ილია დარჩიაშვილი პარლამენტში 16 ივნისს სიტყვით გამოვა

© Government of Georgiaილია დარჩიაშვილი
ილია დარჩიაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 12.06.2023
გამოწერა
მთავრობის წევრები ვალდებული არიან პარლამენტს წელიწადში ერთხელ წარუდგინონ ანგარიში შესრულებული სამუშაოსა და გეგმების შესახებ.
თბილისი, 12 ივნისი – Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი 16 ივნისს საკანონმდებლო ორგანოს „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებას წარუდგენს.
პარლამენტის ბიურომ პლენარული კვირის დღის წესრიგი განსაზღვრა, სადაც აღნიშნული საკითხიც შევიდა.
„პარასკევს საგარეო საქმეთა მინისტრი მოვა და მთელ დღეს მინისტრის საათს დავუთმობთ“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე.
მთავრობის წევრები ვალდებული არიან წელიწადში ერთხელ პარლამენტს წარუდგინონ ანგარიში შესრულებული სამუშაოსა და გეგმების შესახებ. გარდა ამისა, მინისტრი შეიძლება დაიბაროს დეპუტატთა ჯგუფმაც, რათა მან წინასწარ შეთანხმებულ შეკითხვებს უპასუხოს.
ყველა ახალი ამბავი
0