https://sputnik-georgia.com/20230612/msoflios-umzimesma-mamakacma-330-kilo-daiklo-278482298.html
მსოფლიოს უმძიმესმა მამაკაცმა 330 კგ დაიკლო
მსოფლიოს უმძიმესმა მამაკაცმა 330 კგ დაიკლო
Sputnik საქართველო
თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. მამაკაცმა, რომელიც 1996 წელს გინესის რეკორდების წიგნში შევიდა როგორც მსოფლიოს უმძიმესი ადამიანი, ფანტასტიკური ცვლილებები... 12.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-12T14:12+0400
2023-06-12T14:12+0400
2023-08-17T10:48+0400
მსოფლიო დღეს
მექსიკა
საზოგადოება
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
ექიმის რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23227/68/232276847_0:180:3456:2124_1920x0_80_0_0_c542609b53bc148825447cac9a81d30b.jpg
თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. მამაკაცმა, რომელიც 1996 წელს გინესის რეკორდების წიგნში შევიდა როგორც მსოფლიოს უმძიმესი ადამიანი, ფანტასტიკური ცვლილებები განიცადა, დაიკლო რა 330 კილოგრამი, წერს Mirror.გამოცემის ცნობით, მექსიკელ ხუან პედრო ფრანკოს წონის პრობლემები ჯერ კიდევ ბავშვობაში, ექვსი წლისას დაეწყო. მოზარდობისას მიღებულმა ტრავმამ კი კიდევ უფრო დაუმძიმა მდგომარეობა და 17 წლისა უკვე 226 კილოგრამს იწონიდა.32 წლის იყო, როდესაც მან უმძიმესი მამაკაცის ტიტული მიიღო. იმ მომენტისთვის ხუანის წონა 594 კილოგრამს შეადგენდა და საწოლს იყო მიჯაჭვული. იმისათვის, რომ გვერდი შეენაცვლებინა, რვა კაცის დახმარება სჭირდებოდა.მისი თქმით, დიეტის დაცვას ცდილობდა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა და ამიტომ სასოწარკვეთილებაში ჩავარდა. საბოლოოდ მან გვადალაჰარელ სპეციალისტს მიმართა დახმარებისთვის, რომელიც ხუანისთვის ოპერაციის გაკეთებას დათანხმდა.საავადმყოფოში ხუანს მეორე ტიპის დიაბეტის, ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციის, ჰიპერტონიისა და ფილტვებში წყლის დიაგნოზი დაუსვეს.პაციენტს სპეციალური დიეტა და ვარჯიშები დაენიშნა, რათა წონაში იმდენი დაეკლო, რომ ოპერაციის გაკეთება ყოფილიყო შესაძლებელი. მცდელობამ შედეგი გამოიღო და 2017 წელს ოპერაცია ჩატარდა, რამაც ხუან პედროს ცხოვრება მნიშვნელოვნად შეცვალა.2019 წელს ხუანს თავისი პირვანდელი წონის მესამედი ჰქონდა მოკლებული, დღეისათვის კი „მხოლოდ“ 260 კილოგრამს იწონის.
მექსიკა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23227/68/232276847_192:0:3264:2304_1920x0_80_0_0_df89c5377ddc35049cf8522358b63b8d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მექსიკა, საზოგადოება, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, ექიმის რჩევები
მექსიკა, საზოგადოება, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, ექიმის რჩევები
თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. მამაკაცმა, რომელიც 1996 წელს გინესის რეკორდების წიგნში შევიდა როგორც მსოფლიოს უმძიმესი ადამიანი, ფანტასტიკური ცვლილებები განიცადა, დაიკლო რა 330 კილოგრამი, წერს
Mirror.
გამოცემის ცნობით, მექსიკელ ხუან პედრო ფრანკოს წონის პრობლემები ჯერ კიდევ ბავშვობაში, ექვსი წლისას დაეწყო. მოზარდობისას მიღებულმა ტრავმამ კი კიდევ უფრო დაუმძიმა მდგომარეობა და 17 წლისა უკვე 226 კილოგრამს იწონიდა.
32 წლის იყო, როდესაც მან უმძიმესი მამაკაცის ტიტული მიიღო. იმ მომენტისთვის ხუანის წონა 594 კილოგრამს შეადგენდა და საწოლს იყო მიჯაჭვული. იმისათვის, რომ გვერდი შეენაცვლებინა, რვა კაცის დახმარება სჭირდებოდა.
მისი თქმით, დიეტის დაცვას ცდილობდა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა და ამიტომ სასოწარკვეთილებაში ჩავარდა. საბოლოოდ მან გვადალაჰარელ სპეციალისტს მიმართა დახმარებისთვის, რომელიც ხუანისთვის ოპერაციის გაკეთებას დათანხმდა.
საავადმყოფოში ხუანს მეორე ტიპის დიაბეტის, ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციის, ჰიპერტონიისა და ფილტვებში წყლის დიაგნოზი დაუსვეს.
პაციენტს სპეციალური დიეტა და ვარჯიშები დაენიშნა, რათა წონაში იმდენი დაეკლო, რომ ოპერაციის გაკეთება ყოფილიყო შესაძლებელი. მცდელობამ შედეგი გამოიღო და 2017 წელს ოპერაცია ჩატარდა, რამაც ხუან პედროს ცხოვრება მნიშვნელოვნად შეცვალა.
2019 წელს ხუანს თავისი პირვანდელი წონის მესამედი ჰქონდა მოკლებული, დღეისათვის კი „მხოლოდ“ 260 კილოგრამს იწონის.
„თუნდაც მხოლოდ ის, რომ შემიძლია ხელები ავწიო, ყოველდღე ფეხზე ავდგე ჭიქა წყლის დასალევად ან საპირფარეშოში გასასვლელად, თავს მშვენივრად მაგრძნობინებს. ფანტასტიკაა, როცა მეტი მოძრაობა შეგიძლია და უფრო დამოუკიდებელი ხარ“, — ამბობს მამაკაცი.