რატომ განსჯიან ადამიანები ერთმანეთს: სამი მთავარი მიზეზი და ხუთი რჩევა
15:55 13.06.2023 (განახლებულია: 21:19 13.06.2023)
CC BY-SA 2.0 / Miguel Pires da Rosa / Flickr / Gossip girlsჭორიკანა ქალები
გამოწერა
თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. ადამიანებს სჩვევიათ – კრიტიკულები იყვნენ სხვათა მიმართ, ვინაიდან მათ ბუნებაში ღრმად ზის თვისება, საკუთარ თავს შეადარონ და შეაფასონ, შემდეგ კი ვერდიქტი გამოუტანონ ვინმეს, აცხადებენ ფსიქოლოგები.
თუმცა, მათი თქმით, როცა ასეთი შეფასება ზედმეტად აგრესიული ხდება, შეიძლება თავად კრიტიკოსს შეექმნას არცთუ სახუმარო პრობლემები.
რატომ ვაკრიტიკებთ სხვებს?
სპეციალისტების თქმით, ამას რამდენიმე მიზეზი აქვს:
1.
ზოგიერთს ძალიან სიამოვნებს, როცა, ვთქვათ, მისი თანამშრომელი მასზე უგემოვნოდ ან უცნაურად იცვამს. ეს აძლევს მას საშუალებას, ირგვლივ მყოფებს შეახსენოს, რამდენად ელეგანტური და დახვეწილია თავად. ანუ, კრიტიკა (დაცინვა) — ეს დაკომპლექსებული, თავდაუჯერებელი და საკუთარ ღირსებებში დაურწმუნებელი ადამიანის თვისებაა.2.
საუბარი სხვებზე, თუ როგორ გასუქდა ვიღაც, რა საშინელი ქმარი თუ გაუზრდელი შვილი ჰყავს საერთო ნაცნობს, იმათ სჩვევიათ, ვის ცხოვრებაშიც არაფერი მნიშვნელოვანი და სასურველი არ ხდება. ასეთებისთვის სხვების კრიტიკა-შეფასება, შეიძლება ითქვას, საუკეთესო დროსტარებაა.3.
თუ ადამიანი ისეთ საზოგადოებაში ხვდება, სადაც სხვების კრიტიკა ჩვეულებრივი ამბავია, ისიც ცდილობს მხარი აუბას მათ და რამე ისეთი თქვას, რაც ამ საზოგადოებაში „თავისიანად“ აქცევს. თუმცა ბევრი არ უფიქრდება, რომ ეს ხალხი ზურგს უკან მასაც ასეთივე სიამოვნებით დაუთვლის თავზე თმის ღერებს და დაუნდობლად გადაუვლის.რით არის მავნებელი სხვათა განსჯა?
იმით, რომ რაღაც მომენტში, ისე, რომ ვერც შენიშნავს, ადამიანი შესაძლოა მოულოდნელად სრულიად მარტო დარჩეს. ნაცნობ-მეგობრები (შესაძლოა ოჯახის წევრებიც კი) მას უბრალოდ თავს აარიდებენ, ვინაიდან იმ ადამიანთან ურთიერთობა, ვისგანაც მხოლოდ უარყოფითი შეფასებები ისმის, არავის სიამოვნებს.
ხოლო თუ ასეთი ქცევა ნორმად იქცევა და ავყია მეგობართა კომპანიაში მყარად მოიკიდებს ფეხს, თანდათან უბედურ ადამიანად იგრძნობს თავს. უარყოფითი ემოციები, აზრები და სიტყვები ისევ „კრიტიკოსისკენ“ მიიზიდავს ნეგატივს და თუ სხვათა განსჯას არ შეწყვეტს, პირველ რიგში საკუთარ თავს ავნებს.
როგორ შევწყვიტოთ სხვათა განსჯა?
ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ცხოვრებას. დაფიქრდით, როგორ შეიძლება გახადოთ ის უფრო საინტერესო და კარგი მოვლენებით მდიდარი. ნაცვლად იმისა, რომ მთელი ენერგია და დრო სხვებზე ლაპარაკს შეალიოთ, ჯობს მთელი თქვენი რესურსი საკუთარ თავს მოახმაროთ.
იმუშავეთ საკუთარ კომპლექსებზე. გაითვალისწინეთ, დიდი ალბათობით, რაც სხვებში არ მოგწონთ, სწორედ ის გტკივათ ყველაზე მეტად საკუთარ თავში. დაფიქრდით, იქნებ თანამშრომელს იმიტომ ჰკიცხავთ ჩაცმის სტილის გამო, რომ თავადაც სიამოვნებით ჩაიცვამდით ასე, მაგრამ ვერ ახერხებთ?
შეცვალეთ ფორმულირება. თუ ვინმეზე რაიმეს თქმა ისე ძალიან გინდათ, რომ თავს ვერ იკავებთ, სიტყვები მაინც შეარჩიეთ. მაგალითად: „გაუთლელის“ ნაცვლად ადამიანს სახალხოდ ჯობს „უცნაური“ უწოდოთ.
არ მოუსმინოთ ჭორაობას. თუ თქვენი თანდასწრებით ვინმეზე ცუდად ლაპარაკს დაიწყებენ, კი არ აჰყვეთ, ან შეაწყვეტინეთ, ან უბრალოდ გაეცალეთ მათ. გახსოვდეთ, ასეთები არც თქვენ დაგინდობენ!
დაუსვით კითხვა საკუთარ თავს. სანამ ვინმეს, ან სხვის ცხოვრებაში მომხდარ რაიმე ფაქტს შეაფასებთ, უბრალოდ ჰკითხეთ თავს: „მეხება თუ არა ეს მე?“ თუ არ გეხებათ, ე.ი. არც არაფერი გაქვთ სათქმელ-სალაპარაკო.
·