. დამანგრეველმა წყალდიდობამ რვა წლის წინ 23 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 2015 წლის 13 ივნისს ადიდებულმა მდინარე ვერემ დატბორა საცხოვრებელი სახლები, ზოოპარკი, „მზიურის" პარკი, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების კერძო თავშესაფარი, დააზიანა ქალაქის ინფრასტრუქტურა. სტიქიამ 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, კიდევ ორი ადამიანი კი უგზო-უკვლოდ დაიკარა. სტიქიამ 200-მდე ოჯახი დააზარალა. მერის თქმით, 13 ივნისი ძალიან მძიმე ასოებით ჩაიწერა საქართველოსა და დედაქალაქის ისტორიაში. ტრაგიკულ დღესთან დაკავშირებით დღეს ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე 13 ივნისის მემორიალთან პანაშვიდი გაიმართა. თბილისში 13 ივნისს მომხდარი ტრაგედიიდან რვა წელი გავიდა>>სტიქიის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, გზები, ქალაქის ინფრასტრუქტურა. დედაქალაქის ზოოპარკის ტერიტორია თითქმის მთლიანად განადგურდა. მისი 600 ბინადრიდან ნახევარზე მეტი სტიქიამ იმსხვერპლა. ზოგიერთი ცხოველი, მათ შორის მტაცებლები, ქუჩაში აღმოჩნდა. მტაცებლების ნაწილის დაძინება და მუნიციპალურ თავშესაფარში დაბრუნება შეძლეს, ნაწილის კი ლიკვიდაცია გახდა საჭირო. ოფიციალური ვერსიით, ტრაგედიის მიზეზი წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელ გზაზე ჩამოწოლილი მეწყერი გახდა. დაახლოებით ერთი მილიონი კუბური მეტრი მიწის მასის ჩამოსვლამ ვერეს ხეობაში წყალდიდობა და გამანადგურებელი პროცესები გამოიწვია. მოვარდნილმა ღვარცოფმა გაანადგურა საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები, საკომუნიკაციო სისტემები. თითქმის მთლიანად დაიტბორა „მზიურისა" და ზოოპარკის ტერიტორია. ზარალმა დაახლოებით 90 მილიონი დოლარი შეადგინა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/0d/267397687_70:0:1206:852_1920x0_80_0_0_90cee8aade27ccbdd1c5a5147bc420dd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
თბილისი დღეს, კახა კალაძე , ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, სტიქიური მოვლენები
თბილისი დღეს, კახა კალაძე , ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, სტიქიური მოვლენები
კახა კალაძემ თბილისის წყალდიდობის მსხვერპლთა მემორიალი გვირგვინით შეამკო
15:32 13.06.2023 (განახლებულია: 20:49 13.06.2023) 13 ივნისი თბილისისა და საქართველოს ისტორიაში მძიმე ასოებით ჩაიწერა, აღნიშნა კალაძემ.
თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისში 13 ივნისის ტრაგედიის მსხვერპლთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. დამანგრეველმა წყალდიდობამ რვა წლის წინ 23 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
2015 წლის 13 ივნისს ადიდებულმა მდინარე ვერემ დატბორა საცხოვრებელი სახლები, ზოოპარკი, „მზიურის" პარკი, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების კერძო თავშესაფარი, დააზიანა ქალაქის ინფრასტრუქტურა. სტიქიამ 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, კიდევ ორი ადამიანი კი უგზო-უკვლოდ დაიკარა. სტიქიამ 200-მდე ოჯახი დააზარალა.
„რთულია იმ დარტყმის სიტყვებით გადმოცემა, რასაც ვგრძნობდით ამ ქალაქში მცხოვრები თითოეული ადამიანი. ერთადერთი, რაც ძალიან კარგი იყო, ეს იყო ახალგაზრდების გამოჩენა, ის ერთიანობა და ერთობა, რაც იგრძნობოდა მომდევნო დღეების განმავლობაში. მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახებს, მათ ახლობლებს და ნათესავებს, ასევე მადლობა გადავუხადო ყველა იმ მოქალაქეს, ვინც ჩართული იყო გაწმენდით და აღდგენით სამუშაოებში", – განაცხადა კალაძემ.
მერის თქმით, 13 ივნისი ძალიან მძიმე ასოებით ჩაიწერა საქართველოსა და დედაქალაქის ისტორიაში.
ტრაგიკულ დღესთან დაკავშირებით დღეს ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე 13 ივნისის მემორიალთან პანაშვიდი გაიმართა.
სტიქიის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, გზები, ქალაქის ინფრასტრუქტურა. დედაქალაქის ზოოპარკის ტერიტორია თითქმის მთლიანად განადგურდა. მისი 600 ბინადრიდან ნახევარზე მეტი სტიქიამ იმსხვერპლა. ზოგიერთი ცხოველი, მათ შორის მტაცებლები, ქუჩაში აღმოჩნდა. მტაცებლების ნაწილის დაძინება და მუნიციპალურ თავშესაფარში დაბრუნება შეძლეს, ნაწილის კი ლიკვიდაცია გახდა საჭირო.
ოფიციალური ვერსიით, ტრაგედიის მიზეზი წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელ გზაზე ჩამოწოლილი მეწყერი გახდა. დაახლოებით ერთი მილიონი კუბური მეტრი მიწის მასის ჩამოსვლამ ვერეს ხეობაში წყალდიდობა და გამანადგურებელი პროცესები გამოიწვია. მოვარდნილმა ღვარცოფმა გაანადგურა საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები, საკომუნიკაციო სისტემები. თითქმის მთლიანად დაიტბორა „მზიურისა" და ზოოპარკის ტერიტორია.
ზარალმა დაახლოებით 90 მილიონი დოლარი შეადგინა.