https://sputnik-georgia.com/20230613/---------278542104.html
საქართველოს მოქალაქეობის მიღება გამარტივდება - რა წერია კანონპროექტში
საქართველოს მოქალაქეობის მიღება გამარტივდება - რა წერია კანონპროექტში
Sputnik საქართველო
მთავარი სიახლე შეეხება მოქალაქეობის არმქონე პირებს - საქართველოს მოქალაქეობის მიღების მსურველთათვის ქვეყანაში მუდმივი ცხოვრების ვადა 10-დან 5 წლამდე შემცირდება 13.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-13T23:00+0400
2023-06-13T23:00+0400
2023-06-14T00:24+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პასპორტი
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23854/96/238549690_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_f550554ecfab833c0c79702fe48a0f18.jpg
თბილისი, 13 ივნისი – Sputnik. საპარლამენტო კომიტეტები მალე „მოქალაქეობის შესახებ“ კანონში ცვლილებების განხილვას დაიწყებენ, რაც რიგ შემთხვევებში გაამარტივებს საქართველოს მოქალაქეობის მიღებას.წარმოდგენილი ცვლილებებით, მთავარი სიახლე მოქალაქეობის არმქონე პირებს შეეხება. დღეის მდგომარეობით ამ ადამიანებისთვის მოქალაქეობის მისანიჭებლად დადგენილია საქართველოში ცხოვრების მინიმუმ 10 წელი, რაც მცირდება 5 წლამდე. რაც შეეხება უცხო ქვეყნების მოქალაქეებს, მოქალაქეობის მისაღებად საქართველოში ცხოვრების მინიმალური ვადა უცვლელია - 10 წელი.გარდა ამისა, საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად კვლავ საჭიროა ქართული ენის, ისტორიისა და კანონმდებლობის ცოდნა.თუმცა, ცვლილებების მიღების შემდეგ, საქართველოს მოქალაქეობის მიღების მსურველებს საშუალება ექნებათ განაცხადის წარდგენამდე დაადასტურონ თავიანთი ცოდნა სახელმწიფო სერვისების სააგენტოს მეშვეობით, დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საქართველოს საკონსულოში. ამ შემოწმების შედეგები ძალაში იქნება ერთი წლის განმავლობაში და წარედგინება მოქალაქეობის განაცხადთან ერთად.როგორ განხორციელდება შემოწმება და ასევე მის ღირებულებას იუსტიციის მინისტრი ბრძანებით დაადგენს.მოქმედი კანონმდებლობით, ცოდნის შემოწმებაზე პასუხისმგებელია მოქალაქეობის საკითხთა კომისია. ცოდნის დადასტურების მსურველები გამოცდებს ტესტირების სახით მოქალაქეობის მიღებაზე განაცხადის შეტანის შემდეგ აბარებენ.ცვლილებები სამი მოსმენით მიღებისა და პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ ამოქმედდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23854/96/238549690_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_4a611929a4b2489300ca074208889148.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პასპორტი , საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პასპორტი , საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მოქალაქეობის მიღება გამარტივდება - რა წერია კანონპროექტში
23:00 13.06.2023 (განახლებულია: 00:24 14.06.2023) მთავარი სიახლე შეეხება მოქალაქეობის არმქონე პირებს - საქართველოს მოქალაქეობის მიღების მსურველთათვის ქვეყანაში მუდმივი ცხოვრების ვადა 10-დან 5 წლამდე შემცირდება
თბილისი, 13 ივნისი – Sputnik. საპარლამენტო კომიტეტები მალე „მოქალაქეობის შესახებ“ კანონში ცვლილებების განხილვას დაიწყებენ, რაც რიგ შემთხვევებში გაამარტივებს საქართველოს მოქალაქეობის მიღებას.
წარმოდგენილი ცვლილებებით, მთავარი სიახლე მოქალაქეობის არმქონე პირებს შეეხება. დღეის მდგომარეობით ამ ადამიანებისთვის მოქალაქეობის მისანიჭებლად დადგენილია საქართველოში ცხოვრების მინიმუმ 10 წელი, რაც მცირდება 5 წლამდე. რაც შეეხება უცხო ქვეყნების მოქალაქეებს, მოქალაქეობის მისაღებად საქართველოში ცხოვრების მინიმალური ვადა უცვლელია - 10 წელი.
გარდა ამისა, საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად კვლავ საჭიროა ქართული ენის, ისტორიისა და კანონმდებლობის ცოდნა.
თუმცა, ცვლილებების მიღების შემდეგ, საქართველოს მოქალაქეობის მიღების მსურველებს საშუალება ექნებათ განაცხადის წარდგენამდე დაადასტურონ თავიანთი ცოდნა სახელმწიფო სერვისების სააგენტოს მეშვეობით, დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საქართველოს საკონსულოში. ამ შემოწმების შედეგები ძალაში იქნება ერთი წლის განმავლობაში და წარედგინება მოქალაქეობის განაცხადთან ერთად.
როგორ განხორციელდება შემოწმება და ასევე მის ღირებულებას იუსტიციის მინისტრი ბრძანებით დაადგენს.
მოქმედი კანონმდებლობით, ცოდნის შემოწმებაზე პასუხისმგებელია მოქალაქეობის საკითხთა კომისია. ცოდნის დადასტურების მსურველები გამოცდებს ტესტირების სახით მოქალაქეობის მიღებაზე განაცხადის შეტანის შემდეგ აბარებენ.
ცვლილებები სამი მოსმენით მიღებისა და პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ ამოქმედდება.